x
მეტი
  • 13.03.2025
  • სტატია:140916
  • ვიდეო:351932
  • სურათი:513745
ყოველგვარი შელამაზების გარეშე: როგორ გამოიყურებიან სინამდვილეში მილიონობით ადამიანის სათაყვანებელი კერპები

image


მსოფლიო ვარსკვლავები ეკრანზეც და წითელ ხალიჩაზეც თვალისმომჭრელად ბრწყინავენ. მათი სრულყოფილებით მოხიბლული მოზარდები კი თავდავიწყებით ცდილობენ თავიანთ სათაყვანებელ კერპებს როგორმე დაემსგავსონ, თუმცა ეს უტოპიური იდეა თავიდანვე წარუმატებლობისთვის არის განწირული, ვინაიდან ვარსკვლავების სრულყოფილება დიდწილად სტილისტებისა და პლასტიკური ქირურგების დამსახურებაა. გახსოვდეთ, რომ სელებრითებიც ისეთივე ადამიანები არიან როგორც ჩვენ, ხოლო ამ სიტყვების სისწორეში რომ დარწმუნდეთ თავად ნახეთ როგორ გამოიყურებიან ისინი რეალურ ცხოვრებაში.




ნაომი კემპბელი


image


პოდიუმის დედოფალი სიმელოტის დამალვას დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა, თუმცა ბოლო რამდენიმე წელია სუპერმოდელი ამ უსიამოვნო პრობლემას აღარც კი მალავს. თმებზე ჩატარებულმა დაუსრულებელმა ექსპერიმენტებმა სკალპზე ნეგატიური ზეგავლენა იქონია, რის შედეგადაც მოდელს თმის ცვენა დაეწყო. სიმელოტის დამალვით გადაღლილი ტოპ-მოდელი პერიოდულად საზოგადოებაში უკვე პარიკის გარეშეც კი ჩნდება.




ელიზაბეტ ჰარლი


image


ჰეითერებს იმდენად სურდათ მომხიბვლელი მსახიობის გარეგნობაში რაიმე ნაკლის პოვნა რომ გამადიდებელი შუშით პედიკურიც კი შეუმოწმეს, რომელიც სელებრითს არც იმდენად იდეალურ მდგომრეობაში აღმოაჩნდა. ჰეითერები ერთხმად აღშფოთდნენ როგორ შეიძლებოდა ჰოლივუდელ ვარსკვლავს ასეთი მოუვლელი ფრჩხილები ჰქონოდა, თუმცა ჰარლის მსგავსი შინაარსის კომენტარებისთვის ყურადღება არც კი მიუქცევია.





უმა თურმანი



image


რეჟისორ კვენტინ ტარანტინოს ცნობილი ფილმის "მოკალი ბილის" წარმოუდგენლად სპორტულ და მოხდენილ ვარსკვლავს კანის მდგომარეობა და თეძოსა და დუნდულებზე გამოხატული ცელულიტი დიდი ხნის განმავლობაში აღელვებდა, თუმცა "ფორთოხლის კანის" წინააღმდეგ ბრძოლაში სელებრითს ვერაფერმა უშველა და ისიც სხეულზე მის არსებობას უბრალოდ შეეგუა. დღესდღეობით, მსახიობს კანის უსწორმასწორო ზედაპირი ყველაზე ნაკლებად ადარდებს.





ჯეისონ მომოა


image


მსახიობი თავისი ცხოვრების წესით ამტკიცებს, რომ ის ჩვეულებრივი ადამიანია და არა "აკვამენი", ამიტომ გადასაღები მოედნის მიღმა ჯეისონს შეუძლია საკუთარ თავს ზოგჯერ ჩიფსებისა და ბურგერების მირთმევის უფლებაც კი მისცეს, თუმცა ჰოლივუდის ვარსკვლავმა ყველაზე უკეთ იცის როგორ მოიყვანოს სხეული ფორმაში "გმირი - მეომრის" მომდევნო როლისთვის.








0
143
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
143