x
მეტი
  • 23.12.2024
  • სტატია:139003
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512550
რატომ ურტყამენ სტუდენტებს ?
დარწმუნებული ვარ ამ თემაზე ბევრს გექნებათ გაგებული, უნივერსიტეტის თვითმართველობის მხრიდან ძალადობის აქტებს არაერთი გამოხმაურება მოჰყვა, თუმცა სამწუხაროდ უშედეგო.
არ მინდა ისე გამოვიდეს, თითქოს ამ სტატიით და ჩემი პოზიცის დაფიქსირებით თვითმართველობას ან უფრო მაღალ ''ეშელონებს'' ვუპირისპირდები, უბრალოდ არის ერთი კითხვა, რაზეც პასუხი ვერ გამიცია.
რატომ შეიძლება გაგიჩნდეს სურვილი დაარტყა შენ თანატოლს, ან შენზე უმცროს ადამიანს თავისუფალი აზრის გამოხატვისთვის, იგივე კრიტიკისთვის.
იდეალური არაფერი არ არის, არც თვითმართველობა და მისი საქმიანობა. მასინ რატომ ვერ იღებენ ისინი ჯანსაღ კრიტიკას რატომ გადადიან ცემაზე?
მე არ ვიცი თქვენი პოზიცია თუმცა ჩემი შეხედულებით საკითხი საკმაოდ მარტივია.
მისცე საშუალოდ 18-23 წლის ახალგაზრდებს ამხელა რესურსები, და ამხელა ძალაუფლება და შედეგიც სახეზეა/
უხეშად რომ ვთქვათ ''თავში'' ავარდნა .
თვითმართველობის გვერდზე არაერთი სტუდენტია დაბლოკილი იმ კრიტიკისთვის, რომელსაც სოციალურ ქსელებში ისინი აშკარად აფიქსირებდნენ, თუმცა როგორ ჩანს კრიტიკა მიუღებელია.
ალბათ საქმე მხოლოდ კრიტიკასაც არ ეხება, როცა შენ ამხელა ძალაუფლებას და რესურსებს ფლობ, ცოტა ძნელია იმის ატანა რომ ''ვიღარ ლაწირაკი სტუდენტი'' ცდილობს შენს ''ჩაძირვას''
მე არ ვამბობ რომ ისინი ექსკურსიების მეტს არაფერს არ აკეთებენ და ასე შემდეგ. კი ბატონო, კეთდება რაგაცეები, მართალია ზოგჯერ ეს საკმაოდ ''ქაოსური'' ფორმით, თუმცა არიან ადამიანები რომლებსაც სტუდენტების ბედი მართლა აწუხებთ. მაგრამ სამწუხაროდ ეს ერთეული შემთხვევებია.
ცემის ფაქტები ეთერით თქვენ მხოლოდ 2 ჯერ იხილეთ, ერთი დაახლოებით ერთი წლის წინ. რასაც უნვიერსიტეტის წინ სტუდენტთა აქციებიც მოჰყბა. იმის სმაგივრად რომ თვითმართველობის წარმომადგენლები გონს მოსულიყვნენ, დაუსჯელაად დარჩენილი დამნაშავეები ( და ამას თამამად ვამბობ, რადგან მათ სისხლის სამართლის კოდექსით კათვალისწინებული ქმედება ჩაიდინეს ) გათამამდენენ და მეორე მოხვდათ უკვე ''ლაწირაკებს''
ბევრი ლექტორი და ''პატივსცემული'' ადამიანი გამოვიდა ფაქტიურად არაფრის მომცემი სიტყვებით, რომ არ შეიძლება ჩხუბი, რომ ქართველებივართ და ასე შემდეგ
მაგრამ არის ერთი ფაქტი, რასაც ვერავინ ვერ უარყოფს
კი ბატონო, ჩვენ ქართველები ვართ, რად გვინდა ჩხუბი? მაგრამ როცა მე მირტყმაენ იმის გამო რომ მე მაწუხებს რაგაც პრობელმა, მე ვხედავ შენ ნაკლს და მინდა გამოასწორო, როცა გეუბნები რომ შენ ჩემ ინტერესებს უნდა იცავდე და არ უნდა მრიტყამდე და შენ მე მცემ,
სადაა სამართალი?
რატომ არიან დაუსჯელნი ადმაინები რომლებიც თანატოლებს ურტყამენ და საქმის გასარჩევად გვერდით გაჰყავთ?
ცემის ფაქტზე ვერ ვიტყვი თუმცა ''კაჩაობის'' ფაქტს ნამდვილად მე თვითონ შევესწარი.
სამწუხაროა რომ გვერდძე გაყვანების პერიოდიდან ვერ გამოვედით, სამწუხაროა რომ დამნაშავეები დაუსჯელნი რჩებიან და სამწუხაროა რომ სწორედ ეს დაუსჯელობა მათ კიდევ უფრო მეტ თავისუფლებას და სტიმულს ანიჭებს.
ჩვენ კი უნდა ვდუმდეთ, გვეშინოდეს რამე არ ვთქვათ, გვესინოდეს არავინ გაგვიყვანოს გვერდძე და არავინ გვირტყას, თანაც არაფრის გამო .

თვითმართველობა, რომელბის სტუდენტების უფლებებს და ინტერესებს უნდა იცავდეს, ურტყამს მათ. შემდეგ კი გვეუბნებიან თუ რამე დაგჭირდებათ მოდითო
მე პირადად არ მესმის როგორ უნდა მივიდე იქ, სადაც ჩემიანებს ურტყამენ.

ტუმცა ყველაზე გულდასაწყვეტი სხვა რამეა. ჩვენი სტუდენტების რეაქცია ამ ყველაფერზე. მსგავსი ფაქტები ყოფილა ინგლისში და სხვ განვითარებულ ქვეყნებში, და მაშინ როცა ისინი ყველა ერთად, ბოლომდე იბრძოდნენ თავიანთი უფლებების დასაცავად, ჩვენთან ასი კაციც არ იდგა აქციაზე. ლოგიკა მარტივია-აზრი არ აქვს .
გასაგებია
არა მარტლა გასაგებია
რატომ უნდა ვჭამო ხვალ მაინც მომშვიდება.

პირველ აქციაზე 2 გოგონას ეჭირა ძალიან ლამაზად გაფორმებული პლაკატი, რომელზე დაწერილიც სიტყვებიც გულში ჩამრჩა და მინდა ყველა თქვენგანს ვუთხრა :

'''გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მიადგნენ, ხმა არ მომიღია რადგან კომუნისტი არ ვიყავი
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ მომიღია, რადგან ებრაელი არ ვიყავი
კათოლიკეებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია, რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ
შემდეგ მე მომადგნენ, და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო''

image
0
46
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:carpediem
carpediem
46
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0