x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
სილამაზის დედოფალი ქმარზე ძალადობის გამო დააკავეს
image

ყოფილი "მის ავსტრალია" კეტრინ იზობელ ჰეი(Kathryn Isobel Hay) ქმრის მიმართ ძალადობაში დამნაშავედ სცნეს.


ავსტრალიის სასამართლომ სილამაზის დედოფალი, რომელიც ცხრა წლის განმავლობაში ქმარზე ძალადობდა, დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ 9 News იუწყება.

image


49 წლის კეტრინ იზობელ ჰეი, შტატი ტასმანიიდან, სასამართლოს წინაშე წარსდგა. ქალი მთელ ქვეყანაში ცნობილი გახდა 1999 წელს, როდესაც მოიგო ჯერ "მის ტასმანია", შემდეგ კი "მის ავსტრალია".


იგი ასევე იყო დეპუტატი ლეიბორისტული პარტიიდან ტასმანიის შტატის პარლამენტში 2002 წლიდან 2009 წლამდე.

image

იმავე წელს ჰეიმ გააჩაღა რომანი ტროი შეინ რიჩარდსონთან და 2012 წელს ისინი დაქორწინდნენ.

მამაკაცის თქმით, ყოფილმა სილამაზის დედოფალმა მისი შეურაცხყოფა და ცემა 2013 წლიდან, მეორე შვილის გაჩენისთანავე დაიწყო. როცა მარტო რჩებოდნენ, ჰეი ხშირად ამცირებდა მას, ემუქრებოდა და ძალას იყენებდა მის წინააღმდეგ. ერთხელ მან შვრიის ფაფიანი თეფში სახეში ესროლა. სხვა შემთხვევაში, ქალმა ქმარს ფეხსაცმლით სცემა.

2020 წელს რიჩარდსონი იძულებული გახდა დიდი ხნის განმავლობაში მზის სათვალე ეტარებინა, რადგან ცემის შემდეგ თვალი დაულილავა. გარდა ამისა, ის ქმარს საჯაროდ ამცირებდა, რის გამოც მამაკაცი დეპრესიაში ჩავარდა.


წყვილი 2022 წელს დაშორდა, რის შემდეგაც რიჩარდსონმა სასამართლოს მიმართა. თავდაპირველად ჰეი ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ არასოდეს ძალადობდა ქმრის მიმართ, პირიქით, ამტკიცებდა, რომ მსხვერპლი იყო.

image

5 მარტს მან ნაწილობრივ აღიარა დანაშაული. ჰეიმ დაადასტურა, რომ „შეიძლება უხამსს სიტყვებს იყენებდა, რადგან მათი ურთიერთობა სულ უფრო ტოქსიკური ხდებოდა“. სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო უმეტეს ბრალდებებში.

ჰეის ამჟამად გირაო აქვს გადახდილი და თავისუფალია. თუ რა სასჯელს გამოუტანენ, 17 აპრილს სასამართლო სხდომის შემდეგ გახდება ცნობილი.

0
183
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
183
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0
Loading...