x
როგორ შევნიღბოთ სხეულის ნაკლოვანებები [რჩევები მამაკაცებისთვის]
imageყველა მამაკაცის ოცნებაა, დაემსგავსოს იმ მსახიობს, რომელიც მისი საყვარელი ქალის კერპია. ეს არცთუ ადვილი საქმეა, მაგრამ იმედგაცრუება არ ღირს. თუ სწორად შეარჩევთ სამოსს და კარგად შეუხამებთ თქვენს გარეგნობას, მაშინ შეძლებთ სხეულის ბევრი ნაკლი დაფაროთ და ის საუკეთესო კუთხით წარმოაჩინოთ.
გთავაზობთ რჩევებს რომლებიც სხეულის ნაკლის დაფარვაში დაგეხმარებათ.


განიერი მხარ-ბეჭი
ბევრი მამაკაცი ვერ დაიკვეხნის კარგად განვითარებული ბიცეპსებითა და განიერი მხარ-ბეჭით. თუ კარგად შეარჩევთ სამოსს, ამ ნაკლს ადვილად დაფარავთ.
1. ამ შემთვევაში მთავარი ამოცანაა ხელიდან და მხრებიდან ყურადღება გადაიტანოთ. გამოიყენეთ სამკუთხედგულიანი პულოვერი, წარწერებიანი მაისური და პოლოს სტილის სვიტერი. შეგიძლიათ ჩაიცვათ ყველაფერი, რაც აქცენტს თქვენს კისერსა და მკერდზე გააკეთებს.
2. დაივიწყეთ ტანზე მომდგარი ტანსაცმელი, ის მხოლოდ დაკუნთული სხეულისთვისაა იდეალური.

3. არჩევანი გააკეთეთ შედარებით სქელ ქსოვილზე და გრძელსახელოებიან სამოსზე.

არასპორტული მკედი
ასაკის მატებასთან ერთად ბუნების კანონები მამაკაცებზეც მოქმედებს. მათი სხეულის დეფორმაცია, როგორც ქალების შემთხვევაში, მკერდიდან იწყება. იმისთვის, რომ ეს ნაკლი დაფაროთ საჭიროა:
1. ჩაიცვათ კომბინირებული, მაგალითად, ჯემპრის ქვეშ მომდგარი მაისური.

2. ზედა სამოსი მძიმე ქსოვილისაგან უნდა იყოს შეკერილი.



ღიპი

ღიპი მამაკაცებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული და გავრცელებული პრობლემაა. ჯერ კიდევ გუშინ თვლიდით, რომ საუკეთესოდ გამოიყურებოდით, დღეს კი ეს საშინელი ღიპი წამოგაჯდათ. სანამ დამღლელი ვარჯიშებით შეძლებთ ღიპის მოშორებას, მანამდე რამდენიმე რჩევა გაითვალისწინეთ, რომ ეს ნაკლი დაფაროთ:
1. მძიმე და სქელი ქსოვლისაგან შექმნილი სამოსი თქვენი ღიპის ზომას უფრო საგრძნობს გახდის. აარჩიეთ, უხეში მაგრამ ხარისხიანი ქსოვილით შეკერილი ტანსაცმელი.
2.ეცადეთ, ატაროთ მაღალწელიანი შარვალი.
3.განსაკუთრებული ყურადღება გმართებთ პიჯაკის მიმართ. არცევანი ერთღილიან ან ორღილიან პიჯაკზე გააკეთეთ.
4 ერიდეთ თავისუფალი სტილის ტილოს ქსოვილისგან დამზადებულ პერანგებს. ისინი თქვენს სიმსუქნეს ხაზს გაუსვამს.

პატარა ზომის ფეხი
თუ პატარა ზომის ფეხი ქალს ნატიფად წარმოაჩენს, მამაკაცის შემთხვევაში ის პირიქითაა და ის კომიკურად გამოიყურება . თანაც მამაკაცის ფეხსაცმელში პატარა ზომები დიდი იშვიათობააა.
1. აირჩიეთ დაგრძელებული მოდელის ფეხსაცმელი, მაგრამ არ გადაამეტოთ, თორემ ჯამბაზს დაემსგავსებით.
2.ეცადეთ, ფეხსაცმელი ორ ფერში იყოს გადაწყვეტილი, ასე მისი ზომა ვიზუალურად იმატებს.

გრძელი ტორს და მოკლე ფეხები

იშვიათია მამაკაცი, რომელსაც სხეულის სტანდარტული პროპორციები აქვს.
1. მაღალწელიანი შარვლით ეს პრობლემა ვერ მოგვარდება. უკეთესი იქნება, თუ აქცენტს ზედა სამოსზე გააკეთებთ. ჩაიცვით დახვეწილი პიჯაკი ან ნათელი ფერის ლამაზი სვიტერი. შარვალი კი კლასიკურ ფორმაში უნდა დაჯდეს.
2.ზედა და ქვედა სამოსი სტანდარტულად განსხვავებული უნდა იყოს.

მოკლე ტორსი და გრძელი ფეხები
1. თუ მოკლე ტორისი გაქვთ მაშინ მოკლეუბიანი შარვალი სათქვენოა.
2. შეარჩიეთ გრძელი სტილის პიჯაკები

3.ჩაიცვით აფშლაგებიანი ჯინსები

4.ზოლებიანი პერანგები და პიჯაკები თქვენს ტანს უფრო გრძელსა და ლამაზს წარმოაჩენს.


9
232
6-ს მოსწონს
ავტორი:მე-ზოლა
მე-ზოლა
232
  
2012, 29 ოქტომბერი, 22:01
არაფრის
2012, 29 ოქტომბერი, 19:56
მადლობთ,
კარგი, აუცილებლად გადავხედავ ..
2012, 29 ოქტომბერი, 11:42
აქეთ დამემსგავსონ მსახიობები :) საბედნიეროდ არც ღიპი მაქვს და მხრებიც და ბიცეპსიც კარგად მაქვს ნავარჯიშები :) :D სტატიას რაცშეეხება მომეწონა, კარგად იყო ჩამოყალიბებული და მსუბუქი წასაკითხია. შეგიძლია ჩემთან წაიკითხო მანდილოსნებისთვის განკუთვნილი სტატია, თუ როგორ გამოიყურებოდეთ მეტად მიმზიდველად
2012, 28 ოქტომბერი, 18:33
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2012, 28 ოქტომბერი, 18:23
აბა აბა ))
2012, 28 ოქტომბერი, 18:16
რა კომპლექსიანი ყოფილხარ :))
2012, 28 ოქტომბერი, 18:12
ანუ ჩემი ოცნება ნამდვილად არაა დავემსგავსო მსახიობს რომელსაც ჩემი ქალი გააკერპეპს ) გაარკეპეპბს და ცხვირის ოპერაციასაც გადაიტანს არაუშავს :D
2012, 28 ოქტომბერი, 18:09
ანუ ?:D
2012, 28 ოქტომბერი, 18:08
ბებიმისისა :D
0 1 9