x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ნაპოვნია მღვიმის მარგალიტის უდიდესი საბადო

იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტის მეცნიერებმა და მათმა კოლეგებმა, სამხრეთ ლევანტში, 50 გამოქვაბული აღმოაჩინეს, რომელშიც მღვიმის მარგალიტის უდიდესი მარაგია. საქმე ეხება მრგვალ, მარგალიტის მაგვარ მინერალებს, რომლებსაც სპელეოთემი ჰქვია, წერს Phys.org.


image


მღვიმის მარგალიტები — ქვიშის ხელა ნაწილაკის ბირთვზე, რამდენიმე ფენა მინერალით დაფარული ბურთულაა, რომლის ზომა — 0, 1 მმ–იდან — 30 სმ–მდე შეიძლება იყოს.

სპელეოთემების უმეტესობისგან განსხვავებით, რომლის ჩამოყალიბებას ათასობით წელი სჭირდება, მღვიმის მარგალიტი შეიძლება, ბევრად უფრო სწრაფად — რამდენიმე ასეულ წელიწადში ჩამოყალიბდეს. მღვიმეებში მსგავსი დანალექი ქანების ფორმირება, რიგი პირობების დაცვის გარეშე, შეუძლებელია. კერძოდ: უნდა იყოს გაჯერებული წყალი, ბირთვები, ბრტყელი იატაკი, ზედაპირული წყალსაცავი, წვეთ–წვეთად მოძრავი წყალი და ასევე, დროთა განმავლობაში, ნიადაგის ქიმიური შემადგენლობა უნდა იცვლებოდეს.


image


მღვიმის მარგალიტი, მეცნიერებმა ჯოვააზის წყაროს გვირაბში აღმოაჩინეს, რომელიც ხელოვნურად არის შექმნილი, მიწისქვეშა წყალსატევიდან, წყლის ზედაპირზე ამოსაყვანად. გვირაბი 232 მ-ზე ვრცელდება და ჩრდ-დას–ით მშრალ არხში მიედინება.

«ჩვენი საწყისი კვლევა, კარტოგრაფირებაზე და არქეოლოგიურ არტეფაქტებზე იყო ფოკუსირებული. გამოქვაბულის მარგალიტი, იშვიათი ტიპის სპელეოთემაა და კვლევის მთავარი მიზანს არ წარმოადგენდა. ამ წარმონაქმნების აღმოჩენა, ნამდვილად რომ მოულოდნელი იყო», — განაცხადა ექსპედიციის ერთ–ერთმა მონაწილემ.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კვლევის შედეგად, 50 გამოქვაბულიდან, 14–ში, მარგალიტთან ერთად, კერამიკული არტეფაქტებიც აღმოაჩინეს.

ჭურჭლის ნაწილი ელინისტური ხანით თარიღდება (ძვ. წ. აღრ. 333−63 წწ.), არის ასევე, რომაული (ძვ. წ. აღრ. 63–324 წწ.) და ბიზანტიური (330−636 წწ) პერიოდის. გამოქვაბულების კვლევა გრძელდება...


imageარხის სხვა სიახლეები:


* ყველაზე უცნაური და წარმოუდგენელი ფაქტები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან

* მთვარეზე ისეთი რამ აღმოაჩინეს, რასაც ჩვენი სამყაროს შეცვლა შეუძლია

* "მთვარიანი ღამე" – გამოცანა მხოლოდ ნამდვილი დეტექტივებისთვის (პასუხი აქვს)

* რომელი ვიტამინი უწყობს ხელს წონაში კლებას და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას?



0
402
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
402
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0