სხვა
შუა საუკუნეების დროინდელი 5 შოკისმომგვრელი ფაქტი, რომელიც დღეს უკვე სრულ აბსურდად მოგეჩვენებათ
გუშინ, 11:34

ყოველდღიურ ცხოვრებაში უამრავ ისეთ ნივთს ვიყენებთ, რომელმაც ჩვენამდე ანტიკური ცივილიზაციიდან მოაღწია, თუმცა გარდა სასარგებლო გამოგონებებისა შუა საუკუნეები სავსე იყო უცნაური ტრადიციებითა და შოკისმომგვრელი ფაქტებით, რომლებიც თავისი აბსურდულობით თანამედროვე ადამიანსაც კი შოკში აგდებს.
ვიკინგების ოჯახში პასუხიმგებელი პირი ცოლი იყო
ვიკინგების ოჯახში ყველა ძირითად გადაწყვეტილებას სწორედ ქალები იღებდნენ, და ეს გასაკვირი არც არის, ვინაიდან იმ დროს მამაკაცები ხშირად სახლში არ იყვნენ, ხოლო ბევრი მათგანი ლაშქრობიდან უკან საერთოდ ვერც კი ბრუნდებოდა და ბევრი ქალი ქვრივდებოდა. ასე რომ, მშვენიერი სქესის წარმომადგენლებს მამაკაცური მოვალეობების საკუთარ თავზე აღება იძულებით უწევდათ.
ძველრომაული კონტრაცეფცია

რომაელები მრავალშვილიანობის წინააღმდეგნი იყვნენ, ამიტომ ისინი კონტრაცეფციის სახით საკმაოდ უცნაურ მეთოდებს იყენებდნენ, მაგალითად, მამაკაცებს საკუთარ "ღირსებაზე" ღვიის წვენის წასმას, ქალებს კი ობობის ტილოში გადახვევას და პირადი ჰიგიენისთვის მის გამოყენებას ურჩევდნენ. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, იმ პერიოდში ეს მეთოდები საკმაოდ ეფექტურად ითვლებოდა.
ცხოველების წინააღმდეგ გამართული სასამართლო პროცესები
ოდესმე გსმენიათ ცხოველების წინააღმდეგ გამართულ სასამართლო პროცესებზე? ეს შუა საუკუნეებში საკმაოდ გავრცელებულ მოვლენად ითვლებოდა. სრულიად აბსურდული სასამართლო პროცესების "შესანიშნავი" მაგალითია 1474 წელს გამართული მამლის სასამართლო პროცესი და დელფინების წინააღმდეგ გამართული სხდომა მარსელში.
მაფურთხებელთა არსებობა
იცით, ადრე მაფურთხებელთა პროფესია რომ არსებობდა? ძველ რუსეთში ესენი იყვნენ ცალკეული ტიპის მუშები, რომლებიც თალგამის თესლს აფურთხებდნენ, რომელიც შემდგომ სხვადასხვა კერძებში გამოიყენებოდა. წარმოიდგინეთ, რომ ერთი კილოგრამი თალგამი მილიონზე მეტ წვრილ თესლს შეიცავდა და ამ მძიმე და ძვირადღირებულ საქმეს სწორედ მაფურთხებლები ასრულებდნენ.
შუა საუკუნეებში საცვლებს მხოლოდ მამაკაცები ატარებდნენ
ფუმფულა კაბებსა და კორსეტებში გამოწყობილი ქალბატონების ნახვისას ისეთ შტაბეჭდილება იქმნება, რომ თითქოს ყველა ქალი საცვლებს ატარებდა, თუმცა არა, მდიდარი ქალებიც კი იშვიათად ატარებდნენ გარდერობის ამ შეუცვლელ ბზისურ ელემენტს. საცვლები და შარვალი ექსკლუზიურად მხოლოდ მამაკაცების სამოსის შემადგენელი ნაწილი იყო, ამიტომ ცოტა ქალს თუ ჰქონდა სურვილი მისი შეძენის.