x
image
თამარ ჯინჭარაძე 1996
მსოფლიოში ყველაზე ცივი სოფელი – ოიმიაკონის წარმოუდგენელი რეალობა

image

მსოფლიოში ყველაზე ცივ დასახლებულ ადგილად ითვლება სოფელი ოიმიაკონი, რომელიც რუსეთის იაკუტიის რესპუბლიკაში მდებარეობს. სოფელი ზღვის დონიდან 741 მეტრზე, მდინარე ინდიგირკის მარცხენა სანაპიროზეა განლაგებული და მასში დაახლოებით 500 ადამიანი ცხოვრობს.


სოფლის სახელწოდება „ოიმიაკონი“ ადგილობრივ ენაზე ნიშნავს „გაუყინავ წყალს“, რაც ახლოს მდებარე ცხელი წყაროს არსებობას უკავშირდება.

მიუხედავად ამისა, ოიმიაკონი ცნობილია თავისი უკიდურესად ცივი კლიმატით. 1924 წელს აქ დაფიქსირდა რეკორდულად დაბალი ტემპერატურა -72, 2°C, რაც ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია დედამიწაზე.

image

ზამთრის პერიოდში ტემპერატურა ხშირად -50°C-ს აღწევს, ხოლო ზაფხულში შესაძლებელია +30°C-მდეც გაიზარდოს. მკაცრი კლიმატური პირობების გამო, სოფელში მცენარეული კულტურების მოყვანა რთულია, ამიტომ ადგილობრივი მოსახლეობა ძირითადად ირმებისა და ცხენების ხორცით იკვებება. სოფელში არის მხოლოდ ერთი მაღაზია, ხოლო მოსახლეობის უმრავლესობა მუშაობს ირმების მწყემსებად, მონადირეებად და მეთევზეებად.

image

ცივი კლიმატი ყოველდღიურ ცხოვრებაზეც ახდენს გავლენას. მაგალითად, ავტოკალმებში მელანი იყინება, ელემენტებისა და აკუმულატორების სიმძლავრე მცირდება, ხოლო ტრანსპორტის მფლობელები ხშირად მთელი დღის განმავლობაში ამუშავებენ მანქანებს, რათა ისინი არ გაიყინოს. ასევე, დაკრძალვის პროცესიც რთულდება, რადგან გაყინული მიწის გათხრა რამდენიმე დღეს მოითხოვს.image


მიუხედავად ამ სირთულეებისა, ოიმიაკონის მოსახლეობა აგრძელებს ცხოვრებას ამ უკიდურესად ცივ გარემოში, რაც მათ გამძლეობასა და ადაპტაციის უნარზე მეტყველებს.

0
418
1-ს მოსწონს
ავტორი:თამარ ჯინჭარაძე 1996
თამარ ჯინჭარაძე 1996
418
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0
Loading...