x
მეტი
  • 14.03.2025
  • სტატია:140926
  • ვიდეო:351932
  • სურათი:513748
დაკოტა დიტჩევა ანგელოზი თუ მკვლელი? MMA-ს გამორჩეული მებრძოლი ნაზი ქალის გარეგნობით

image
ეს სახეღიმილიანი გოგო დაკოტა დიტჩევაა, მუაი-ტაის დიდოსტატი, რომელიც ნაზი აღნაგობის მიუხედავად ოქტაგონზე რასაც ჰქვია ანადგურებს მოწინააღმდეგეებს. გოგონა განსაკუთრებით ეფექტურად იყენებს მუხლს დარტყმისას, მაგრამ არც ნოკაუტებზე ამბობს უარს და მოგუდვითაც ბევრი მეტოქე ჰყავს დამარცხებული.

დაკოტა დაიბადა ბრიტანეთში სპორცმენების ოჯახში. გოგონას თავიდან მშობლები ავარჯიშებდნენ, რასაც სკოლაში რამდენიმე ბიჭის მიბეგვა მოჰყვა. მშობლები იძულებული გახდნენ გოგონა პროფესიონალისათვის მიებარებინათ. გოგონა მუაი-ტაის სტილით გავიდა MMA-ს ოქტაგონზე. გავიდა და მალევე გახდა MMA-ს პირველი ჩემპიონი დიდი ბრიტანეთიდან.
დაკოტას გამარჯვებების 86%-ი ნოკაუტითაა. გოგონას ნაზი აღნაგობის მიღმა იმალება დამანგრეველი ძალა, რომლის წყალობითაც ოქტაგონზე ანადგურებს მეტოქეებს, მათ შორის ლეგენდებს.

image
დაკოტას შერეული სტილის ბრძოლების ქილერს ეძახიან, დაკოტა დღემდე დაუმარცხებელია პროფესიულ სპორტში.
დაკოტა 1998 წელს დაიბადა, მამა ბულგარელი ჰყავს, დედა კი ბრიტანელი. დაკოტას დედა ლიხა ჰოვარტი 6 წლიდან დადიოდა საბრძოლო ხელოვნებების შემსწავლელ კლუბებში და გახდა მსოფლიო ჩემპიონი სრულკონტაქტიან კარატეში, ასევე მსოფლიო ჩემპიონი გახდა ტაილანდურ კრივში და კიკბოქსინგში. აქედან გამომდინარე არაა გასაკვირი დაკოტას წარმატებები, მით უფრო როცა უფროსი ძმაც წარმატებული მებრძოლი გახლდათ.

მარცხნივ დაკოტას დედაა, მარჯვნივ კი თავად დაკოტა.

image
დაკოტა დღემდე დაუმარცხებელია მის წონით კატეგორიაში, ყველა მის მიერ ჩატარებული ბრძოლიდან მას მხოლოდ ერთი გამარჯვება აქვს, რომელიც მსაჯების შეფასებებით გადაწყდა, სხვა შეხვედრებში ან ნოკაუტით ამარცხებს მეტოქეებს ან მოგუდვით.

imageimageimageimageimageimage

დაკოტა ვარჯიშის დროს.

imageimageimage
დაკოტა თავისუფალ დროს.

imageimageimageimageimageimageimage
















0
72
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
72
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0