x
მეტი
  • 04.03.2025
  • სტატია:140687
  • ვიდეო:351932
  • სურათი:513566
"სამწუხაროდ მართალი აღმოვჩნდი"- რას წერს თაკო ჩარკვიანი

image

პოლიტიკოსი, თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:


"მახსოვს ღია ეთერში მეგობარმა გამაოცა ისე მატკინა, მაწყენინა, გამაკვირვა …ქართულ ოცნებას იცავდა გაწიწმატებით და “რას ჰქვია კურსს უცვლიან ქვეყანასო, რატომ ამბობ, აბა სადო?? შენ იმიტომ წახვედი ოპოზიციაში და ასე იმიტომ ამბობ, რომ “ოცნებაზე” და ივანიშვილზე ხარ ნაწყენიო”???? არადა ზუსტად იცოდა ჩემი პოზიცია, რადგან უკვე “კაბელების” გახმაურებული საქმე მომხდარი იყო უდანაშაულო ხალხი დაჭერილი ( ახლა რომ სტრასბურგი მოიგეს ის ხალხი ) და ხელისუფლების მიერ თავდაცვის საჰარეო დაცვაზე უარი იყო ნათქვამი და ეს ქვეყნისთვის კურსის შეცვლის დასაწყისი იყო უთუოდ, ამას ვხედავდი და ეს საშინლად მაღელვებდა, სამწუხაროდ მართალი აღმოვჩნდი, სხვა დანარჩენი კი არასოდეს მაინტერესებდა ცხოვრების მანძილზე, არც სადმე “გავკვეტებულვარ” ოდესმე ჩემი სიცოცხლის მანძილზე, არც რომელიმე პარტიაში ვყოფილვარ ოდესმე, არც ერთ პარტიაში -არასოდეს, არც “ ქართული ოცნების” პარტიაში, ან კიდევ სხვა რომელიმე !!!კონსერვატორიაში და მერე ტელევიზიაში ვმუშაობდი დიდხანს, არასოდეს მიფიქრია თანამდებობაზე ( მიუხედავად შემოთავაზებისა) ასე გავიზარდეთ ოჯახში, წიგნი, წიგნი, საქართველო, წიგნი მუსიკა, საქართველო, წიგნი….


ჩვენი სახლიც საინტერესო ადამიანების თავყრილობებით გამოირჩეოდა და ეს იყო რითიც ვცხოვრობდით ოჯახში, მახსოვს ჩემი მოთხრობების კრებული ( პირველი ჩემი წიგნი რომ გამოვეცი, პრეზენტაციაზე ერთ-ერთი პირველი კრებული ამ ჩემს მეგობარს ვაჩუქე) მოკლედ მან კარგად იცოდა ჩემს შესახებ ყველაფერი…….ასე ვცხოვრობდი სხვა არაფერი, უხერხულიც კი იყო, ცუდი ტონიც კი იყო თითქოს, რაღაც თანამდებობაზე გეფიქრა ადამიანს, რა ვიცი ასე ვფიქრობდი ( დამეთანხმებით, რომ სურვილის შემთხვევაში, რაღაცას მოვახერხებდი, ხომ ასეა?!)


????მოკლედ სიტყვა გამიგრძელდა და …..ახლა ვუყურებ ტვ-ს და მიუხედავად წყენისა, მიხარია, რომ მიმხვდარა 11 წლის შემდეგ ეს ადამიანი, რომ ქვეყანას კურსს უცვლის “ოცნების ხელისუფლება”, მიხარია რომ ახლა ზუსტად იგივე ინტონაციით ამტკიცებს, ზუსტად იგივე “ღიმილით” როგორც მაშინ, რა “გაწიწმატებითაც” სრულიად გაცნობიერებულად მტკენდა გულს ღია ეთერში და ეჭვი შეჰქონდა ჩემს აღელვებაში მოსალოდნელი უბედურების გამო, ეჭვი შეჰქონდა ჩემს გულწრფელობაში, პრაქტიკულად ბრალს მდებდა თვალთმაქცობაში და ანგარებაში, (ჩემს მიმართ ჩვეულებრივი “ ტალახიანი ტროლის” ფუნქციას ასრულებდა ღია ეთერში), ამაზე უფრო დიდი შეურაცხყოფა სხვა, არც არაფერია ჩემთვის, მერე ვფიქრობდი “ეს ტიპი თუ ვეგონე, რანაირად მეგობრობდა წლები ჩემთან თქო?!”


ტკენა დამამახსოვრდა თუ არა?? კი რა თქმა უნდა, ახლობლისგან უფრო გამახსოვრდება, რადგან მან ხომ ზუსტად იცის შენი ყველაფერი და ამიტომ გიკვირს და საზიზღრობად მიგაჩნია.


მე ვუპასუხე თუ არა??? კი ვუპასუხე და თან მწარედ ( მოგეხსენებათ, როგორც იტყვიან “ჯიბეში სიტყვისთვის ხელს არ ვიყოფ”) უთუოდ დაამახსოვრდებოდა ჩემგან “ნასროლი” სიტყვა.


მერე რა მოხდა??? ნუ როგორც სჩვევიათ სიცრუით სავსე ბრალმდებლებს, პასუხი არ მოსწონთ ხოლმე და დავკარგეთ ერთმანეთი ….ახლა რომ დავინახავ, მხოლოდ მაშინ მახსენდება და ზუსტად ისევ ისე მიკვირს მისი თავდასხვა როგორც მაშინ, ოღონდ ახლა მეღიმება და აღარ მტკივა….????
ასეა, ადამიანი საკუთარი შესაძლებლობით აზროვნებს, რაც თავად შეუძლია ჰგონია რომ სხვაც ასეა ალბათ. …..
ახლა რას ვფიქრობ????


მაინც კარგია, მიხარია რომ არის ამ ქვეყნად, თუნდაც ისევ ტყუოდეს ღიმილიანად, როგორც მაშინ …..????✌️"_ წერს თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში.






0
374
1-ს არ მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
374