x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ცალკე გასულა და პარტიას აფუძნებს. წარმატებებს ვუსურვებ."- რა ინფორმაციას ავრცელებს თამარ ჩერგოლეიშვილი

image


"ფედერალისტების" ერთ - ერთი დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი ლევან ცუცქირიძის მიერ დაფუძნებული პოლიტიკური მოძრაობის - "თავისუფლების მოედნის" პარტიად ჩამოყალიბებას და "ძლიერი საქართველოს" კოალიციიდან გასვლას პირად გვერდზე ეხმაურება და ახლადჩამოყალიბებულ პარტიას წარმატებებს უსურვებს:


"მოედანი ცალკე გასულა და პარტიას აფუძნებს.


წარმატებებს ვუსურვებ.


ეგებ მამუკა ხაზარაძეც დაგვეხსნას ამ ოთხბარიერგადალახულიპარტიით, ნუღა გვაწუხებს:



1. შეეგუოს, რომ ჩაუვარდა ინვესტიცია.


2. შეეგუოს, რომ პოლიტიკური ბანკროტია და ვერც იმას აერთიანებს, ვისაც ფული ახარჯა.


3. შეწყვიტოს ოპოზიციაში კუდიანების ძიება და ცილისმწამებლური კამპანიები ოპოზიციური პარტიების მიმართ


4. გაიაზროს, რომ თან ერთიანობას ითხოვდე და თან ვისაც ერთიანობას თხოვ, რუსულ პროექტად რაცხავდე, თავად აყენებს უხერხულ მდგომარეობაში."- წერს "ტაბულას" დამფუძნებელი სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ პოლიტიკური მოძრაობა "თავისუფლების მოედანი" პარტიად ჩამოყალიბდა. როგორც პარტიის ლიდერმა ლევან ცუცქირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, "თავისუფლების მოედნის" მიერ შექმნილი პოლიტიკური გაერთიანება იქნება "ჭეშმარიტად თანამედროვე, დემოკრატიული პოლიტიკური პარტია, რომლის მიზანია სახელმწიფოს აღდგენა".


ცნობისთვის, "თავისუფლების მოედანი", როგორც მოძრაობა კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ნაწილი იყო.







0
363
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
363
Loading...