საქართველო
"ეს მაშინ არ გაშუქდა. სააკაშვილის ბრძანებით გვარამიამ არ გააშუქა"- რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი
გუშინ, 15:59

"ფედერალისტების" ერთ - ერთი დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი 2018 წელს პანელზე ჰილარი კლინტონთან შეხვედრის ისტორიას იხსენებს, რომელიც მისი თქმით, საჯაროდ სწორედ მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით მაშინდელმა "მთავარი არის" გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ არ გააშუქა:
"ძაან მეცინება.
2018 წელს ერთი ამერიკელი ქალი, სახელად ანა შემეხმიანა, შენი მოწვევა გვინდა რაღაც ღონისძიებაზე და თუ შეიძლება რომ გაგესაუბროთო.
დაინიშნა ქოლი.
12 კაციანი გუნდი მელაპარაკებოდა.
მელაპარაკნენ 2 სააათი.
გამომკითხეს ყველაფერი – საერთაშორისო პოლიტიკით – ახლო აღმოსავლეთით, რუსეთით, ჩინეთით დაწყებული – გენდერული კვოტებით დასრულებული.
ვიწერთ ყველაფერსო, თან მეუბნებოდნენ.
მეთქი რა უნდათ, რა დაკითხვა მომიწყვეს.
რამდენიმე დღეში დამიკავშირდნენ, ნიუ იორკში სამიტი იმართება, ჰილარი კლინტონის პანელისთვის შეგარჩიეთ, მზარდ ავტორიტარიზმზე უნდა ილაპარაკო და წინააღმდეგი ხომ არ ხარო.
მე ავუხსენი რომ მე ქართველი ვარ, ჩემი ქვეყნის თავისუფლება და უსაფრთხოება ამერიკაზეა დამოკიდებული და არ ვაპირებ ამერიკის არჩეული პრეზიდენტის გინებას და თუ მოლოდინი ესაა, მეშინია არ გაგიცრუოთ მეთქი.
ვიცით რომ არ აპირებ, ამიტომ გესაუბრეთ ორი საათი და მისაღებიაო.
ასე ჩავედი ნიუ იორკში ქალთა სამიტზე.
სანამ პანელზე გავიდოდი ჰილარი კლინტონს შევხვდი და ვისაუბრეთ – იდეალურად იყო დაბრიფული, მივხვდი რომ ყველაფერი წინასწარ იცის, რას ვილაპარაკებ – ისიც იცის.
მე არ ვაპირებდი ჩემი მასპინძლისთვის თვალში თითის ტაკებას და ნიშნის მოგებას რეზეტის გამო.
ვაპირებდი ამაზე მესაუბრა, მაგრამ არა დაბოღმილი ექსის პოზიციიდან – არ ვთვლიდი რომ ეს პროდუქტიული იქნება.
ჰილარიმ დამასწრო!
თვითონ თქვა რომ გადატვირთვა შეცდომა იყო! რომ მათ არასწორად ჩათვალეს, რომ პუტინთან მოლაპარაკებების სივრცე არსებობდა.
ეს მაშინ არ გაშუქდა.
სააკაშვილის ბრძანებით გვარამიამ
არ გააშუქა, იმიტომ რომ მე მიშას ვუპირსპირდებოდი და მიშას ბრძანება იყო, რომ პოლიტიკური კლასი განულებულიყო, თუ თავად არ იქნებოდა ფარაონი.
ვინ განულდა ვნახეთ და უფრო მკაფიოდ ვნახავთ მომავალში!
(ჰეგსეტსაც შევხვდით ახლა ვაშინგტონში, წვეულებაზე – ბევრი ხალხი ესეოდა და გასაუბრება მე ვერ შევძელი, გიგამ შეძლო რამდენიმე სიტყვის გაცვლა)."- წერს "ტაბულას" დამფუძნებელი სოციალურ ქსელში.