x
მეტი
  • 04.03.2025
  • სტატია:140686
  • ვიდეო:351932
  • სურათი:513566
"ასეთი შოკისმომგვრელი რამ ისტორიას არ ახსოვს" - რას წერს რომან გოცირიძე

image


ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, რომან გოცირიძე ოვალურ ოფისში ზელენსკი - ტრამპის შეხვედრას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება და ტრამპისა და ვენსის მხრიდან უკრაინის პრეზიდენტზე პირდაპირ ეთერში ღია თავდასხმას "სამარცხვინოს" უწოდებს:


"სამარცხვინო თავდასხმა ზელენსკიზე ტრამპისა და ვენსის მხრიდან. ასეთი შოკისმომგვრელი რამ პირდაპირ ეთერში დიპლომატიის ისტორიას არ ახსოვს. დახურულ კარებს მიღმა ბევრი რამ მომხდარა.


-“ჩვენი იარაღის გარეშე ორ კვირაში დამარცხდებოდით”-ტრამპი, -“ორ კვირაში არა, სამ დღეში. ასე ეგონა პუტინსაც”-პასუხობს ზელენსკი. მაგარია ზელენსკი. მომავალში კიდევ უფრო მეტად დავაფასებთ."- წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, ზელენსკისა და ტრამპს შორის ოვალურ ოფისში შეხვედრა გაიმართა, თუმცა ლიდერების მხრიდან ურთიერთშელაპარაკებისა და კამათის გამო ვოლოდიმირ ზელენსკიმ თეთრი სახლი დროზე ადრე დატოვა. შეხვედრისას ზელენსკიმ ტრამპს რუსეთის მიმართ სიფრთხილისკენ მოუწოდა, ხოლო ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტი უპატივცემულობაში დაადანაშაულა. ზელენსკიმ ტრამპს ღიად უსაყვედურა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიმართ რბილი მიდგომების გამო.


ზელენსკიმ ტრამპს ასევე მოუწოდა არ წავიდეს "კომპრომისზე მკვლელთან" - რუსეთის პრეზიდენტზე, ვლადიმირ პუტინზე მინიშნებით. საუბარში ჩაერთო ასევე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსიც - მან ზელენსკის უთხრა, უპატივცემულობაა ოვალურ ოფისში თქვენი პოზიციის გასატარებლად მოსვლაო, რასაც ტრამპიც დაეთანხმა. ტრამპის თქმით, ზელენსკის შეუძლია თეთრ სახლში მაშინ დაბრუნდეს, როცა მშვიდობისთვის მზად იქნება.








0
128
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
128