ქალი და მამაკაცი ჩარლი ჩაპლინი - პატარა კაცი და დიდი მექალთანე 5 მარტი, 16:20 ![]() როდესაც 1926 წელს ჟურნალმა Vanity Fair-მა ჩაპლინს სთხოვა მისთვის იდეალური ქალის აღწერა, მან უპასუხა: „მე არ ვარ დიდად შეყვარებული მათზე, მაგრამ ისინი გიჟდებიან ჩემზე“. ჩაპლინი უხეშად, ოდნავ სასტიკადაც კი ექცეოდა მსუბუქი ყოფაქცევის ქალებს. მას შეეძლო, მაგალითად, თავის ხელჯოხით ქალებს "მოჭიდებოდა"კისერზე ან ფეხებში, რათა უფრო ახლოს მიეზიდა. თუმცა მსახიობს სხვა სისუსტეც ჰქონდა: ძალიან ახალგაზრდა გოგოები იზიდავდა ჩაპლინი თავის პირველ მეუღლეს, მილდრედ ჰარისს შეხვდა, როდესაც 30 წლის იყო, ხოლო ის მხოლოდ 16 წლის . ისინი დაქორწინდნენ, რადგან მილდრედი დარწმუნებული იყო, რომ ორსულად იყო. მიუხედავად იმისა, რომ განგაში ცრუ აღმოჩნდა, ძალიან მალე მილდრედი მართლაც დაორსულდა და შეეძინა ვაჟი, რომელმაც მხოლოდ სამი დღე იცოცხლა. წყვილის ოჯახური ცხოვრება არ აეწყო და ორი წლის შემდეგ მეუღლეები ერტმანეთს დაშორდნენ. ![]() გადაწყდა დაქორწინება მეხიკოში, უკიდურესილად საიდუმლო ატმოსფეროში. კალიფორნიისკენ მიმავალ გზაზე, როცა ლიტა დიდი ფანჯრიანი მატარებლის ვაგონის ბაქანზე იდგა, ჩაპლინი მიუახლოვდა მას და უთხრა: "ეს არის კარგი მომენტი, რათა ბოლო მოეღოს შენს ამაზრზენ ქცევას - რატომ არ ხტები?" მაგრამ ახალგაზრდა მეუღლის მიმართ ასეთი აშკარა სიძულვილის მიუხედავად, ჩაპლინი აღმოჩნდა ნამდვილი "სექს- მანქანა" - ლიტას თქმით, მას შეეძლო სექსი ჰქონდა ღამეში ექვსჯერ მაინც, ყოველგვარი დაღლილობის ნიშნების გამოვლენის გარეშე. ![]() ჩაპლინი მესამე ცოლს რამდენიმე წლის შემდეგ შეხვდა. მათი რომანი დიდი ალბათობით არ დაიწყებოდა, რომ პაულეტ გოდარს არ მოეტყუებინა, რომ ის მხოლოდ 17 წლის იყო (სინამდვილეში ის 22 წლის იყო). ძალიან მალე ის ჩაპლინთან გადავიდა საცხოვრებლად და ახალ ფილმზე დაიწყეს მუშაობა. ისინი პრემიერის შემდეგ მალევე დაშორდნენ. ჩაპლინი ცდილობდა ცხოვრებაში ყველაფერი გაეკონტროლებინა, პაულეტი კი თავისუფლებას ამჯობინებდა. მიუხედავად იმისა, რომ მან მსახიობი მიატოვა, ყოფილი მეუღლეები სიკვდილამდე მეგობრები დარჩნენ. ![]() ![]() 150 3-ს მოსწონს
|