x
image
მატასი
ფილმი, რომელსაც უნდა უყუროთ - ''მე შენ მიყვარხარ პარიზო''
image''პარიზო მე შენ მიყვარხარ'' 20-ზე მეტი ცნობილი და კარგი რეჟისორის ნამუშევარია, უფროსწორად მათ ნამუშევართა ჯამი. ფილმი პარიზში მომხდარი ამბების ნაკრებია, ამბები სხვადასხვა სასიყვარულო ისტორიებს მოგვითხრობს. თითოეულ რეჟისორს ერთი ეპიზოდი ეკუთვნის, ამიტომ ფილმი მთლიანობაში ძალიან მრავალფეროვანი და საინტერესო გამოვიდა. ყველა რეჟისორი გვთავაზობს განსხვავებულ ხედვას და სიყვარულის ქალაქის პარიზის შესახებ თავისებურად მოგვითხრობს.

რეჟისორთა ჩამონათვალი მართლაც შთამბეჭდავია, მათ შორის არიან: ძმები კოენები, ალფონსო კუარონი, ჟერარდ დეპარდიე, გას ვან სენტი, ალექსანდრე პეინი და სხვები.

რეჟისორების ჩამოთვლას სულ რომ თავი დავანებოთ, ფილმში უამრავ ვარსკვლავს იხილავთ. ნატალი პორტმანი, ჟერარდ დეპარდიე, გასპარ ულიე, სტივ ბუშემი, ჯულიეტ ბინოში, უილიამ დეფო, ნიკ ნოლტი, ფანი არდანი, ელაიჯა ვუდი პარიზის სასიყვარულო ისტორიებს აცოცხლებენ. ფილმის ერთ-ერთ ეპიზოდში თამაშობს ქართველი მსახიობი ნინო კირთაძეც.

მოკლედ უყურეთ ფილმს და ამოყავით თავი პარიზში 2 საათით.


ეს კი ფილმის თრეილერი

1
151
6-ს მოსწონს
ავტორი:მატასი
მატასი
151
  
2012, 4 ნოემბერი, 21:06
ისე ნანახი მაქვს და 2-3 ნოველას არაუშავს
0 1 1