ქალი და მამაკაცი საქართველოში გაიქცა და ახალი ოჯახი შექმნა: ცოლის მკვლელი 23 წლის შემდეგ დააკავეს 7 მარტი, 16:14 ![]() მოკლული ქალის ახლობლების თქმით, 90-იან წლებში ირინამ მეორედ გათხოვება გადაწყვიტა. გიორგი გახდა მისი რჩეული. მამაკაცი ქალზე ექვსი წლით უმცროსი იყო და ფეთქებადი ტემპერამენტით გამოირჩეოდა. ოჯახში მუდმივად კოფლიქტები იყო. მაგრამ, ამის მიუხედავად, ირინამ არ მიატოვა ქმარი და გადაწყვიტა დედა მესამედ გამხდარიყო. მას უკვე ჰყავდა შვილები პირველი ქორწინებიდან. მაგრამ შვილის დაბადებამ გიორგიზე არ იმოქმედა: ის აგრძელებდა ოჯახში დებოშს და ცოლზე ფიზიკურ ძალადობას. 90-იანი წლების ბოლოს ირინამ საბოლოოდ განქორწინება გადაწყვიტა. ტაგანროგის მახლობლად მდებარე სოფლიდან იგი რეგიონის სამხრეთ-აღმოსავლეთით გადავიდა. საცხოვრებლის შეცვლით, ქალს ალბათ იმედი ჰქონდა, რომ ორლოვსკის რაიონში ცხოვრებას ნულიდან დაიწყებდა. მან იქ იშოვა სამსახური, სოციალური მუშაკად მოეწყო და ეხმარებოდა მოხუცებს სამეურნეო საქმეებში. ისევ ერთად ამ დროისთვის უფროსი ვაჟი უკვე გაიზარდა და ჯარში გაიწვიეს. როცა ეგონა, რომ ცხოვრება ასე თუ ისე აეწყო, ამ დროს გიორგი ჰორიზონტზე ისევ გამოჩნდა. ყოფილმა ქმარმა ყველაფერი გააკეთა ურთიერთობის აღსადგენად. - ისევ ერთად დაიწყეს ცხოვრება, ხელახლა დაქორწინებას არ ჩქარობდნენ. მაგრამ გაყრამ გიორგი ვერ გამოასწორა.-ამბობს ახლობელი. 2002 წლის იანვარში სახლში დაბრუნებულმა გიორგიმ ნახა, რომ ირინას სტუმარი ჰყავდა. კაცმა გადაწყვიტა, რომ საყვარელი იყო, თუმცა ამჯერად სკანდალი არ აუტეხია. ორიოდე თვის შემდეგ წყვილს სტუმრები ეწვივნენ. იქეიფეს.ყველას წასვლის შემდეგ, ალკოჰოლით გახურებულმა გიორგიმ დაიწყო ირინას ღალატში დადანაშაულება, საბოლოოდ სასტიკად სცემა და სახლიდან გავიდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ მამაკაცი სახლში დაბრუნდა. ცოლი საწოლზე იწვა და სუნთქვა უჭირდა. მაგრამ კაცმა სასწრაფოს გამოძახების ნაცვლად სწრაფად მოაგროვა თავისი ნივთები, კარი მიაჯახუნა და სახლიდან გავიდა. ის აღარც გამოჩენილა იმ სოფელში. ძებნას 23 წელი დასჭირდა უბედური ქალის ცხედარი რამდენიმე დღის შემდეგ მისმა ერთ-ერთმა ნათესავმა აღმოაჩინა. გიორგის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა მუხლით „დაზარალებულისთვის სიცოცხლის გაუფრთხილებლობით გამოწვეული სხეულის მძიმე დაზიანება“. ემუქრება 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა „ამავდროულად, არ შეწყვეტილა დანაშაულში მონაწილე პირის ადგილმდებარეობისა და დაკავების მიზნით მუშაობა“, - დასძინეს დეპარტამენტში.როგორც გაირკვა, გიორგი საქართველოში გაიქცა და იქ ხელმეორედ დაქორწინდა. 2024 წლის დეკემბერში მამაკაცი რუსეთის საზღვრის გადაკვეთის მცდელობისას დააკავეს. ის როსტოვის ოლქში გადაიყვანეს და დაკითხეს. - ორლოვსკის რაიონულმა პროკურატურამ 69 წლის მამაკაცის წინააღმდეგ აღძრა სისხლის სამართლის საქმე - იტყობინება როსტოვის ოლქის პროკურატურის პრესსამსახური. თუ პენსიონერი სასამართლომ დამნაშავედ სცნო, მას 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 256 2-ს მოსწონს
|