x
მეტი
  • 19.03.2025
  • სტატია:141053
  • ვიდეო:351932
  • სურათი:513817
"მივხვდი,რომ დავჩენილიყავი მომკლავდნენ"-როგორ გაიპარა სირიელი მოცურავე,რომელმაც გმირულად გადაარჩინა ზღვაში ლტოლვილები
image

ორი ოლიმპიური თამაშების მონაწილე, იუსრა მარდინი გაიზარდა სირიაში, სადაც ცურავდა ოლიმპიური რეზერვების სკოლაში. ომის დაწყებიდან რამდენიმე ხნის შემდეგ, გოგონამ უმცროს დასთან ერთად გადაწყვიტა გაქცევა, თუმცა კარგად შემუშავებული გეგმა, გზაში კინაღამ ტრაგედიით დასრულდა.

მამამ პირადად შეიმუშავა ქალიშვილების გაქცევის გეგმა და მის შესასრულებლად მეგობრებისგან ისესხა 10 ათასი დოლარი. ქაღალდზე ყველაფერი ასე გამოიყურებოდა: ნახევარი ქვეყნის გავლით ჩავიდოდნენ თურქეთის საზღვარზე, ქრთამის სანაცვლოდ, კონტრაბანდისტი მეგობრის დახმარებით უკანონოდ გადაკვეთდნენ საზღვარს, მერე უნგრეთში ავტობუსით წავიდოდნენ და იქიდან საბოლოო დანიშნულების ადგილამდე - გერმანიაში ჩავიდოდნენ.



„დავუშვი აზრი, რომ შეიძლება გზაში მოვკვდარიყავი. მაგრამ ჩემს ქვეყანაში მე უკვე თითქმის მკვდარი და თანაც უძლური ვიყავი“, - ამბობს იუსრა.


დებმა როგორღაც მიაღწიეს თურქეთის საზღვარს, სადაც ოთხი დღე მოუწიათ ლოდინი, სანამ კონტრაბანდისტი ანიშნებდა.

მათ მართლაც გადაკვეთეს საზღვარი, მაგრამ უნგრეთის ავტობუსზე კატეგორიული უარი განაცხადეს ლტოლვილების ჩასმაზე.


გაქცევის ორგანიზატორმა შესთავაზა სხვა გამოცდილი გზა - ზღვით საბერძნეთის კუნძულ ლესბოსამდე.


ასე აღმოჩდნენ იუსრა და სარა შვიდ ადამიანზე გათვლილ პატარა გასაბერ მოტორიან ნავში, რომელშიც 20 მგზავრი იჯდა. მხოლოდ 12 კილომეტრი იყო გასავლელი, მაგრამ ამ მხარეებში ასეთი მანძილიც კი ხშირად გადაულახავი ხდებოდა.

image

თავიდან მგზავრობა მშვიდად მიმდინარეობდა, მაგრამ რაღაც მომენტში ნავს ძრავა გაუფუჭდა. საბერძნეთის სანაპირო უკვე ჩანდა, მაგრამ ის ჯერ კიდევ ძალიან შორს იყო. ამას კიდევ ერთი უიღბლობა დაემატა, ქარიშხალი ამოვარდა, ნავმა ტორტმანი დაიწყო და ყველა მიხვდა, რომ ის მალე ჩაიძირებოდა. ხალხმა ზღვაში ნივთების გადაყრა დაიწყო, რასაც დიდი ეფექტი არ მოჰყოლია. ნავში ნიჩბები არ იყო და დახმარებას არც არსაიდან ელოდნენ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თითქმის არცერთმა მგზავრმა ცურვა არ იცოდა.


დებ მარდინებს ადვილად შეეძლოთ გამოემშვიდობებოდნენ თანამგზავრებს, წყალში გადახტებოდნენ და ნაპირზე გაცურავდნენ, მაგრამ უბედურ ხალხი არ მიატოვეს. სარა, იუსრა და კიდევ ერთი ქალი, რომელმაც ცურვა შეეძლო, წყალში გადახტნენ და ნავზე ხელჩაჭიდებულებმა ცურვით ნაპირზე ბუქსირება დაიწყეს. ისინი სამი საათის განმავლობაში ცურავდნენ სრულ სიბნელეში, მხოლოდ განათებული ნაპირი იყო მათი შუქურა.


"მე და ჩემი დას ცალი ხელი ნავზე გვეკიდა, მეორეთი კი ვცურავდით. ბოლო ნახევარი საათის განმავლობაში ცურვა აღარ შემეძლო და ნავში გაჭირვებით ავედი. ძალიან მციოდა"-იხსენებს იუსრა მარდინი.



მოცურავეთა ძალისხმევამ შედეგი მოიტანა. თუმცა დებისთვის თავგადასავალი ამით არ დასრულებულა. ადგილობრივებს არ ესიამოვნათ ლტოლვილების დანახვაა, იუსრას მოგონებების მიხედვით, მათ საკვებისა და წყლის მიყიდვათ კი არ სურდათ. „ბერძნებს ეგონათ, რომ ველურები ვიყავით უდაბნოდან.

"როდესაც ჩემს ხელში აიფონი დაინახეს, საშინლად გაოცდნენ", - თქვა მოცურავემ.

image

ამჟამად გოგონები გერმანიაში ცხოვრობენ.იუსრა ვარჯიშობს ბერლინის Wasserfreunde Spandau -კლუბში.


2016 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშებზე იყო ლტოლვილთა ოლიმპიური გუნდის წევრი და მედროშე. 2017 წლის 27 აპრილს დანიშნული იქნა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის კეთილი ნების ელჩად.

image

ასევე მიიღო მონაწილეობა 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, სადაც კვლავ ლტოლვილთა ოლიმპიური გუნდის სახელით გამოვიდა.


2022 წელს გამოვიდა ამ ამბავზე დაფუძებული ავტობიოგრაფიული მხატვრული ფილმი "მოცურავეები"(The Swimmers), მთავრ როლში თავად რეალურად დები მარდინები თამაშობენ.

0
95
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
95
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0
Loading...