x
მეტი
  • 13.03.2025
  • სტატია:140921
  • ვიდეო:351932
  • სურათი:513745
"სლავა უკრაინეს" ყვირილით ხმაჩახლეჩილი ხალხი რეალურად რას აკეთებს უკრაინისათვის?

image
9 ძმა ხერხეულიძის ერის წარმომადგენლები ვიქეცით მყვირალა ერად (ყველას არ ეხება ბუნებრივია), მთავარია რაც შეიძლება ხმამაღლა ვიყვიროთ, დანარჩენი წყალსაც წაუღიაო ვფიქრობთ.
საქართველოში ერთგვარ ტრენდად იქცა ევროკავშირის, აშშ-ს და უკრაინის დროშების ფრიალი.
არ დავმალავ, სოფლის სახლზე ეროვნული დროშა მაქვს საკმაოდ მაღლა აღმართული და 2 მეტრით დაბლა უკრაინული დროშა მაქვს დამაგრებული.
ორი სამშობლო არ არსებობსო!-ტყუილია, 14 წელი დაბადებიდან მოყოლებული უკრაინაში გავატარე, სამჯერ ვიომე უკრაინისათვის დასავლეთის მიერ თავსმოხვეულ ომში და ღიად ვამბობ: მე ორი სამშობლო მაქვს, უპირველესი და შეუცვლელი საქართველოს სახით და უკრაინა, რომელმაც მომცა სამხედრო განათლება, ჩამომაყალიბა, როგორც სამხედრო ოფიცერი (დასავლურ განათლებაზე არ მინდა ვისაუბრო).
ვინაიდან დოის თავისუფალი შუალედი გამოჩნდა ახალი სამსახურის შეფის სამშობლოში დაბრუნების გამო ისევ უკრაინას მივაშურე (ამიტომაც არ ვჩანდი ინტერმედიაზე).
დასამალიც არაფერი მაქვს, ქართულმა სპეცსამსახურებმა იდეალურად იციან, მე "ნაიომნიკი" არა ვარ, ვიბრძოდი სამშობლოს დასაცავად, მეორე სამშობლოს დასაცავად.
გუშინ დილით ჩამოვედი გამთენიისას და არავინ მოსულა ჩემთან და არავის დავუბარებივარ დაკითხვაზე თუ სად ვიყავი ან რა მოტივით ჩავედი უკრაინაში.
კანონს თუ არ არღვევ არავინ მოგაკითხავს, "ნაიომნიკებად" უკრაინაში ნაბრძოლი ხალხი რუსთაველზე მიტინგებზე გამოდის და "სლავა უკრაინეს" გაყვირის, ასეთებთან ბუნებრივია შეკითხვები აქვთ და კანონის დარღვევის გამო აჯარიმებენ.
"სლავა უკრაინე" არ შველის უსახლკარო უკრაინელ ბავშვებს. "სლავა უკრაინე" ვერ დააპურებს უკრაინელ პატარებს, რუსთაველზე მყვირალ კატეგორიას უკრაინელი ბავშვების ბედი, რომ გაწუხებდეთ ტაშფანდურს კი არ გამართავდით რუსთაველზე, ფონდს შექმნიდით იმ თანხებიდან ბაჩიაშვილი და კეზერაშვილი, რომ გიხდით დასავლეთთან ერთად უხვად და უკრაინაში ომით დაზარალებულ ბავშვებს გადაუხდიდით.
პოკროვკოეს მიმართულებაზე საღი სახლი არაა დარჩენილი, რუსული ზალპური ცეცხლის კომპლექსები ანადგურებენ ყველას და ყველაფერს, არც უკრაინელები აკლებენ.
ტრამპის მოსვლით უკრაინის მდგომარეობა ერთი პერიოდი კატასტროფული გახდა, რადგან ამერიკული ზეზუსტი "ჰაიმარსები" უსარგებლო გახდა, რადგან მისი რაკეტების გაშვების შემდეგ მისი მართვა თანამგზავრიდან მიღებული სიგნალით ხდება ავტომატურ რეჟიმში არჩეულ სამიზნეზე.
ილონ მასკმა თავისი თანამგზავრებიდან ინფორმაციის რეალურ დროში მიწოდება დაუბლოკა უკრაინას, რითაც "დააბრმავა" უკრაინული არტილერია.
საბედნიეროდ საფრანგეთის პრეზიდენტმა იყოჩაღა და მსოფლიოში ერთერთმა უდიდესმა თანამგზავრულმა საკომუნიკაციო სისტემა "Eutelsat"-მა, უკრაინას რეალურ დროში დაუწყო ფრონტის თითოეული მონაკვეთის მიწოდება, რამაც უკრაინულ არტილერიას ხელები გაუხსნა.
პოკროვსკოეს მიმართულება ამჟამად ითვლება ყველაზე ცხელ წერტილად უკრაინაში, უკრაინის გენშტაბის უფროსი ალექსანდრე სირსკი თავად ხელმძღვანელობდა კონტრშეტევით ოპერაციას მართვის ცენტრიდან (გიგი კალანდაძესავით და რიგი ქართველი გენერლებივით არ მოუკურცხლავს ბრძოლის ველიდან). ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და უკრაინულმა არმიამ ფრონტის ხაზი გაასწორა, თან 4 კილომეტრით წაიწია წინ.

გენერალი სირსკი 47-ე ბრიგადის მეთაურთან ერთად.

image
ოპერაციაში 47-ე, 25-ე ბრიგადები და საზღვაო ქვეითების მოიერიშე ასეული მონაწილეობდა.
ოპერაციის მსვლელობისას ამერიკული ტანკი "აბრამსი" ისე ღრმად ჩაეფლო წყლიან ლაფში, უკაინელ მებრძოლს ჩაყვინთვამ მოუწია ლაფში ტანკის კაუჭებზე ბაგირები, რომ ჩაება. საბედნიეროდ ტანკის ამოყვანა მოხერხდა.

უკრაინელი მებრძოლი დავალების შესრულების შემდეგ.

image
რუსთაველზე "მოტასავე" დემონსტრანტებო, ასე რამ გამოგაჩლუნგათ, რომ ეროვნულ დროშაზე მაღლა ევროკავშირის დროშა გაქვთ მიბმული?
ჯერ სამშობლო და მერე სხვა დანარჩენი-ამ მეთოდით გაზრდილი ახალგაზრდობა გადაარჩენს საქართველოს და არა პოპულისტური მიზნით "სლავა უკრაინეს" მოღრიალე მასა.

მთლიანად უკრაინული რესურსებით აწყობილი დრონით განადგურებული რუსული ტ72.
დასანანია, რომ დასავლეთის მიერ პროვოცირებულ ომში ძმები ერთმანეთს ხოცავენ.

image
ერის სირცხვილია ეს კადრი, ეროვნულ დროშაზე მაღლა რატომ და როგორ უნდა იყოს ევროკავშირის დროშა?

image
ბათუმის უნივერსიტეტის ეზოში კი შოთა რუსთაველის ბიუსტს ეროვნულ დროშასთან ერთად ევროკავშირის დროშა შემოახვიეს კისერზე.
მატრაკვეცობა და მეტი არაფერი. ჯერ სამშობლოს სიყვარული ასე არ გამოიხატება და მეორე-"სლავა უკრაინეს" ყვირილით ხმაჩახლეჩილებიდან რომელი ერთი მიხვედით უკრაინაში არა დაქირავებულ მებრძოლად, არამედ მოხალისედ ჩასული და დაღუპული მებრძოლების ოჯახებში და მოიკითხეთ, რა უჭირთ ან რა ულხინთ?
დაფინანსებული "ურაპატრიოტები" ვერასდროს მოვლენ საქართველოს ხელისუფლებაში, თქვენ ხომ ეტრფით დასავლეთს? სწორედ დასავლური კანონებით დაისჯებით ნებისმიერი, რომელიც სახელმწიფოს წარმომადგენელზე ხელს აწევს, სახელმწიფო კანონებს დაარღვევს და სახელმწიფოს წინააღმდეგ მავნებლურ საქმიანობაში ჩაერთვება ფულის სანაცვლოდ, საუბარია რიგ არასამთავრობო ორგანიზაციებზე.



0
194
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
194