ამოცანები ამ ტესტს მხოლოდ ჭკვიანი თუ გაუმკლავდება (პასუხი აქვს) დღეს, 16:22 თუ გრძნობთ, რომ თქვენს ტვინს გამოფხიზლება სჭირდება, ამაში ლოგიკური თავსატეხები დაგეხმარებათ! ასეთი ვარჯიში, არა მხოლოდ ართობს, არამედ ეფექტურად ავარჯიშებენ ტვინს, ავითარებენ აზროვნებას და წარმოსახვას. გარდა ამისა, ეს შესანიშნავი საშუალებაა, მეგობრებთან ან ოჯახთან ერთად, დროის საინტერესოდ გასატარებლად. ამ გამოცანის პირობა კი ასეთია: თქვენ 10 ნაძვის ნერგი შეიძინეთ და 5 რიგად ისე უნდა დარგოთ, რომ თითოეულ რიგში 4 ნაძვი იყოს. ამას როგორ გააკეთებთ? მინიშნება: შესაძლოა, ხეებმა გარკვეული ფიგურა შექმნან... გამოიყენეთ თქვენი წარმოსახვა, რომ დაადგინოთ რომელი? ამ თავსატეხის ამოსახსნელად, კარგი იქნება ფურცელს და საწერ კალამს თუ გამოიყენებთ. პასუხი: ხეები ვარსკვლავის სახით უნდა დარგულიყო:
|
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი |