სისხლის სამართალი მამაკაცი 42 წლის განმავლობაში წარმატებით ემალებოდა პოლიციას 5 მარტი, 18:23 ![]() 1982 წელს სტივენ კრეიგ კემპბელის მეუღლემ დაკარგა თითი და სხვა სერიოზული დაზიანებები მიიღო, როდესაც ხელსაწყოების ყუთი აფეთქდა. ბომბი აფეთქდა იმ დროს, როცა ქალმა ყუთი გახსნა. კემპბელი ცოლის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს, თუმცა მოგვიანებით გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მომდევნო სასამართლო სხდომაზე ის არ გამოცხადდა. მას შემდეგ ის უკვალოდ გაქრა. 19 თებერვალს 76 წლის უოლტერ ლი კოფმანი, რომელიც აღმოჩნდა კემპბელი, დააკავეს ვეიდში, ნიუ-მექსიკოში. გამოძიებამ დაადგინა, რომ კრიმინალმა გამოიყენა თავის კურსელის, კოფმანის პირადობა, რომელიც 1975 წელს ავტოავარიაში დაიღუპა . 1984 წელს კემპბელმა აიღო პასპორტი კოფმანის სახელზე და რამდენჯერმე განაახლა. 2003 წლიდან ის ცხოვრობდა უიდში, შტატი ნიუ-მეხიკო, სადაც ყალბი დოკუმენტების გამოყენებით უძრავი ქონება იყიდა. ![]() ხანგრძლივი გამოძიების შემდეგ კემპბელი დააკავეს. მის სახლში 57 ცეცხლსასროლი იარაღი და დიდი ოდენობით საბრძოლო მასალა აღმოაჩინეს. მამაკაცს ბრალად ედება ყალბი პასპორტის გამოყენება. გარდა ამისა, მას პასუხისმგებლობა დაეკისრება ყოფილი მეუღლის მკვლელობის მცდელობაში. 76 წლის კემპბელი ბოლომდე დანებებას არ აპირებდა: მის დასაჭერად მისულ პოლიციელებს შეხვდა კამუფლიაჟთ და იარაღით ხელში. მოხუცის დატყვევება რთული აღმოჩნდა. ![]() 164 2-ს მოსწონს
|