x
image
თამარ ჯინჭარაძე 1996
საბჭოთა რეპრესიები და ქართველი ქალების ტრაგედია

ვერა
საბჭოთა რეპრესიების პერიოდში საქართველოში მრავალი ქალი გახდა რეპრესიების მსხვერპლი. ქვემოთ მოცემულია რამდენიმე ცნობილი შემთხვევა:


  • ვერა ვარაზაშვილი: ბორჯომში დაბადებული 19 წლის ვერა იყო ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ქალი მსხვერპლი. 1937 წლის 11 აგვისტოს მას ბრალად დასდეს ქართული ნაციონალ-სოციალისტურ-ფაშისტური ორგანიზაციის აქტიური წევრობა და მიუსაჯეს დახვრეტა, რომელიც 14 აგვისტოს აღსრულდა.

  • ნინო ჭიჭინაძე: მისი ოჯახის წევრები იხსენებენ, როგორ გადაიყვანეს იგი ვაგონებში, სადაც მხოლოდ მარილიან თევზს აძლევდნენ და წყალს არ აწვდიდნენ. ამ პირობებში გადარჩენა ურთულესი იყო.

  • შურა გოგუაძე: 1937 წელს დახვრეტილი რაფიელ გოგუაძის ერთადერთი გადარჩენილი შვილი, შურა, იყო ძლიერი და მებრძოლი ქალი, რომელმაც ცხოვრების 26 წელი ეტლში გაატარა ხერხემლის დაზიანების შემდეგ. მან გაზარდა შვილიშვილები და ცხოვრების ბოლომდე სძულდა კომუნისტები.

  • მარო მაყაშვილი: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი, რომელიც 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის დროს დაიღუპა. მისი სახელი გახდა საქართველოს ეროვნულ გმირად.

  • ელენე დარიანი: პოეტი და მწერალი, რომელიც 1937 წელს დააპატიმრეს და გადაასახლეს. მისი ქმარი, პოეტი ტიციან ტაბიძე, ასევე რეპრესიების მსხვერპლი გახდა.

  • მარიამ ცაბაძე: გიორგი ყანჩაველის მეუღლე, რომელიც 1924 წელს აგვისტოს აჯანყებაში მონაწილეობის ბრალდებით დააპატიმრეს. გიორგი ყანჩაველი 1937 წელს დახვრიტეს, ხოლო მარიამი გადაასახლეს.

  • ეკატერინე ხუციშვილი: ზაქარია ყანჩაველის მეუღლე, რომელიც ასევე რეპრესიების მსხვერპლი გახდა

  • ეს მაგალითები მხოლოდ მცირე ნაწილია იმ მრავალი ქალისა, რომლებიც საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლნი გახდნენ საქართველოში. მათი ისტორიების შესწავლა და გახსენება მნიშვნელოვანია, რათა მომავალმა თაობებმა იცოდნენ და გაიაზრონ ეს ტრაგიკული პერიოდი.


5
145
2-ს მოსწონს
ავტორი:თამარ ჯინჭარაძე 1996
თამარ ჯინჭარაძე 1996
145
  
გუშინ, 11:05
ახლაც ეს სისტემა გვებრძვის
იმასაც ამბობენ,ცისფერყანწელების დიდი ნაწილი გადაბირებული ყავდათ კომუნისტებს და რეჟიმისთვის საშიშ ხალხზე ინფორმაციის მოგროვებისთვის იყენებდნენ. თავად ორჯონიკიძეს რა დაემართა,რა ისიც საბჭოეთის მოწინააღმდეგე იყო? ნიკოლო მიწიშვილი და კიდევ ბევრი სხვაც გადაბირებული ყავდათ და გაქცეული მთავრობის საქმიანობის შესასწავლად ყავდათ გაშვებული,როგორც თურქეთში,ისე საფრანგეთში. არსებობს ეჭვი რო მისი ინფორმაციების საფუძველზე მოკლეს ნოე რამიშვილი პარიზში. ამ რამიშვილზე გაგიჟებულან ფრანგი ჟანდარმები,თურმე დახეული წინდები და ფეხსაცმელები ცმია. ხოდა თუ რამიშვლის მიწვდნენ პარიზში,ჟორდანიას ვერ გაგორებდნენ ან სხვას? თუმცა არ აწყობდათ,პირიქით,მშვენივრად იყენებდნენ ამ ხალხს. რაც შეეხება სხვა ქვეყნების აგენტებს,როგორც ახლა არის რო ვერ გაიგებ ვინ ვისი აგენტია და რას მაიმუნობს,ისე იქნებოდა მაშინაც. მაგალითად,ამბობენ,ხიდაშელი ტაივანიდან იღებდა ფულსო და მათ ინტერეს ატარებდაო,ხოდა ეს ქალი თავდაცვის მინისტრი იყო.

რაც არ უნდა იყოს,მოიძიოს ინფორმაცია ამ გამოთაყვანებულმა ახალგაზრდობამ,1918-21 წლების მთავრობაში,კერძოდ თავდაცვის ძალებს რატომ არ ხელმძღვანელობდა გიორგი მაზნიაშვილი და რატომ ყავდათ ათვალწუნებული. როცა ომი დაიწყო,მერე მიაკითხეს კაცს და დაიყენეს გვერდზე. მარტო მაზნიაშვილის ამბავით დასტურდება,რომ საბჭოთა ოკუპაცია საჭირო ამბავი იყო და ისიც რო მთლად უდანაშაულო ხალხი არ ბრძანდებოდოდა იმ მთავრბაში.

ისიც ფაქტია,რომ ექვთიმეს სწორედ სტალინ ბერია დაეხმარა განძის დაბრუნებაში,ხოდა თუ გვძარცვავდნენ და კვკლავდა საბჭოეთი,რატომ დააბრუნებინეს განძი,რა ერთი მოხუცის მოკვლა გაუჭირდათ? ან რანაირად იყო,რეპრესირებული ქვეყანა უფრო იზრდებოდა რაოდენობრივად და თავისუფალი ქვეყანა ყოვლეწლიურ კლებაშია. აი,რა არ იციან ამ ე.წ. ახალგაზრდებმა და ნიჭიერმა დებილებმა.
90-იანებში ამისთანა სტატიას რომ წავიკითხავდი ყველაფერი მჯეროდა, რომ ეს ადამიანები უდანაშაულოდ დაისაჯნენ, ეხლა დღევანდელ ინტელიგენციას რომ ვუყურებ უნებლიედ ვეთანხმები ამხანაგ ლენინს და გამოპრეზიდენტებულ მიხუილო სუკიასიანს, ლენინმა ინტელიგენცია საზოგადოების ფეკალიები არიანო, მიხუილო სუკიასიანმა ჩარეცხილებად მონათლა, რაშიც ორივეს ვეთანხმები, არ იქნებოდნენ ეგენი უდანაშაულოები. ბრიტანელებმა როცა მოახდინეს საქართველოს ოკუპაცია დროს ტყუილად არ კარგავდნენ ათასობით ქართველი "დაავერბოვკეს" და "გააშპიონეს" ხოდა მაგენი და ტროცკისტები ჩაასუფთავეს 37-ში. ეხლა არაფერს ამბობენ თორე ტროცკიზმი მაგარი მოდებული იყო საქართველოში.
არც ქაქუცას ვერჩი რამეს და არც სოლომონ დოდაშვილს,თუმცა ქვეყანას სჭირდება სიმართლე და უნდა ითქვას. ვერ უნდა ყოფილიყვნენ მთლად ჭკვიანი ხალხი,რადგან იმ პერიოდში აპირებდნენ აჯანყებას,როცა რუსეთის იმპერია და საბჭოთა რუსეთი ძლიერების ზენიტში იყვნენ. ასეთი იყო სწორედ 1832 წლის შეთქმულება და 1924 წლის აჯანყება. ახალი დამარცხებული ყავდა ალექსანდრეს ნაპოლეონი და ძლიერების ზენიტში იყო,ასეთ იმპერიას შეთქმულებას უწყობდა სოლომონი(დიდი სტრატეგოსის და ქვითინის მამის,ნიკოლოზ ბარათაშვილის მასწავლებელი),ხოლო 1924 წელს,ის პერიოდია როცა საბჭოთა ლიდერმა დაამარცხა თეთრები,ხოლო თავის კონკურენტები წელში გაწყვიტა,ხოდა აჯაყნდა ხალხი საქართველოში. ან დრო შეარჩიე ან ვითარება,იმ ჩემებმა მიტომ დაგვიპყრეს რო ძალა ქონდათ და თუ წინააღმდეგობის ტრ... გვქონდა,რაღა 1924 წელი,1921 წელი მანამდე არ იყო?

ისე ისიც უნდა ითქვას,სოლომონის მოსწავლე,ქვითინის მამა ბარათაშვილი ერეკლეს ამუნათებდა,რუსეთთან რატომ დაგვაკავშირეო.წარმოგიდგენიათ,იმ კაცს სწამებდნენ(ახლაც აკეთებს ზოგი) ლაჩრობას,ვინც 60 წელი ხმალი იქნია და როგორც შეეძლო იბრძოდა ქართლ-კახეთისთვის.სხვათაშორის,ქართლელები არ აღიარებდნენ თეიმურაზის პრეტენზიას ქართლის ტახტზე,არც მისი ვაჟი ერეკლეს ქონდა კარგად საქმე ამ მხრივ. ხოდა მარტო კახეთით რას გააწყობდა ერეკლე,თუმცა იბრძოლა და იმარჯვებდა კიდეც. ამბობენ,ეკატერინეს დროს,რუსეთის იმპერია ძალიან ძლიერი იყო და თუ რამე იყო,თავისუფლად შეეძლო ქართლ-კახეთის დაკავება,მარა არ აკეთებდა ამას. აქ ორი მიზეზი იყო,ან გეორგიევსკი არ მოიცავდა ამას ან ერეკლეს რიდი და შიში ქონდათ.
უცნაურია,მარა დღევანდელი სიტუაციის გათვალისწინებით,არ ვარ დარწმუნებული რო მთლად რეპრესიები იყო. ზოგიერთი მათგანი მართლაც იყო რეჟიმთან ან ოკუპაციასთან მებრძოლი,თუმცა მთლად ტიციანის მეუღლეზე თავს ვერ დავდებ. საინტერესოა,რას საქმიანობდნენ მათი ქმრები ან თვითონ 1921 წლიდან 1937 წლამდე? თუ ასეთი შეურიგებელი მებრძოლები იყვნენ ოკუპაციასთან,რატომ მანამდე არ დაპრესეს? ამბობენ,სტალინის და ბერიას ტანდემს ისეთი სისტემა ქონდათ აწყობილი,"ხალხის მტრებს" და უცხოეთის აგენტებს ისე იჭერდნენ,როგორც კოღოს ბაყაყი და ეს ხალხი გამორჩათ? თუ უნდა ვივარაუდოდ რო იყენებდა რეჟიმი გარკვეული ადამიანების წინააღმდეგ და მერე მოიშორეს? იმას რო თავი დავანებოთ,1924 წლის აჯანყება კომპრიმეტირებული იყო და გაცემული,ამიტომაც ვერ შეძლეს დასახული ამოცანების სანახევროდ შესრულებაც კი. იმასაც ამბობენ,ბერია პირადად ხელმძღვანელობდა ამ ოპერაციას და მისი გეგმის მიხედვით ვითარდებოდა ეს აჯანყება. რავიცი,ათასი ინფორმაცია არის გავრცელებული,რაც ჯერ არავის დაუდასტურებია ან უარყოფა არ მომხდარა,ხოდა ვერ გაიგებ ვერაფერს
0 1 5