x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ანდაზებით გადმოცემული ებრაული სიბრძნე

ყველა ერს აქვს თავისი, განსაკუთრებული თვითმყოფადობა, რომელიც ყველაზე კარგად ანდაზებში აისახება. უამრავი ლეგენდა მოგვითხრობს ებრაელების სიბრძნის შესახებ და ამ ლეგენდების მტკიცებულებად, ქვემოთ მოცემული ანდაზები და გონებამახვილური გამონათქვამები გამოდგება.


image


1. ფული ქონა არც ისე კარგია, როგორც ცუდია მის გარეშე ყოფნა.

2. ადამი - პირველი იღბლიანი კაცი იყო დედამიწაზე, რადგან მას სიდედრი არ ჰყავდა.

3. თუ პრობლემის ფულით მოგვარება შეიძლება, მაშინ ის პრობლემა კი არა, ხარჯია.

4. ღმერთმა ადამიანს ორი ყური და ერთი პირი მისცა, რომ მან ცოტა ილაპარაკოს და უფრო მეტი მოისმინოს.

5. ღმერთმა დაგიფაროთ ცუდი ქალებისგან, კარგებისგან თავის დაცვას თავადაც შეძლებთ.

6. შემოვიდა ღვინო - გავიდა საიდუმლო.

7. ღმერთი ვერ იქნება ერთდროულად ყველასთან, ამიტომ, მან დედები შექმნა.

8. ნუ იქნები ტკბილი, თორემ შეგჭამენ და ნუ იქნები მწარე, თორემ გადაგაფურთხებენ.

9. გეშინოდეს თხის წინიდან, ცხენის უკნიდან, ხოლო სულელის - ყველა მხრიდან.

10. სტუმარს და თევზს, 3 დღის შემდეგ, ცუდი სუნი ასდის.

11. ცოდნა ბევრ ადგილს არ იკავებს.

12. უკეთესია ებრაელი წვერის გარეშე, ვიდრე წვერი - ებრაელის გარეშე.

13. ადამიანმა უნდა იცოცხლოს, თუნდაც ცნობისმოყვარეობის გამო.

14. ღმერთი ღარიბებს იცავს, თუნდაც იმ ცოდვებისგან, რომლებსაც მდიდრები სჩადიან.

15. ქველმოქმედება არაფერი რომ არ ღირდეს, ყველა ფილანთროპი იქნებოდა.

16. მშობლები შვილებს ლაპარაკს ასწავლიან, ხოლო შვილები მშობლებს – გაჩუმებას.

17. როდესაც შინაბერა თხოვდება, ის მაშინვე, ახალგაზრდა ცოლად გადაიქცევა.

18. შორიდან, ყველა ადამიანი კარგი ჩანს.

19. შესაძლებელია, კვერცხი ქათამზე ჭკვიანი იყოს, მაგრამ ის მალე ლაყდება.

20. კაცები უფრო მეტს გააკეთებდნენ, ქალებს რომ ნაკლები ელაპარაკათ.

21. კარგად გაჩუმება უფრო რთულია, ვიდრე კარგად ლაპარაკი.

22. ცუდი ცოლი წვიმაზე უარესია. წვიმა სახლში აგდებს ადამიანს, ხოლო ცოლი

– გარეთ.

23. სამყაროს გაქრობა ემუქრება არა იმიტომ, რომ ბევრი ადამიანია, არამედ იმიტომ, რომ ბევრი არაადამიანია.

24. ღმერთო! დამეხმარე ფეხზე დადგომაში - დაცემას მე თვითონ მოვახერხებ.

25. როგორიც არ უნდა ტკბილი იყოს სიყვარული, მისგან კომპოტს ვერ მოხარშავ.

26. როდესაც საქმე არაფერი აქვთ, უდიდეს საქმეებს ეკიდებიან.

27. ორი უბედურებიდან, პესიმისტი ორივეს ირჩევს.

28. ყველა წუწუნებს ფულის ნაკლებობაზე, ხოლო ტვინის ნაკლებობაზე, არავინ.

29. ვისაც შვილები არა ჰყავს, ის კარგი აღმზრდელია.

30. შიშისგან სიკვდილს, სიცილით სიკვდილი სჯობია.

31. ორ ადამიანს არ სჯერა ნაცნობის სიკვდილის, ვისაც ის უყვარს და ვისაც სძულს.

32. გამოცდილება არის სახელი, რომელსაც ადამიანები საკუთარ შეცდომებს არქმევენ.

33. ჭაღარა არის არა სიბრძნის, არამედ მოხუცებულობის ნიშანი.

34. ასაკთან ერთად ადამიანი, ცუდად ხედავს, მაგრამ უფრო მეტის დანახვას ახერხებს.

35. ყველა ებრაელმა იცის, რა არის კარგი და რა ცუდი.


imageარხის სხვა სიახლეები:


* კაცი, რომელმაც ჰიტლერზე მეტი ადამიანი მოკლა, დავიწყებას მიეცა

* "ტიტანიკის" კატასტროფა გარდაუვალი იყო – გემი პორტიდან რომ არ გასულიყო, მაინც ჩაიძირებოდა

* 7 ყველაზე საოცარი მცენარე პლანეტაზე

* რომელი ვიტამინი უწყობს ხელს წონაში კლებას და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას?



0
231
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
231
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0