საქართველო
"ეს სამარცხვინოც უნდა დასანქცირდეს"- ვისზე საუბრობს თამარ ჩერგოლეიშვილი
დღეს, 14:03

"ფედერალისტების" ერთ - ერთი დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, გიორგი შალუტაშვილის მიერ სტუდენტებისთვის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში მოკლე სტატუსით ეხმაურება და მას "სამარცხვინოს" უწოდებს, რომელიც მისი აზრით, ასევე უნდა დასანქცირდეს:
"ჩემი აზრით ეს სამარცხვინოც უნდა დასანქცირდეს."- წერს "ტაბულას" დამფუძნებელი სოციალურ ქსელში.
"ეთიკის კომისიის წერილში არის 10-მდე პუნქტი, რომლის საფუძველზეც სტუდენტებს სტატუსი შეუწყდათ, მაგრამ ეს არის იურიდიული პროცედურის მხოლოდ დასაწყისი", - ამის შესახებ თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი შალუტაშვილმა განაცხადა.
შალუტაშვილის თქმით, სტუდენტებს აქვთ უფლება გაასაჩივრონ გადაწყვეტილება სასამართლოში ან მიმართონ მას და შესაბამისად, მოხდეს გადაწყვეტილების გადახევდა. თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მზაობას გამოთქვამს დიალოგისთვის.