სიახლეები რა იწვევს თავის ტვინის ანევრიზმას და როგორია გასკდომის რისკი? დღეს, 19:09 ანევრიზმა ვითარდება, როცა არტერიის კედლის რაღაც ნაწილი იჭიმება და ამოიბურცება. ანევრიზმა შეიძლება ნებისმიერ სისხლძარღვში წარმოიქმნას, მაგრამ ის ყველაზე ხშირი მაინც თავის ტვინის არტერიებსა და აორტაშია — გულიდან გამომავალ დიდ არტერიაში. თუკი არტერიის კედელში სუსტი ადგილია, იქ შეიძლება ანევრიზმა განვითარდეს. ზოგიერთ ადამიანში არტერიის კედლების სისუსტე და თავის ტვინის ანევრიზმა შეიძლება გამოიწვიოს გენეტიკამ და გარკვეულმა მემკვიდრეობითმა დარღვევებმა. არტერიის კედლები ასაკთან ერთად ყველა ადამიანში სუსტდება და შესაბამისად, ტვინის ანევრიზმა უფრო ხშირია ასაკში. თავის ტვინის ანევრიზმის დაფიქსირების საშუალო ასაკი 50 წელია. ტვინის ანევრიზმის რისკი შეიძლება გაზარდოს სისხლის მაღალმა წნევამ. ტვინის ანევრიზმა ასევე შეიძლება გამოიწვიოს — ათეროსკლეროზმა. ნებისმიერი რამ, რაც ზრდის ანთებას, იწვევს ათეროსკლეროზს ან სისხლის მაღალ წნევას, თავის მხრივ, ზრდის ტვინის ანევრიზმის რისკსაც. ამ ყველაფერზე გავლენას ახდენს მოწევა და ბევრი ალკოჰოლის სმა; ნიკოტინი პირდაპირ აზიანებს არტერიის კედელს. ძლიერ საზიანოა კოკაინიც, რომელიც ტვინის ანევრიზმის რისკს ზრდის ანთების მაჩვენებელს ზრდის სტრესი და ძლიერ ცხიმიანი კვების რაციონიც. ტვინის ანევრიზმა ყოველი 100-დან დაახლოებით სამ ადამიანს უვითარდება; მისი დიამეტრი შეიძლება 5 მმ-დან 25 მმ-მდე მერყეობდეს. მათი უმეტესობა ამას მხოლოდ სხვადასხვა შემოწმებისას აღმოაჩენს (მაგალითად, თავის ტრავმის), რადგან პატარა ანევრიზმებს არანაირ სიმპტომი არ ახასიათებს. ყოველი 100 ანევრიზმიდან ერთზე ნაკლები მომავალშიგასკდება. 39 შეფასება არ არის
|