ფსიქოლოგია 7 პროფესია, რომელიც ფსიქიკას ანგრევს გუშინ, 12:41 ფსიქოლოგია არის მეცნიერება ადამიანის ფსიქიკურ კანონზომიერებათა შესახებ. მისი ინტერესის საგანი არა მარტო ფსიქიკური აქტივობებია, არამედ ადამიანი, როგორც მთლიანი პიროვნება, მისი ქცევის გაგება.
ტერმინი ფსიქოლოგია მომდინარეობს ბერძნული სიტყვებიდან ფსიქე (რაც სულს ნიშნავს) და ლოგოს (მოძღვრება). ბერძნები ამ ტერმინით განსაზღვრავდნენ იმას, რაც განაპირობებს ადამიანურ საქციელს. ![]() მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში აქტუალური გახდა ფსიქოლოგიის დამოუკიდებელ მეცნიერებად დამკვიდრება. ამაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის გერმანელ მეცნიერ-ფიზიოლოგს ვილჰელმ ვუნდტს, რომელმაც 1887 წელს ლაიფციგში დააარსა პირველი ფსიქოლოგიური ლაბორატორია. მას სურდა შეესწავლა შეგრძნების და აღქმის ძირითადი პროცესები და მარტივი ფსიქიკური პროცესების სიჩქარე. იგი მარტივი ფსიქიკური პროცესების კვლევით ცდილობდა გამოეყო და დაეხასიათებინა რთული ფსიქიკური მოვლენების შემადგენელი ელემენტები. ![]() 5 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ახდენდნენ დაკვირვებებს ადამიანის ფსიქიკაზე მათი პროფესიებიდან გამომდინარე და ნათელი გახდა, რომ ფაქტობრივად პროფესია ახდენს ადამიანის ხასიათზე უდიდეს გავლენას. პროფესიის უმეტესი ნაწილი კი უარყოფითად მოქმედებს როგორც ადამიანის ხასიათზე, ასევე მის ფსიქიკაზე. 7 პროფესია, რომელიც ანგრევს ფსიქიკას1. იურისტი. ![]() როგორც წესი, ამ პროფესიას ძირითადად მკაცრი და "ჰიპოხონდრიკი" ადამიანი ირჩევს. თუმცა გარდა საქმისა, ისინი ცხოვრებაში და პირად ურთიერთობაშიც ხშირად "ნორმალური" ადამიანებიდან პირქუშ, ჩაკეტილ და შეიძლება ითქვას, რომ ცუდ ადამიანებად იქცევიან. 2. ბუღალტერი. ![]() ეს არის პროფესია- "დიაგნოზი". ბუღალტრების უმეტესი ნაწილი, იმდენად ხდება დამოკიდებული და შეყვარებული საკუთარ პროფესიაზე, რომ რიცხვების სიყვარული მათ იმიჯზე მეტყველებს, ხოლო თვითონ პიროვნებასთან ურთიერთობა ძალიან მოსაწყენი ხდება. ამიტომ, ბუღალტრებმა ასეთი ხვედრის თავიდან აცილების მიზნით, პერიოდულად უნდა მოახდინონ საბუთებიდან თავის აღება და განტვირთვა საზოგადოებასთან. 3. ექიმი. ![]() ეხება ისეთ ექიმებს, რომელთა პრაქტიკაში სისტემატიურად აქვს ადგილი სერიოზულ ავადმყოფებსა და სიკვდილიანობას. ხშირად ცინიზმი და გულგრილობა პაციენტების მიმართ მათი მხრიდან სტრესისგან დასაცავი ფსიქოლოგიური მომენტია. ამიტომ, ფსიქოლოგები ასეთ ექიმებს ურჩევენ, რომ ხშირად დაცალონ ემოციები მეგობრებთან, ახლობლებთან, იზრუნონ ოჯახურ და შიდა პრობლემებზე. 4. სამხედრო მოსამსახურე. ![]() როგორც ცნობილია, სამხედრო სამსახურში მყოფი პირები მკაცრ დისციპლინაში იმყოფებიან. შეიძლება ისიც ითქვას, რომ მათ "შლიან და აწყობენ" გონებრივად, რაც დიდ გავლენას ახდენს მათ ფსიქიკაზე და ხშირად ეს პიროვნებები დიქტატორებად ყალიბდებიან და საბოლოოდ პიროვნულ დეფორმაციას განიცდიან. 5. ჟურნალისტი. ![]() ასეთ პროფესიას ძირითადად ირჩევს მოკრძალებული, ცნობისმოყვარე ადამიანი, რომელსაც ურჩევნია ყოველთვის თავის ჩრდილში ყოფნა. თუმცა, საბოლოოდ კი ამ პროფესიას კარგი არაფერი მოაქვს, ვინაიდან ადამიანი მიყავს "ეგოცენტრამდე", რასაც ხშირად პათოლოგიური აშლილობა მოჰყვება იმაზე ფიქრის გამო, რომ თურმე თავისი ცხოვრებით არ უცხოვრია. 6. პედაგოგი. ![]() პედაგოგების უმეტესი ნაწილი ამპარტავნობით, გაზვიადებული თავდაჯერებულობით გამოირჩევა, რაც ნამდვილად არ არის დამოკიდებული მათი პროფესიონალიზმის ხარისხზე. ამიტომ, ფსიქოლოგები მოგიწოდებენ პედაგოგებს, რომ თქვენი თავი ხშირად წარმოიდგინოთ მოსწავლის ადგილზე და ასევე შემწყნარებლობა და თავმდაბლობა ისწავლოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში "ეგ" კარგს არაფერს მოგიტანთ. 7. ფსიქოლოგი. ![]() პირველ რიგში იმ ადამიანს, რომელიც ირჩევს პროფესიად ფსიქოლოგობას, უნდა ესმოდეს ჯერ საკუთარი თავის და შემდეგ წარმართოს სხვისი პრობლემები, თუმცა უმეტეს შემთხვევაში ფსიქოლოგები მარტივად ხდებიან მანიპულატორები და იყენებენ სხვებს საკუთარი ეგოისტური მიზნებისათვის. 37 4-ს მოსწონს
|