სხვა რუსული სოფლების რეალობა: როგორ გადარჩე XXI საუკუნეში შუა საუკუნეების პირობებში 11 მარტი, 11:20
ციფრები, რომლებიც მეტყველებენსტატისტიკის მიხედვით, რუსეთში 150, 000-ზე მეტი სოფელია, მაგრამ მათგან თითქმის 20, 000 მთლიანად დაცარიელდა. ინფრასტრუქტურა იმდენად "განვითარებულია", რომ ზოგიერთი სოფლისკენ მიმავალი გზა წელიწადში მხოლოდ ერთ სეზონზეა მისადგომი – ზამთარში, როცა მდინარე გაიყინება და ტრაქტორით გადაცოცება შესაძლებელია. ცენტრალური გათბობა? არ გაგვიგია! ოფიციალური მონაცემებით, რუსეთის სოფლების დაახლოებით 30%-ს არ აქვს გაზიფიცირება. ეს კი იმის მიუხედავად, რომ ქვეყანა მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი გაზის მომპოვებელია. მოსახლეობა შეშაზეა დამოკიდებული, რომელიც ზოგჯერ იმდენად ძვირი ღირს, რომ ალტერნატივად საკუთარი ავეჯის დაწვა რჩება.![]() ტრანსპორტი და გზა - ლეგენდა თუ რეალობა?რუსული სოფლები სავსეა "გზებით", რომელთა არსებობა მხოლოდ რუკაზეა დატანილი. წვიმის შემდეგ ისინი ტბებად იქცევიან, ხოლო ზამთარში – ყინულის მოედნებად. სამედიცინო დახმარების მანქანა? თოვლიან სეზონზე ექიმი შეიძლება მხოლოდ ცხენით მოვიდეს, ხოლო ზაფხულში – საერთოდ ვერ მოვიდეს. "თუ ავად გახდები, უმჯობესია, თავად მოინდომო გამოჯანმრთელება" – ხუმრობენ ადგილობრივები.![]() განათლება და სამედიცინო დახმარებასკოლების და საავადმყოფოების დახურვის ტემპი შთამბეჭდავია: ბოლო 20 წელში ათასობით სასწავლო და სამედიცინო დაწესებულება დაიხურა. ბავშვები ხშირად კილომეტრებს გადიან ფეხით სკოლამდე, ხოლო სასწრაფო დახმარება შეიძლება რამდენიმე საათში თუ ჩააღწევს.რუსეთის ხელისუფლება რეგულარულად აცხადებს "სოფლის განვითარების პროგრამებზე", თუმცა, როგორც ჩანს, ეს პროექტები ისეთივე აბსტრაქტულია, როგორც გზები, რომლებიც რუკაზე არსებობს, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში – არა. მოსახლეობა კი, რომელიც ჯერ კიდევ არ გადასულა ქალაქებში, ცდილობს გადარჩეს იმ პირობებში, სადაც გზა, გაზი და ელემენტარული კომფორტი მითებად და ლეგენდებად რჩება. ![]() ![]() 377 1-ს მოსწონს
|