x
მეტი
  • 03.03.2025
  • სტატია:140667
  • ვიდეო:351932
  • სურათი:513527
ჩვენ არ გვჯერა იმის, რასაც ვხედავთ, ჩვენ ვხედავთ იმას, რისიც გვჯერა


თუ უბრალოდ ვისაუბრებთ დაკვირვების აქტზე, დაკვირვების აქტი ეს არის შემოქმედება, ქმნა. ჩვენ არ გვჯერა იმის, რასაც ვხედავთ, ჩვენ ვხედავთ იმას, რისიც გვჯერა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, თუკი სწორად გავიგებთ., რადგან დაკვირვება ეს არ არის რაიმეს დათვალიერება. ჩვენ ვქმნით ჩვენიო ფიქრების პროექციას და ეს პროექციები ფუნქციონირებენ ჩვენი წინასწარგანწყობებიდან. იმ მომენტში, როცა ვიწყებთ დაკვირვებას, ჩვენ რაღაცას ვვარაუდობთ და ეს წინასწარგანწყობა და ვარაუდი არის ჩვენი რწმენა. ასეთნაირად დაკვირვება ეფუძნება რწმენას. კვანტურ დონეზე რეალობა განისაზღვრება დამკვირვებლის წინასწარგანწყობით, ჩვენ მიერ ყველაფერი ასე განისაზღვრება სამყაროში,

„არაცნობიერი ფიქრები სუბატომური ნაწილაკების ეკვივალენტურია“- ექიმი დიპაკ ჩოპრა.

სუბატომურ დონეზე ჩვენ საქმე არ გვაქვს ფიზიკურ რეალობასთან, როგორც ეს გვეჩვენება მაკროსკოპულ დონეზე, არამედ საქმე გვაქვს ინფორმაციის ენერგიასთან. აქ ჩვენ საქმე გვაქვს არა ნაწილაკებთან, არამედ ველებთან. ამ ველებში ცნობიერება და ენერგია ადვილად ურთიერთქმედებს, ვიდრე ზედაპირულ დონეებზე ისინი აღიქმება ცალ-ცალკე. ჩვენ გვიმალავდნენ ამ სიღრმისეულ კავშირს ცნობიერებასა და მატერიას შორის.

გრეგ ბრეიდენი:“ ერთიანი ველი აერთებს ატომებსა და ადამიანთა გრძნობებს, საგნებს. ჩვენი შინაგან გრძნობები სუბატომურ დონეზე ცვლიან აღქმებს, როგორც მატერიის გარეგნულ მდგომარეობას“. ყურადღება მიაქციეთ - ის ამბობს, რომ ფიზიკური და ფსიქოლოგიური დონეები ურთიერთქმედებენ ერთიან ველთან- ერთი მედლის ორი მხარე. ველის ერთი და იგივე სივრცე აერთიანებს ორივე გაგებას. ეს ველები ან ღრუბლები არსებობენ ერთად სიმების სახით - სიმების თეორია.


ისინი სავსეა სიცოცხლის ინფორმაციით, რაც უფრო შორს მივდივართ, მით უფრო ვპოულობთ ფსიქოფიზიკურ, ფიზიკა-ემოციურ რეალობას. ჩვენი არაცნობიერი დონე ერთიანია ჩვენს გარემომცველ ობიექტებთან. ისინი ერთ ველში იმყოფებიან. არ დაივიწყოთ, რომ აზრები ესაა ჩვენი ღრმა არაცნობიერი რწმენების გამოხატულება. ჩვენი არაცნობიერი რწმენების ღრმა სისტემა ასე მართავს რეალობას, ასევე ფიზიკურ რეალობას. ამას ჩვენ ვხედავთ განცალკევებულობის ილუზიებისა და რწმენების მიღმა. ღრმა დონეზე ველი აერთიანებს ყველაფერს


დიალოგი ფილმიდან " ფენომენი":

image

-როგორ აკეთებ ამას? როგორ ამოძრავებ ფანქარს? ეს რაიმე ფოკუსია?
-არა! აქ არაფერია ისეთი, რასაც მართვას დაარქმევდი ან ბრძანებას. მე უბრალოდ ვთხოვ მას ამას. ეს უფრო პარტნიორობაა,
- ფანქართან პარტნიორობა? - რატომაც არა? ჩვენ ხომ ერთი და იმისგანვე ვართ შექმნილი? ასე არ არის?
-რაა?
-ენერგიისგან!


ყველა ჩვენი რწმენა იმპლანტირდება ცხოვრების მანძილზე და ერთიანდება ჩვენი პროგრამირების ფორმად, მაგრამ აქ პრობლემაა. აზროვნების პროცესისა და რწმენათა სისტემების დიდი ნაწილი ოპერირებენ არაცნობიერ დონეზე. ამიტომ ვართ მატრიცის საზღვრებს იქით სიღრმისა და კავშირების აღქმისგან დაბლოკილები. სწორად მასშია ჩარჩენილი ტრავოლტას გმირი. მატრიცა ესაა სხეულთა გაყოფისა და სიმყარის ილუზია, რომელშიც ჩვენ ვვარდებით დაკვირვებისას და რომლის მიღმაც იმალება სიღრმისეული რეალობა. აინშტაინმა გვაჩვენა, რომ აღქმული სიმყარე ეს მირაჟია.

ჩვენ ირგვლივ არსებული მთელი ფიზიკური მატერია მიღებულია ენერგიის ნაწილაკების ვიბრაციისგან. სიხშირის ცვლილებით შეიძლება შეიცვალოს მატერიის სტრუქტურა“.

სწორედ თვალებიდან ილუზიური ბინდის მოხსნა ხდება ფილმში „მატრიცა“, სადაც ბიჭუნა აჩვენებს ნეოს გადაღუნულ კოვზს და ეუბნება, არ შეეცადოს კოვზის გადაღუნოს, რადგან ეს შეუძლებელია.


image

„ უბრალოდ შეეცადე გააცნობიერო სიმართლე, რომ კოვზი არ არსებობს. და შენ დაინახავ, რომ კოვზი კი არ იღუნება, არამედ ჩვენ თვითონ".

ბევრი ჩვენგანია ასეთ მატრიცაში გამოკეტილი, დარწმუნებულია რა, რომ რასაც ხედავს გამოყოფილია ჩვენგან, მაგრამ ჩვენი ღრმა ნაწილი ოპერირებს ჩვენითვე სუბატომურ არაცნობიერ დონეზე. რას ვქმნით არაცნობიერად? არაცნობიერიდან ჩვენ ვქმნით არასასურველ შედეგებს. ჩვენ ფარული სურვილების დემონსტრირებას ვახდენთ. აი, რაც არ გვინდა, რომ გვახსოვდეს. ჩვენ გაჭედილი ვართ შაბლონებში, პროგრამებში. ინდივიდუალური პროგრამები, რომლების გამოც გამოკეტილი ვართ განცალკევებულობისა და გამონაკლისობის შეგრძნებაში. მოზრდილობისას ჩვენ ვცხოვრობთ იმავე შაბლონებით, რომელიც შევიძინეთ ბავშვობაში, ეს დაახლოებით ისეთივეა, რაც კარმა. დაკვირვების პრობლემის არსი იმაშია, რომ დაკვირვება წარმოადგენს დაკვირვების ობიექტის შექმნის პროცესს და ამას მოჰყვება უმნიშვნელოვანესი შედეგები თითოეულისთვის, რადგან რაიმეს ან ვინმეს დაკვირვების მომენტში ჩვენ ვიწყებთ ვარაუდს რაც ნიშნავს შექმნასაც.

დევიდ აიკი: „ როცა იმყოფებით შიშის მდგომარეობაში, შიში კი ძალიან ნელი და დაბალსიხშირიანი ვიბრაციებია, მით უფრო მეტად ხედავთ შიშის რეალიზებას ირგვლივ. და მასების მართვის მთელი სისტემა აგებულია შიშით მანიპულირებაზე, რომ ვყავდეთ სტრესის ქვეშ, ხვალინდელ დღეზე ფიქრსა და გუშინდელ დღეზე სინანულში. ეს ჩვენ გვძირავს ნელი ვიბრაციების მდგომარეობაში. ძალიან ფრთხილი უნდა ვიყოთ იმასთან მიმართებით, რისიც გვჯერა და გვწამს მომავალთან მიმართებით. ჰოლოგრაფიულ რეალობაში, რაც მეტად ხართ დამოკიდებული რწმენათა სისტემაზე, მით მეტად ქმნით იმას, რაშიც დარწმუნებული ხართ.

და რისი გჯერათ თქვენ? თქვენი ყოველი გაფიქრება ქმნის თვით რეალობას, რომელიც იზრდება როგორც ობობას ქსელი. არაცნობიერი -ეს შემოქმედებითი ძალაა, რომლისგანაც შევდგებით და ქმნის მას, რითაც დაპროგრამებული ვართ ჩვენს შიგნით.


არაცნობიერი არსებობს ცნობიერებასთან საზღვარზე და ის აბრუნებს ყველა ჩვენს წაშლილ და მოპარულ მოგონებებს.


ეს ის ძალაა, რომელზეც საუბარია ცნობილ დოკუმენტურ-შემეცნებით ფილმში " საიდუმლო და მიზიდულობის კანონი", თუმცა გამოტოვებულია არაცნობიერი - რგოლი იმ მექანიზმის გააზრებაში, რომელიც რეალურად მუშაობს.


თვითონ ცნება დაკვირვება უპირისპირდება იმას, რომ მისი გვჯერა, რასაც ვხედავთ. იფიქრო, რომ ჩვენ განვიცდით იმ გამოცდილებას რომელსაც ავტომატურად ვქმნით თვითონვე განცალკევებულად, საფრთხის შემცველია და საშიში. რეალურია იფიქრო, რომ ქმნის იმას, რასაც აკვირდები.

0
30
1-ს მოსწონს
ავტორი:ბერძენაძე თამარ
ბერძენაძე თამარ
Mediator image
30
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0