x
მეტი
  • 10.03.2025
  • სტატია:140848
  • ვიდეო:351932
  • სურათი:513695
„8 წელია ამერიკაში ვარ და საკუთარ სხეულს ვაწამებ!.. ძალადობა ბავშვობიდან იწყება“ -- იუნა შაფათავა
image

.

ამერიკაში მცხოვრები ცნობილი ქართველი ინფლუენსერი და სკანდალებით ცნობილი ჟურნალისტი იუნა შაფათავა სოციალურ ქსელში საინტერესო სტატუსს აქვეყნებს და წწერს, რომ მისი სხეული სტრესს განიცდის.

.

„არ ვარ მე დილის ადამიანი, არა!
8 წელია ამერიკაში ვარ და საკუთარ სხეულს ვაწამებ, მაღვიძარაზე გაღვიძებით.
ადამიანის მაღვიძარათი გაღვიძება არის ყველაზე დიდი სადიზმი და ძალადობა და მე ამას თეორიულად და პრაქტიკაზე დავადასტურებ!
შეიძლება ადრე ადგე კვირაში 2, 3-ჯერ, მაგრამ ყოველდღე??
.
თან რომ
უნდა გავარდე სადღაც. გინდ მანქანით, გინდ ტრანსპორტით, სტრესი, სტრესი, როცა დაგვიანების შანსი არ გაქვს და საპატიო მიზეზი არ არსებობს, სამკვდრო-სასიცოცხლო ა ყველაფერი…
ჩემი კოშმარი სიზმარი არის, რომ
ჩამეძინა; უცბად მეღვიძება დილის 5-ზე ან 6-ზე და ან ვიძინებ ისევ, ან ვერ…
და, რომ
დავუკვირდეთ, ეს მაღვიძარას ძალადობა ბავშვობიდან იწყება, სკოლაში ადრე წასვლა, სხვა არაფერია, ვიდრე ძალადობა…
.
სულ რაღაც სავალდებულო დავალებები, ბოლო ვადები, ჩაბარებები…
არადა ერთადერთი ბოლო ვადა- სიკვდილია, რომელსაც წამზომი ხელში უჭირავს და მინიშნებაც არ გაქვს, როდის გაგთიშავს, გაფრთხულების გარეშე.
ნეტარ არიან უსაქმურები, არსად ეჩქარებათ, არანაირი ანგარიში არ აქვთ, ცხოვრებასთან ჩასაბარებელი, არსად ეჩქარებათ და სიკვდილსაც უმეტესწილად უსაქმურები ავიწყდება, მიჰყავს ისინი, ვისაც ცხოვრება ეჩქარება და ყველაფრის მოსწრება სურს,
“ადრეული ჩიტი იჭერს ჭიას, მაგრამ
ყველი მეორე თაგვს ერგება”.
.
რა ირონიაა, არა?
და ასე დაუსრულებლად. ძლიერი რგოლი კვალავს გზას, მის ნაფეხურებზე კი ნეტარი უსაქმურუ მიდის, სტვენა-სტვენით და იმკის, მონაგარს.
იბადება ახალი ადამიანი, ნეტარი უსასრულობიდან გამოაგდებენ 24 საათად დათვლილ რეალობაში, ასწავლიან სიარულს, ლაპარაკს, მხოლოდ კვება და ძილია ბუნებრუვი, დანარჩენს გაძალებენ, მერე გიხდიან ფულს ამ დაძალებულ ნასწავლში და ხარკს გახდევინებენ, თუ მოახერხე და დაბერდი, ან გადაგაგდებენ ან თავშესაფარში მილევ სულს, ან თუნდაც პატივით დაგმარხონ, ქვემეხებით-
ჰეი ჩიტო, ღირდა დედის ღრუდან გადმოსვლა ამად, ადამიანების სისულელით და სიხარბით დაბინძურებულ უსასრულობის კუნძულზე, სახელად დედამიწა..?
.
იმედია, მაღვიძარიანი ძალადობის გარდა, როცა დილის და მზის ამოსვლის სილამაზეს ვერ არჩევ, სიკვდილისკენ მიმავალი მუდმივი სირბილის წრედში, არსებობს უსასრულობის სხვა რეალობები, უკიდეგანო, ლამაზი სიზნრების, ჩემნაირი ნეტარი მეოცნებეებისთვის.
☁️
ps სან დიეგოში, დაღლილობისგან, ჩემმა სულმა ღამე სხეული დატოვა. მერე ეგზისტენციალიზმზე ფიქრები შემომიტევს ხოლმე.

,

ყოველდღე მაოცებს.
ასეთი და, უზარმაზარი მოტივაციაა.
ახლა ჩელენჯიო და დღეიდან ვარჯიშს მოვუმატებ, დათბა, შანსი არაა, ტენპში ვერ დავეწევი, მაგრამ მასზე სწორება უკვე ბევრს ნიშნავს; ხალხი რაღაცებს იკეთებს და ხელოვნური ინტელექტით ჩალიჩობს.
სოფიკო კი სინამდვილეში real time ასეთი არარეალურია❤️
ჩემი კვების, მენტალური განწყობის, ვარჯიშის, ცხოვრების უმთავრესი მრჩეველი და სიამაყე -- წერს იუნა შაფათავა.
,
0
220
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
220
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0