x
მეტი
  • 09.03.2025
  • სტატია:140802
  • ვიდეო:351932
  • სურათი:513652
რას აკეთებენ პლანეტის ყველაზე ლამაზი ქალები დილაობით? ამას ვერასდროს წარმოიდგენდით!

image


თქვენი გარეგნობის ერთ-ერთი მთავარი გამსაზღვრელი ფაქტორია თუ როგორ იწყება თქვენი დილა, როდის გაიღვიძეთ? რით ისაუზმეთ? რა სახის ვარჯიშები გააკეთეთ? სწორედ ეს ყოველივე განსაზღვრავს თვენს მთელ დღეს. გაღვიძებიდან პირველივე საათში ნებისყოფა და თავდაჯერებულობა პიკს აღწევს - ჩვენ შეგვიძლია თამამი გადაწყვეტილებების მიღება და ამბიციური გეგმების დასახვა მეორე დღისთვისაც კი, კარგი დღის დასაწყებად ასევე ყურადღებით დააკვირდით - დილის რომელ ჩვევებს იცავთ? მათზე ბევრია დამოკიდებული, ხოლო თუ რა ხდება პლანეტის ყველაზე სექსუალური ვარსკვლავების ცხოვრებაში მას შემდეგ რაც მათი მაღვიძარა რეკავს ამას უკვე დღევანდელი სტატიიდან შეიტყობთ.





ალესანდრა ამბროსიო


image


ლონდონი, პარიზი, ლოს-ანჯელესი თუ მისი მშობლიური ბრაზილია - მუხედავად იმისა მსოფლიოს თუ რომელ ქვეყანაში იღვიძებს სუპერმოდელი, მისი დილის რიტუალები ყველგან უცვლელია. "ვცდილობ, ჩემი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების უმეტესობა დილით მივიღო, სუფთა თავით. - ამბობს ალესანდრა. - გაღვიძების შემდეგ იოგას და პილატესს ვაკეთებ. მე არ მჭირდება საკუთარი თავის იძულება სავარჯიშოდ – ეს ჩემი ცხოვრების ნაწილია". ტოპ-მოდელის დილის სავალდებულო პროგრამა ასევე მედიტაციასაც გულისხმობს. პოდიუმის ვარსკვლავისთვის იდეალური საუზმეა - ქოქოსის ზეთში მსუბუქად შემწვარი კვერცხი ავოკადოთი და ფინჯანი ყავა!





მერლინ მონრო


image


ამერიკის სექს-სიმბოლომ, მილიონობით ქალის შურის ობიექტმა და უამრავი მამაკაცის საოცნებო ზმანებამ, მერლინ მონრომ თავისი სილამაზის რუტინა 1954 წელს მიცემულ ინტერვიუში გაამჟღავნა: "ბევრი ამბობს, რომ ძალიან უცნაური კვებითი ჩვევები მაქვს, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ. დილის შხაპის მიღებამდე ვათბობ ფინჯან რძეს, ვაგდებ შიგნით ორ უმ კვერცხს, ჩანგლით ვთქვეფ და ვსვამ, შემდეგ კი უკვე ვიტამინებს ვიღებ. მეეჭვება, ჩემნაირი მშრომელი გოგოსთვის ამაზე უფრო ყუათიანი საუზმის მოფიქრება".



ჯენიფერ ლოპესი


image


პლანეტის ერთ-ერთი ულამაზესი ქალის დილა ორი მნიშვნელოვანი მომენტისგან - ბავშვებისა და ფიტნესისგან შედგება. პოპულარულ, ამერიკულ, ყოველკვირეულ გაზეთთან ინტერვიუში ჯეი ლომ დაიჩივლა, რომ ტყუპები მას 6:15 წუთზე აღვიძებენ და საუზმის მომზადებას სთხოვენ. მშვენიერი საშუალებაა დილით გაღვიძებისთვის! რას იტყვით? სიყვარულით შესრულებული დედის როლის შემდეგ, ის სპორტდარბაზისკენ მიემართება, სადაც ერთ საათს, ზოგჯერ კი საათსა და 15 წუთს ატარებს. ლოპესის ფორმების შემხედვარე შეგვიძლია დავიჯეროთ, რომ მისი დილის რუტინა მართლაც რომ მშვენივრად მუშაობს!





ოდრი ჰეპბერნი


image


ცნობილია, რომ XX საუკუნის ულამაზეს ქალად აღიარებული ოდრი ჰეპბერნი საუზმეს არასდროს ტოვებდა. კლასიკური ვერსია "ოდრისგან" ასე გამოიყურებოდა - ორი კვერცხი და პატარა ნაჭერი ხორბლის ტოსტი. უნაკლო ფიგურის შესანარჩუნებლად კი, მსახიობი თვეში ერთხელ დეტოქსიკაციას მიმართავდა.




ჯენიფერ ენისტონი


image


ამერიკელი მსახიობი მთელს მსოფლიოში ცნობილია არა მხოლოდ სერიალ "მეგობრებში" შესრულებული "რეიჩელის" როლით, არამედ თავისი გამორჩეული გარეგნობითაც. როგორ ახერხებს სელებრითი ასეთი იდეალური სხეულის შენარჩუნებას?! ჯენიფერის აზრით, მის გარეგნობის საიდუმლო ადრე ადგომაშია, ვარსკვლავი დილის 4:30 -ზე დგება. მისი დილის რიტუალი კი შედგება - ერთი ჭიქა ლიმონიანი თბილი წყლისგან, სახის დაბანისგან და 20 წუთიანი მედიტაციისგან. ენისტონის საყვარელი საუზმეა - პროტეინის კოქტეილი კოლაგენით, რომელიც ეხმარება მას მთელი დღის განმავლობაში "შიგნიდან ბრწყინავდეს", ამის შემდეგ კი ვარსკვლავი პერსონალურ ტრენერთან ერთად ვარჯიშობს, რომელსაც ემატება 40 წუთიანი იოგა და შემდეგ სპორტულ დარბაზში ვიზიტი.










0
101
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
101