შოუბიზნესი ერთმანეთის საყვარლები ვარსკვლავურ წყვილებში - იცოდით? 18 მარტი, 11:11 ყველა ჩვენგანი ცვლილებებისა და კატაკლიზმების ეპოქაში ცხოვრობს. ზოგჯერ ძნელია აირჩიო სწორი მიმართულება და გაარკვიო, ვინ არის მართალი და ვინ მტყუანი. ზოგჯერ სამართალი ყველას და ყველაფერს აყენებს თავის ადგილას, თუმცა ჩვენს დროში ძნელია იპოვო სამართალი და სამართლიანი. შესაძლოა პარადოქსულად ჟღერდეს, თუმცა უმჯობესია ცუდ მოვლენებს უმზირო შორიდან და თავს თავად არ დაგვატყდეს, რადგან შორიდან უკეთ ჩანს, ვინ არის ხაფანგში, ვინ სჩადის ფასდაუდებელ სიკეთეს და ინიციატივას იჩენს, დატოვოს წვლილი ისტორიაში, რომელიც თაობებს გადაეცემა.
![]() მოგეხსენებათ, რომ შოუბიზნესი არის "ცნობილების" კომერციული საესტრადო გამოსვლა, რომელიც წარმოადგენს ღონისძიების ორგანიზატორთა შემოსავლის წყაროს და დღეს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანას აქვს ის. შუბიზნესის წევრები არიან ამა თუ იმ ქვეყნის ცნობილი მომღერლები, მსახიობები, მოდელები და ა.შ, რომლებიც მუდამ ყურადღების ცენტრში არიან, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი მოქალაქეები. ისინი ასევე ხვდებიან ყვითელი პრესის ფურცლებსა და ჭორების ქარ-ცეცხლში. რა თქმა უნდა არიან ცნობილები, რომლებიც პრესისა და ტელევიზიებისგან იზოლირებულად ცხოვრობენ, თუმცა მათი განსაზღვრული ნაწილი დღემდე აქტიურად იკავებს "ყველაზე სექსუალური"-ს სტატუსსა და სკანდალებით იწევს რეიტინგს. პაპარაცებისა და ჟურნალისტების თვალს მიღმა ხომ არაფერი რჩება, აქტიურად იქექებიან ჩვენი ცნობილების პირად ცხოვრებასა და ქორწინება-განქორწინების საკითხშიც, რომელიც ჩვენს ცნობილებს (უმეტეს მათგანს) კარიერაზე ნაკლებად ადარდებთ. არის ვარსკვლავური წყვილები, რომელთა დაშორება საზოგადოებამ გულწრფელად განიცადა, თუმცა არიან ისეთები, რომლებიც დღემდე უცნობია უმეტესი თქვენგანისთვის და ალბათ არც გქონდათ წარმოდგენა, რომ ოდესღაც ისინი ერთად იყვნენ. ერთმანეთის საყვარლები ვარსკვლავურ წყვილებში - იცოდით?1. რაიან გოსლინგი და სანდრა ბალოკი. ისინი ერთმანეთს 2002-2003 წლებში ხვდებოდნენ. ![]() 2. კაილი მინოუგი და ლენი კრავი(ტს)ცი. ისინი ერთმანეთს 1991 წელს ხვდებოდნენ. ![]() 3. ნატალი პორტმანი და გაელ გარსია ბერნალი. ისინი ერთმანეთს 2003-2004 წლებში ხვდებოდნენ. ![]() 4. ტაირა ბენკსი და უილ სმიტი. ისინი ერთმანეთს 1993-1994 წლებში ხვდებოდნენ. ![]() 5. მეთიუ მაკკონაჰი და ჯანეტ ჯექსონი. ისინი ერთმანეთს 2002 წელს ხვდებოდნენ. ![]() 6. ტომ კრუზი და სოფია ვერგარა. ისინი ერთმანეთს 2005 წელს ხვდებოდნენ. ![]() 7. პერიზ ჰილტონი და ნიკ კარტერი. (მათი შეხვედრის თარიღი, წყაროში დაკონკრეტებული არ იყო) ![]() 8. ნიკ ლაშე და კიმ კარდაშიანი. ისინი ერთმანეთს 2006 წელს ხვდებოდნენ. ![]() 9. ჯესიკა ალბა და მარკ უოლბერგი. ისინი ერთმანეთს 2003 წელს ხვდებოდნენ. ![]() 10. ორნალდო ბლუმი და ქეით ბოსვორტი. ისინი ერთმანეთს 2002-2004 წლებში ხვდებოდნენ. ![]() 11. ჰაიდი კლუმი და ენტონი კიდისი. ისინი ერთმანეთს 2002 წელს ხვდებოდნენ. ![]() 172 4-ს მოსწონს
|