x
მეტი
  • 12.03.2025
  • სტატია:140881
  • ვიდეო:351932
  • სურათი:513714
"ვინც ვერ ხვდება ან ბეცია ან უბრალოდ დუპლეტი"- რას წერს თაკო ჩარკვიანი

image


პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერი, თაკო ჩარკვიანი მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ ოპოზიციასთან გამართულ კონსულტაციას, სადაც ასევე "ფედერალისტების" ერთ -ერთი დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილიც იმყოფებოდა სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტით ეხმაურება და წერს:


"ჩერგოლეიშვილ-ზურაბიშვილის ტანდემი…????????


მართლა “წინ წყალი, უკან მეწყერი “ ჰქვია ამ რეალობას…. .სამწუხაროდ…..


მომავალში ვნახოთ, ქართველი ხალხის გონიერების იმედი მაქვს, 30 წლის ნათაღლითარებს მოიცილებს უთუოდ !✌️

ჩერგოლეიშვილ - ზურაბიშვილის პოლიტ ტანდემს ვინც ვერ ხვდება რა არის, ან პოლიტიკურად ბეცია ან უბრალოდ დუპლეტი, შუა არ არსებობს.

ჰაიტ თქვე "ფედერალისტებო თქვენა"????" - ვკითხულობთ თაკო ჩარკვიანის პოსტში.


შეგახსნებთ, რომ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციასთან კონსულტაციები გამართა, სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წევრებს შორის იყო ასევე თამარ ჩერგოლეიშვილიც.


შეხვედრის დასრულების შემდეგ როგორც ცნობილი გახდა, 31 მარტს საქართველოს დამოუკიდებლობის რეფერენდუმის დღეს, ოპოზიცია აქციას გამართავს. ოპოზიციის წარმომადგენლებმა „საერთო წინააღმდეგობის ფრონტის“ შექმნაზეც ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ საზოგადოების დაკვეთა მაქსიმალური გაერთიანებაა.





0
167
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
167