რელიგია როგორ აიკრძალა საბჭოთა კავშირში ბიბლიის გაყიდვა და შემოტანა 11 მარტი, 12:44 ![]() ეს წიგნი, კომუნისტური პარტიის წევრების აზრით, ეწინააღმდეგებოდა მარქსიზმ-ლენინიზმის იდეებს და ამიტომ მიიჩნეოდა ანტისაბჭოთა ლიტერატურად. ალბათ, შემოტანის აკრძალვა (მაშასადამე, საზღვარგარეთიდან) უპირველეს ყოვლისა იდეოლოგიურ პარანოიას უკავშირდებოდა, ვინაიდან იგი გულისხმობდა სხვადასხვა სახის კონტაქტებს უცხოურ ორგანიზაციებთან. ასევე აკრძალული იყო ბიბლიის საცალო ვაჭრობა სსრკ-ში სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ წიგნის მაღაზიებში.( სხვა არც იყო) ![]() 1925 წელს პატრიარქ ტიხონის გარდაცვალების შემდეგ, თითქოსდა ეკლესიის დევნა თანდათან მინელდა - პრინციპში ვიღა უნდა დაეკავებინათ ან უნდა დაეხვრიტათ, ეკლესიები დაკეტილი იყო, მღვდლები ან რეპრესირებულნი იყვნენ, ან სასტიკად ნაცემები . მაგრამ, როგორც გაირკვა, ეს იყო დროებითი სიმშვიდე ქარიშხლის წინ. 1930-იანი წლების დასაწყისში, ანტიეკლესიური კამპანია განახლებული ენერგიით დაიწყო - მაგრამ ახლა ბოლშევიკებს სურდათ არა მხოლოდ ეკლესიის განადგურება, არამედ ღვთის ხსოვნის წაშლაც. ![]() მოწოდება უმალ აიტაცეს. როგორ აღინიშნავდნენ ახალ საბჭოთა დღესასწაულებს? ძალიან მარტივად - ღამის ჩირაღდნების მსვლელობით. "ანტირელიგიურებმა ღამის ჩირაღდნებით მოწყვეს სიმღერით მსვლელობა სოფელში და დინამიკები დაალაგეს ეკლესიის მახლობლად, რათა მრევლისთის შეურაცხყოფა მიეყენებინათ"....რკინიგზის სადგურზე ეპისკოპოსი ამბროსი თმებით ითრიეს..უნდა ველოდოთ ახალ უბედურებას". შემდეგ იყო უარი თქმა ქრისტიანული სახელებზე და ბავშვებისთვის ახალი, „კომუნისტური“ სახელები უნდა დაერქმიათ. უფრო დამაჯერებელი რომ ყოფილიყო, ყოფილ ტაძრებში კითხულობდნენ ლექციებს რელიგიის მავნებლობის შესახებ. თუმცა, მხოლოდ მართლმადიდებლური ეკლესიები არ დაზარალდნენ. პირველი დარტყმა, იაროსლავსკიმ სინაგოგებს მიაყენა.ბელორუსიაში კი ყველა კათოლიკური ეკლესია დაიხურა. რა თქმა უნდა არც ქართველი ბოლშევიკები იყვნენ გამონაკლისი. 1930 წელს თბილისში ანტირელიგიურ მუშათა უნივერსიტეტი გაიხსნა. სიტყვა „უღმერთო“ ყველაზე პოპულარულ სიტყვად იქცა. აგიტაციის და ცილისწამების მძლავრმა მანქანამ კი ამოქმედება დაიწყო. ბოლშევიკებმა და კომკავშირელმა აქტივისტებმა "მუკ"-ის აქტიური დახმარებით, ათეიზმის დანერგვის მიზნით დახურეს და დაანგრიეს ასობით ეკლესია, ამ წლების განმავლობაში საქართველოში 1500-ზე მეტი ეკლესია -მონასტერი იქნა დანგრეული! შეურაცხყოფდნენ, ამტვრევდნენ და წვავდნენ ხატებს, იარაღს ესროდნენ ეკლესიის გუმბათზე აღმართულ ჯვრებს, ტაძრებში ხსნიდნენ მკრეხელურ დაწესებულებებს, ცილისმწამებლური საჩივრების გამო სიკვდილით სჯიდნენ, აპატიმრებდნენ და შორეულ გადასახლებაში აგზავნიდნენ სამღვდელოების საუკეთესო წარმომადგენლებს, ზოგს კი, ცოტა მერყევებს, აშანტაჟებდნენ "ავერბოვკებდნენ"და თავიანთ სამსახურში იყენებდნენ.ამის გამო ზოგმა უარიც კი განაცხადა ღვთისმსახურებაზე. ![]() მაგრამ, მიუხედავად უღმერთოების ყველა მცდელობისა, მოქალაქეები არ ჩქარობდნენ მათ მიბაძვას. უფრო მეტიც, დევნაზე პასუხი იყო სასწაულებრივი „განახლებების“ ტალღა - მოქალაქეებს სჯეროდათ, რომ ეკლესიის გუმბათებზე და ხატები მისტიურად „განახლებადი“. ხდებოდა.მკვეთრად გაიზარდა სექტანტებისა და სხვადასხვა ძველი მორწმუნე თემის წევრთა რაოდენობა. შემდეგ კი ხელისუფლებამ გადაწყვიტა გამანადგურებელი დარტყმა მიეყენებინა: ბიბლია აიკრძალა, შობა აიკრძალა, კალენდარი შეიცვალა - ჩვეულებრივი კვირების ნაცვლად შემოიღეს "ხუთდღიანი კვირა", რამაც შეუძლებელი გახადა ყველაზე მნიშვნელოვანი საეკლესიო დღესასწაულების დროის გამოთვლა. 74 3-ს მოსწონს
|