x
მეტი
  • 16.03.2025
  • სტატია:140974
  • ვიდეო:351932
  • სურათი:513754
შურისძიება დედ ჰასანის მკვლელობის გამო?-რას წერს "პრაიმ კრაიმი"
image

14 მარტს, გვიან ღამით ჭავჭავაძის გამზირზე მკვლელობა მოხდა, მოკლულია 58 წლის ბიზნესმენი ე.წ კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის, მე­რაბ ჯან­გვე­ლა­ძის ძმა, ლე­ვან ჯან­გვე­ლა­ძე.

ლე­ვან ჯან­გვე­ლა­ძე თბი­ლის­ში რამ­დე­ნი­მე დღით იყო ჩა­მო­სუ­ლი და ის დაც­ვის თან­ხლე­ბით გა­და­ად­გილ­დე­ბო­და.მკლელობის დღეს ის ახლობელის პანაშვიდზე იმყოფებოდა.




"პრაიმ კრაიმის" ინფორმაციით, ლევანი საკვანძო როლს ასრულებდა ძმის საორგანიზაცო საკითხებში და არსებითად იყო მისი „ტვინის ცენტრი“ : ის აგვარებდა სენსიტიურ საკითხებს, რომლებსაც თავად მერაბი სტატუსიდან გამომდინარე ვერ უმკლავდებოდა, მათ შორის ლეგალურ ბიზნესს და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობას.


ამბობენ, რომ ლევანი პასუხისმგებელი იყო ძალოვან ბლოკზე და პასუხისმგებელი იყო არაერთ გახმაურებულ ქმედებებზე, მათ შორის რუსეთის კრიმინალურ სამყაროში ისეთი გამოჩენილი ფიგურების მკვლელობაზე, როგორებიც იყვნენ იაპონჩიკი და დედ ჰასანი, (იგივე ასლან უსოიანი)რომლებიც ოპოზიციაში იყვნენ "სოხუმელ ძმებთან". ამ ვერსიას მხარს უჭერს ის „მოლოცვა“, რომელიც როგორც თქვეს, მერაბს ჰასანის სულიერმა მემკვიდრემ, ლაშა შუშანაშვილმა გადასცა.

რამდენიმე წლის წინ საბერძნეთში დიდი ქურდული “სხოდკა” შეიკრიბა ლაშა შუშანაშვილის ინიციატივით და დედ ჰასანზე თავდასხმაში სწორედ მერაბ ჯანგველაძე დაადანაშაულეს !

ამავე შეკრებაზე ითქვა, რომ ჯანგველაძის ძმას ლევანს, ქილერები ყავს და ისინი ქართული სპეცსამსახურების ყოფილი წარმომადგენლები არიან.

მერაბის კიდევ ერთი ფუნდამენტური „მოსისხლე მტერი“, კანონიერი ქურდების უმაღლეს იერარქი შაქრო კალაშოვია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც "სუხუმსკების" ხალხმა დათო ოზმანოვის დაჭრეს.


მერაბ ჯანგველაძისთვის ძმის გარდაცვალება ნამდვილად გამოუსწორებელი დანაკლისია.კრიმინალური ვენდეტა ამით არ დასრულდება და სავარაუდოდ გაგრძელება იქნება, მით უმეტეს მერაბ ჯანგველაძე ერთ ერთი ყველაზე სასტიკ კრიმინალურ ავტორიტეტად ითვლება.

imageფოტოზე:მერაბ ჯანგველაძე(მარცხენა განაპირა) და ლევან ჯანგველაძე(მარჯვენა განაპირა)

1
696
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
696
  
გუშინ, 22:49
ლევანი ასჯერ გახდებოდა კანონიერი ქურდი, მას რომ ამისი სურვილი ჰქონოდა.
შუშანაშვილის ნათქვამზე უკვე ცნობილი ქურდის ძმას კი არა მაწანწალა ძაღლს არ მოკლავენ, ეტლში ზის და ციხეშია დახურულ საკანში. ან როდის დააბრალეს ძმებ ჯანგველაძეებს იაპონჩიკის ან დედ ჰასანის მკვლელობა?
არსენა მიქელაძის შვილს ჯემოს ადებდნენ ხელს. "სხოდკაზე" ითქვა, რომ არაქურდს ქილერები ჰყავს, ქურდებს ახოცვინებს და ეგრეთ წოდებული "სპროსი" არ მოსთხოვეს ხო?
კრიმინალურ სამყაროს იერარქიაში არ არსებობს სულიერი მემკვიდრე, ჰასანი რა, სასულიერო პირი იყო? ერთი რუსეთის ფედერალურ სამსახურთან შეკრული ხრონცი იყო. იმ სხოდკაზე შუშანაშვილს ცხვირპირი, რომ გაუერთიანეს, თუ სიმართლე ჰქონდა შაქრო კალაშოვმა რატომ არ დაუჭირა მხარი?
ან მერაბზე, რომ წერ ერთერთ ყველაზე სასტიკ კრიმინალურ ავტორიტეტად ითვლებაო, სად წაიკითხე რუსეთის სპეცსამსახურების მიერ კონტროლირებად ვებ გვერდზე "პრაიმ კრაიმზე"?
დაწერთ ასეთ აბდაუბდა სტატიას და მერე ბრაზდებით შესაბამის კომენტარს, რომ დაგიდებენ.
ბარის სხოდკაზე გსმენია რამე? სადაც შაქროს "პრაგონით" ტარიელ ონიანის და მერაბ ჯანგველაძის მიმართ ყველა პრეტენზია მოიხსნა.
შაქრო სულელი ნაღდად არაა ერთბაშად დაეტაკოს სოხუმის და ქუთაისის კლანებს, რომლებიც გაერთიანებული არიან ონიან-ჯანგველაძის მხარდამჭერი ქურდები.
ციხიდან ახალგამოსულ შაქროს ნაღდად არ აწყობდა ახლა ომი კრიმინალურ სამყაროში.
0 1 1
Loading...