x
მეტი
  • 12.03.2025
  • სტატია:140881
  • ვიდეო:351932
  • სურათი:513714
ათასობით ჩინელი სტუმრობს ტაძარს,რათა მათ კატამ თათი შეაგებოს
imageჩინეთში ტურისტული მარშრუტის მთავარი გმირი კატა გახდა, რომელიც ტაძართან ზის და გაწვდილ ხელის გულს სანაცვლოდ თათს აგებებს . ათასობით ჩინელი მიდის კატასთან და სჯერათ, რომ მისგან ხელზე დატყმით მათ წარმატებას მოუტანს მთელი წლის განმავლობაში. რატომ? იმიტომ, რომ ჩინელებს სწამთ ნიშნების, რომლებიც ჰპირდებიან სიმდიდრეს, იღბალს და კარგ ბედს.


სუჟოუში, სიუანის ტაძარში მეგობრულ კატას უწოდეს "კატა -მომე თათი" იმის გამო, რომ ყველა მნახველის ხელს თათს აგებებს მისალმების ნიშნად.

image

თავად სიუანის ტაძარი გახლავთ კულტურული ღირსშესანიშნაობა, რომელიც ცნობილია თავისი ბაღებითა და ტრადიციული ბუდისტური არქიტექტურით, რომელიც თარიღდება იუანის დინასტიით (1271–1368). თუმცა, ეს არ აიძულებს ათასობით ჩინელს, მოინახულოს ისტორიული ბუდისტური ტაძრები, არამედ მაწანწალა კატები, რომლებიც დარბიან ტაძრის მიდამოებში და მნახველები მას "კატების მოფერების სამოთხეს" უწოდებენ. შესვლის საფასური არის მხოლოდ ხუთი იუანი (ჩვენ ფულზე 2 ლარი)




კატა, რომლის სახელი არის ჯელიბინი ვერ მოიპოვებდა ასეთ პოპულარობას, კისერზე ოქროს ჯაჭვი რომ არ ეკეთოს! ის თავად არის კომუნიკაბელური, შესასვლელში უყვარს ჯდომა ქვის სვეტზე და ესალმება ყველა სტუმარს.

image

ტურისტები ტაძარში მიდიან მხოლოდ კატის გამო, იმის იმედით, რომ გაუმართლებთ და კატა თათს შეაგებებს.


ჩინურ ფოლკლორში კატები განიხილება წარმატების სიმბოლოდ და ხშირად გამოსახულია აწეული თათებით, სიმდიდრის მოსაზიდად.


„ხანდახან ნახევარი საათი უნდა დაელოდო, რომ მას ხელი შეაგებო, მაგრამ ღირს, რადგან ის კარგად კურნავს“, - თქვა ერთმა ტურისტმა, რომელიც კატას დღეში სამჯერ სტუმრობდა.


სიუანის ტაძრის თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ კატა არ არის მაწანწალა, არამედ შინ გაზრდილი, რომელიც ერთ-ერთმა სტუმარმა მოიყვანა.


მას შემდეგ რაც კატა ცნობილი გახდა, დაიწყეს სოციალური ქსელებში პირდაპირი ტრანსლაცია ტურისტების სიყვარულისა და ყურადღების მიპყრობისთვის..


1 მარტს, ზოგიერთმა ონლაინ მაყურებელმა შეამჩნია, რომ კატა ნაკლები ენთუზიაზმით აგებებდა თათს ვიზიტორებს, ხუმრობით ამბობდნენ, რომ ჯელიბინი შესაძლოა "გაიფიცა"




აუარებელი ხალხის მიწყდომის შემდეგ, კატის მომვლელი ლიუ გეგმავს გარკვეული ხნით შეწყვიტოს ჯელიბინის ტაძართან მიყვანა. მას ლოგიკურად ეშინია, რომ გადაჭარბებულმა ყურადღებამ, შეიძლება კატა დააზარალოს.

image

სიიუანის ტაძრის თანამშრომლებმა ტურისტებს ასევე ურჩიეს, არ იყიდონ კატის საკვები ახლომდებარე მაღაზიებიდან, რადგან ბევრი მათგანი არაბრენდირებული და უხარისხოა.


გასულ ზაფხულს ტაძარში რამდენიმე მაწანწალა კატა ავად გახდა და მოკვდა მას შემდეგ, რაც ვიზიტორები ასეთი უხარისხო საკვებს აძლევდნენ.

ვიდეო ნახეთ <ამ ბმულზე>

0
68
1-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
68
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0