x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ძალიან მჯერა ამის..... !"- რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი

image


ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი ქართველი აქტივისტების მიერ პირადი უსაპრთოების მიზნით ქვეყნის დატოვებას პირად გვერდზე ეხმაურება და იმედს არ კარგავს რომ გამარჯვების შემთხვევაში ყველა მათგანი ქვეყანაში დაბრუნდება:


"გაუმარჯოს ვინც იბრძოდა და წავიდა. გაგვიმარჯოს ვინც დავრჩით! და მივხედოთ საქმეს. არ გეგონოთ ბევრი დრო გვაქვს. გავიმარჯვებთ სახელოვნად და ყველა დაბრუნდება. ძალიან მჯერა ამის მე!"- წერს ჟურნალისტი სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ 19 წლის სამოქალაქო აქტივისტმა, სანდრო ქინქლაძემ საქართველო დატოვა. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ვერ გა­უძ­ლო წნეხს, რო­მე­ლიც მისი და მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბის მი­მართ ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და და ქვე­ყა­ნა მე­უღ­ლეს­თან ერ­თად და­ტო­ვა.

ქვეყანა დატოვა ასევე ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმაც. როგორც რამიშვილი "ფორმულასთან" ინტერვიუში აცხადებდა, მას ერთ-ერთ საქმეზე ციხით დაემუქრნენ. საუბარია სამოქალაქო დავაზე, რომელიც რამიშვილის მიერ, 2019 წელს შეძენილ ბინას ეხება, რომელიც ჩამოართვეს და საქმეში დევს დოკუმენტი, სადაც გამოძიება ამტკიცებს, რომ ხელმოწერა გაყალბებულია. რამიშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ აპირებს ადვოკატთა იმ ჯგუფის განადგურებას, რომელიც აქციებზე დადის და იმ ადამიანების უფლებებს იცავს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვას ითხოვენ.

ქვეყანა ასევე "თანაინვესტირების ფონდის" ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი ბაჩიაშვილმაც დატოვა. გიორგი ბაჩიაშვილი ივანიშივლის მხილების ახალ სერიას საზღვაგრეთიდან აანონებს. ირკვევა, რომ უკვე გატანილია და უსაფრთხოდაა შენახული მტკიცებულებები იმის შესახებ, როგორ გასცემდა უკანონო დავალებებს ვითომ პოლიტიკიდან წასული ივანიშილი. ბაჩიაშვილის თქმით, მისი წასვლა არა დანებება, არამედ გააზრებული და სტრატეგიული ნაბიჯია. მისივე თქმით, ამ ბრძოლაში მისი გარეთ ყოფნა გაცილებით უფრო სარგებლიანი იქნება.







0
94
1-ს არ მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
94