x
image
რუსუდან ნადირაშვილი
Mediator image
„მოსაყდრე შიო ჩემს სენაკში ცხოვრობდა. რას წარმოვიდგენდი, რომ....“ - ანთიმოზ ივერიელი, თამაზ ბიჩინაშვილი
image

.

სამების ტაძარში მცხოვრები არქიმანდრიტი ანთიმოზ ივერიელი, იგივე ხმაურიანი განცხადებებით ცნობილი თამაზ ბიჩინაშვილი სოციალურ ქსელში პატრიარქის მოსაყდრე შიოს შესახებ წერს. ანთიმოზი იმ პერიოდს იხსენებს, როცა მომავალი ტახტის მოსაყდრე სასულიერო ცხოვრებაში პირველ ნაბიჯებს დგამდა და ანთიმოზ ივერიელი ირწმუნება, რომ 1990-იან წლებში პირველი რამდენიმე თვე შიო მუჯირმა მის სენაკში იცხოვრა.

.


გთავაზობთ მის ფეისბუქ სტატუსს უცვლელად:

.

90-იანი წლების დასაწყისში, შიო მღვიმის მონასტერში ვცხოვრობდი, როდესაც გიო მგელაძემ და დათი კაკაბაძემ ელიზბარ მუჯირი (მეუფე შიო) პირველად მონასტერში მოაბრძანეს (სიმბოლურია, რომ ორივე, დიდი მოღვაწეების: პავლე ინგოროყვას და დავით კაკაბაძის შვილიშვილები არიან).
.
გიოს ერიდან ვიცნობდი და მომავალი მეუფე მან გამაცნო. ისე მოხდა, რომ მონასტრის წინამძღვარმა, ორადგილიან სენაკში, სადაც ვცხოვრობდი იქ შემოუშვა.
,
ორი თვე ერთ სენაკში ვიცხოვრეთ. მომავალმა ტახტის მოსაყდრემ, თავისი სულიერი სისუფთავით და კეთილშობილებით წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. შობის მარხვის დამთავრების შემდეგ მონასტრიდან წამოვედი.
/.
სასულიერო სემინარია დამთავრებული მქონდა, მაგრამ ბერად აღკვეცა გადაწყვეტილი არ მქონდა. მაშინ რას წარმოვიდგენდი, ბიჭი რომელიც ჩემ სენაკში შემოვიდა, მომავალში საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე გახადებოდა. დღეგრძელი იყოს ტახტის მოსაყდრე მეუფე შიო! ჯანი, მადლი და მხნეობა, ამინ! --- წერს სოციალურ ქსელში არქიმანდრიტი ანთიმოზ ივერიელი.
.
.
0
859
1-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
Mediator image
859
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0