x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ანდაზებით გადმოცემული იაპონური სიბრძნე

იაპონური კულტურა – ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი კულტურაა პლანეტაზე. ის, თავისი სიღრმით და ორიგინალურობით, ყველას აოცებს. მიზეზი კი, ის არის, რომ პოლიტიკური და გეოგრაფიული თავისებურებების გამო, დიდი ხნის მანძილზე, იაპონია, გარე სამყაროსგან, იზოლირებული იყო.
ამას გარდა, ბუნებრივმა მოვლენებმა, კერძოდ, ხშირმა მიწისძვრებმა და ტაიფუნებმა, გავლენა მოახდინა იაპონელების დამოკიდებულებზე ბუნების მიმართ – ისინი მას, ცოცხალ არსებად მიიჩნევენ.

იაპონელები თაყვანს სცემენ ბუნების წამიერ სილამაზეს, ცდილობენ იცხოვრონ მასთან ჰარმონიაში და პატივი სცენ მის სიდიადეს. ჰარმონია ბუნებასთან, ელეგანტური უბრალოება, თავშეკავება და დახვეწილი გემოვნება, დღესაც, როგორც მრავალი საუკუნის წინ – ხალხის ფილოსოფიის მთავარი პოსტულატია... ასე, რომ, მათგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება.


image


იაპონური კულტურის სიბრძნე ხალხურ ანდაზებში:


თუ პრობლემის მოგვარება შესაძლებელია, მაშინ მასზე ნერვიულობა საჭირო არ არის... და თუ მოგვარება არ შეიძლება, ნერვიულობას აზრი არა აქვს.


დაფიქრდი და ისე გადაწყვიტე, თუ გადაწყვიტე — აღარ იფიქრო.


წამსვლელი არ შეაჩერო, მოსულს — ნუ გააგდებ.


ზღვა იმიტომ არის დიდი, რომ პატარა მდინარეებზეც არ ამბობს უარს.


ერთ კეთილ სიტყვას, ზამთრის სამი თვის გათბობა შეუძლია.


ყოველთვის დაუთმეთ გზა გიჟებს და სულელებს.


სწრაფად — ნელა არის, შესვენების გარეშე.


მზემ არ იცის მართალი. მზე არ იცნობს დამნაშავეებს. მზე უმიზნოდ ანათებს და ვინმეს გათბობას არ ცდილობს. ვინც საკუთარ თავს იპოვის, მზეს ემსგავსება.


შვიდჯერ შეამოწმეთ, ვიდრე ადამიანში ეჭვი შეგეპარება.


გააკეთე ყველაფერი, რაც შეგიძლია და დანარჩენი ბედს მიენდე...


სადაც ძალაა მართალი, — კანონი უძლურია.


როგორი სულიც არის 3 წლის ასაკში, ისეთია — 100 წლისაც.


თავთავი მწიფდება — თავს ხრის; ადამიანი მდიდრდება — ცხვირს იბზეკს.


უკანონოდ მოპოვებული, ხეირს არ მოგიტანს.


არ არის საკმარისი იყო ცოლი და ქმარი, უნდა გახდეთ მეგობრები და საყვარლები, რომ შემდეგ, სხვაგან არ ეძებოთ.


უბედურება თუ გეწვია — მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა გქონდეს.


ცოლ–ქმარი ხელებივით და თვალივით უნდა იყოს: როდესაც ხელი ტკივილს განიცდის — თვალები ტირიან. ხოლო, როდესაც თვალები ტირიან, — ხელები ცრემლს წმენდენ მას.


ათი ათასი ჯარისკაცის პოვნა უფრო ადვილია, ვიდრე ერთი გენერლის.


ზედმეტი ნივთი — ზედმეტი ზრუნვის საგანია.


უბრალო ადამიანების გარეშე, დიდი ადამიანები არ იარსებებდნენ.


მადლიერება, ისევე დიდ ხანს გახსოვდეს, — როგორც წყენა.


image

არხის სხვა სიახლეები:


* უცხოური ნივთები, რომელსაც სტალინი ყოველდღიურ ცხოვრებაში იყენებდა

* აღმოაჩინეს მტკიცებულება, რომლის მიხედვით, აღმოსავლეთის და დასავლეთის ცივილიზაციებს შორის კავშირი "აბრეშუმის გზამდე" იყო

* ეგონა, ლეკვი გადაარჩინა, მაგრამ სულ სხვა ცხოველი აღმოჩნდა

* რომელი ვიტამინი უწყობს ხელს წონაში კლებას და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას?



0
153
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
153
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0
Loading...