x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
მამაკაცი 42 წლის განმავლობაში წარმატებით ემალებოდა პოლიციას
image

შეერთებულ შტატებში დააკავეს მამაკაცი, რომელიც ცდილობდა ბომბით ცოლის და მისი საყვარლის მოკვლას და 42 წლის განმავლობაში იმალებოდა ყალბი სახელით. ამის შესახებ გამოცემა People იტყობინება.


1982 წელს სტივენ კრეიგ კემპბელის მეუღლემ დაკარგა თითი და სხვა სერიოზული დაზიანებები მიიღო, როდესაც ხელსაწყოების ყუთი აფეთქდა.


ბომბი აფეთქდა იმ დროს, როცა ქალმა ყუთი გახსნა. კემპბელი ცოლის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს, თუმცა მოგვიანებით გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მომდევნო სასამართლო სხდომაზე ის არ გამოცხადდა. მას შემდეგ ის უკვალოდ გაქრა.



19 თებერვალს 76 წლის უოლტერ ლი კოფმანი, რომელიც აღმოჩნდა კემპბელი, დააკავეს ვეიდში, ნიუ-მექსიკოში. გამოძიებამ დაადგინა, რომ კრიმინალმა გამოიყენა თავის კურსელის, კოფმანის პირადობა, რომელიც 1975 წელს ავტოავარიაში დაიღუპა .


1984 წელს კემპბელმა აიღო პასპორტი კოფმანის სახელზე და რამდენჯერმე განაახლა. 2003 წლიდან ის ცხოვრობდა უიდში, შტატი ნიუ-მეხიკო, სადაც ყალბი დოკუმენტების გამოყენებით უძრავი ქონება იყიდა.

image

კემპბელმა მიიღო დაახლოებით 140, 000 დოლარი სოცუზრუნველყოფიდან, რომლებიც კოფმანს ეკუთვნოდა. მხოლოდ 2019 წელს ეროვნული პასპორტის ცენტრთან არსებული თაღლითობის საწინააღმდეგო განყოფილებამ აღმოაჩინა, რომ კოფმანი 30 წელზე მეტი ხნის გარდაცვლილი იყო.


ხანგრძლივი გამოძიების შემდეგ კემპბელი დააკავეს. მის სახლში 57 ცეცხლსასროლი იარაღი და დიდი ოდენობით საბრძოლო მასალა აღმოაჩინეს. მამაკაცს ბრალად ედება ყალბი პასპორტის გამოყენება. გარდა ამისა, მას პასუხისმგებლობა დაეკისრება ყოფილი მეუღლის მკვლელობის მცდელობაში.


76 წლის კემპბელი ბოლომდე დანებებას არ აპირებდა: მის დასაჭერად მისულ პოლიციელებს შეხვდა კამუფლიაჟთ და იარაღით ხელში. მოხუცის დატყვევება რთული აღმოჩნდა.

image

როდესაც ოფიცრები მივიდნენ, კემპბელი დახვდა მათ მძლავრი შაშხანით ხელში და დაიკავა შემაღლებულ ადგილზე ფარული პოზიცია. თავდაპირველად მან უარი თქვა დანებებაზე, რის გამოც გამოიყენეს მანათობელი ხმვანი ყუმბარები. იარაღის დაყრის მრავალჯერადი ბრძანების შემდეგ, იგი საბოლოოდ გამოვიდა სამალავიდან და დანებდა გასროლის გარეშე.

0
166
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
166
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0