x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
მამაკაცი კრიმინალურ ავტორიტეტად ასაღებდა თავს და და ხუთი წლის განმავლობაში აუპატიურებს ქვეშევრდომებს
image

იაპონიაში ზოომაღაზიის მფლობელს, რომელიც ამტკიცებდა, რომ იაპონური მაფიის წევრი იყო და 5 წლის განმავლობაში აშინებდა და აუპატიურებდა თავის თანამშრომლებს, 30 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ამის შესახებ Tokyo Reporter იუწყება.



ბრალდებული არის 66 წლის მიჩიო ჰონდა ქალაქ იტოშიმადან, ფუკუოკას პროვინციიდან.

მამაკაცის წინააღმდეგ სარჩელი ექვსმა ყოფილმა თანამშრომელმა შეიტანა, რომლებიც მის მაღაზიაში 2017 წლიდან 2022 წლამდე მუშაობდნენ. ქალები, რომლებიც იმ დროს 20-დან 30 წლამდე იყვნენ, ამბობდნენ, რომ ჰონდა კრიმინალის ავტორიტეტად აჩვენებდა თავს და აიძულებდა სექსუალურ კავშირს. მათი თქმით, უფროსი მათ ხმალს ყელზე ადებდა და მოკვლით ემუქრებოდა, რის შემდეგაც აუპატიურებდა და სხვა უხამს ქმედებებს ჩადიოდა. მან ერთ-ერთი მსხვერპლი მახვილით დაჭრა კიდეც.


ჰონდას დაცვა ამტკიცებდა, რომ მასსა და თანამშრომლებს შორის ყველანაირი სექსუალური კავშირი ურთიერთანხმობით ხდებოდა.


„დაზარალებულები ახლო ურთიერთობაში იყვნენ ბრალდებულთან. გარდა ამისა, ისინი არასოდეს ყოფილან ისეთ მდგომარეობაში, რომ წინააღმდეგობის გაწევა არ შეეძლოთ“, - აცხადებენ ხანშიშესული კრიმინალის ადვოკატები.


თავის საბოლოო სიტყვით გამოსვლისას, ჰონდამ კვლავ უარყო ბრალდება ქალების იძულებით ინტიმურ კავშირის დამყარებაზე და ამტკიცებდა, რომ ის უდანაშაულო იყო. მიუხედავად ამისა, 25 თებერვალს სასამართლომ მას 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

0
227
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
227
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0