x
მეტი
  • 04.03.2025
  • სტატია:140705
  • ვიდეო:351932
  • სურათი:513571
„ბაჩიაშვილმა დააბრუნა მოპარული ბიტკოინები და აქციების აღარ დაფინანსების პირობა დადო!“ – ელისო კილაძე
image

.

ჟურნალისტი ელისო კილაძე თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის მიერ, საქართველოდან წასვლის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმიანება:

“ჩვენი დროის ”გმირმა” გიორგი ბაჩიაშვილმა ქვეყანა დატოვა. საზღვარზე ცხადია, არ შეაყოვნეს, თან პასპორტიც ჩაბარებული ჰქონდა!


.

როგორც ჩანს, დააბრუნა მოპარული ბიტკოინები და აქციების დაფინანსების შეწყვეტის პირობა დადო! ახლა უცხოეთიდან დაგვმოძღვრავს, როგორ უნდა გვიყვარდეს სამშობლო და მე დამიძახებს, სუსზე მუშაობო.

.

გიორგი ბაჩიაშვილს ბიტკოინების საქმეზე ორი მილიონი ჰქონდა შეფარდებული გირაო! ანუ არ დააკავეს!

მეორე ბრალი “მტკვარი ჰესის” საქმეზე წაუყენეს, და ჰოი საოცრებავ, მოსამართლემ ისევ გირაო - 50 000 ლარი დააკისრა! დაჭერა უნდოდათ და მოსამართლე ვერ დაკერეს? რამდენს გჯერათ ამ ვერსიის?!”- წერს ელისო კილაძე.

.

დღეს დილით მოულოდნელად ცნობილი გახდა, რომ თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა ქვეყანა გაურკვეველი ხერხებით დატოვა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში, ბაჩიაშვილი ამბობს, რომ საქართველოში მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, ამიტომ იძულებული გახდა, სამშობლო დაეტოვებინა.

.

უდიდესი წუხილით და უსამართლობის განცდით ვაცხადებ საქართველოდან ჩემი იძულებითი წასვლის შესახებ
საკუთარი სამშობლოს დატოვება არ არის მარტივი არჩევანი. მ
იუხედავად იმისა, რომ ივანიშვილის კრიმინალური გეგმა ჩემთვის თავიდანვე ნათელი იყო, მე მაინც გავრისკე და ბოლომდე გავაშიშვლე მისი ნამდვილი სახე. ივანიშვილის რეჟიმი სრულიად გავიდა სამართლის და დემოკრატიის პრინციპებიდან, შესაბამისად ჩემი წასვლა არა უკან დახევა, არამედ ერთადერთი საღი გამოსვალია.
ჩემს წინააღმდეგ წამოყენებული მორიგი შეთითხნილი, ხანდაზმული, და კანონთან შეუსაბამო პროცესი, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ივანიშვილის საქართველოში სასამართლო აღარ არსებობს. ამ უსამართლობას ხელმძღვანელობენ სანქცირებული ივანიშვილი და მისი კრიმინალური ბანდა, მათ შორის: მოსამართლე გიორგი გელაშვილი, სასამართლოს ხელმძღვანელები მიხეილ ჩინჩალაძე და ლევან მურუსიძე, მთავარი პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი და საქმის პროკურორი მიხეილ სადრაძე. თითოეული მათგანი, ვინც ამ პოლიტიკურ რეპრესიაში და გამოძალვაშია ჩართული, უკვე სანქცირებულია ცივილიზებული სამყაროს მთავრობების მიერ. ეს არ არის სამართლებრივი სისტემა, სადაც ჭეშმარიტება იმარჯვებს, და არც სისტემა, რომელიც ადამიანის უფლებებს იცავს—განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა ეჯახები ივანიშვილის კორუმპირებულ მანქანას
გარდა ამისა, მე მივიღე სანდო ინფორმაცია ჩემს უსაფრთხოებაზე რეალური საფრთხეების შესახებ—საფრთხის, რომელსაც დღევანდელ საქართველოში შეიძლება სასიკვდილო მნიშვნელობა ჰქონდეს. ციხეში, აბსოლუტურად დაუცველი დავრჩებოდი ივანიშვილის ჯალათების პირისპირ… იმ ციხეში სადაც ივანიშვილმა გაჭყლეტვა შემომითვალა
ვუცხადებ სოლიდარობას იმ ათასობით ქართველს, ვინც უკანონოდ არიან რეპრესირებული და დატყვევებული ამ რეჟიმის მიერ, და მათ, ვინც დღეს იბრძვის ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის. ჩემი წასვლა არა დანებება, არამედ გააზრებული და სტრატეგიული ნაბიჯია. ამ ბრძოლაში, ჩემი გარეთ ყოფნა გაცილებით უფრო სარგებლიანი იქნება. სამწუხაროდ, ამ არჩევანის გაკეთების საშუალება არ აქვს ათასობით ჩვენს თანამოქალაქეს
ჩვენ ვერ გაგვაჩუმებენ, ჩვენ ვერ გაგვტეხავენ და ვერ შეგვაჩერებენ იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ის, რაც მათ არასდროს ექნებათ—ჩვენ გვაქვს სიყვარული!"- წერს გიორგი ბაჩიაშვილი.

.

გიორგი ბაჩიაშვილი ამჟამად უსაფრთხოდ არის - როგორც თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის ადვოკატმა, დავით ჯანდიერმა "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში განაცხადა, ის ბაჩიაშვილს უკვე ესაუბრა.

.

ჯანდიერის თქმით, ბაჩიაშვილს ჰქონდა კონკრეტული ინფორმაცია მის უსაფრთოებასთან დაკავშირებით და ისიც იცოდა, რომ მისი უსაფრთოება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაცული არ იქნებოდა.

ადვოკატი აანონსებს, რომ გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ უფლებების დარღვევის შესახებ საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია პროცესებისდ ასრულების შემდეგ მიეწოდება.

.

ჯანდიერი ამბობს, რომ ბაჩიაშვილი სამართლებრივ ბრძოლას გააგრძელებს და პროცესში დისტანციურად ჩაერთვება.

სასამართლოში მიმდინარე მთელი ეს პროცედურა ადასტურებს, რომ გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ ხორციელდებოდა და ხორციელდება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალსიწინებული მთელი რიგი უფლებების დარღვევა. ამ უფლებების დარღვევის შესახებ უფრო დეტალური ინფორმაცია საზოგადოებას მიეწოდება მას შემდეგ, რაც რაც ეს პროცესები დასრულდება. ფაქტობრივად 10-11 რიცხვში ჩვენ ველოდებით განაჩენის გამოტანას. ის, რაზეც საუბრობს გიორგი ბაჩიაშვილი არის და იყო მთელი ამ პროცედურის განმავლობაში ძალიან ყურადსაღები და რაც უკავშირდება მის პირად უსაფრთოებას, მას ჰქონდა ასეთი კონკრეტული ინფორმაცია. მე მას ვესაუბრე, შემიძლია ვთქვა, რომ ის ამჟამად არის უსაფრთხოდ, მე სხვა ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდების შესაძლებლობა არ მაქვს", - განაცხადა ჯანდიერმა.

0
388
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
388
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0