სხვა ნაპოვნია მღვიმის მარგალიტის უდიდესი საბადო 7 მარტი, 13:53 იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტის მეცნიერებმა და მათმა კოლეგებმა, სამხრეთ ლევანტში, 50 გამოქვაბული აღმოაჩინეს, რომელშიც მღვიმის მარგალიტის უდიდესი მარაგია. საქმე ეხება მრგვალ, მარგალიტის მაგვარ მინერალებს, რომლებსაც სპელეოთემი ჰქვია, წერს Phys.org. მღვიმის მარგალიტები — ქვიშის ხელა ნაწილაკის ბირთვზე, რამდენიმე ფენა მინერალით დაფარული ბურთულაა, რომლის ზომა — 0, 1 მმ–იდან — 30 სმ–მდე შეიძლება იყოს. სპელეოთემების უმეტესობისგან განსხვავებით, რომლის ჩამოყალიბებას ათასობით წელი სჭირდება, მღვიმის მარგალიტი შეიძლება, ბევრად უფრო სწრაფად — რამდენიმე ასეულ წელიწადში ჩამოყალიბდეს. მღვიმეებში მსგავსი დანალექი ქანების ფორმირება, რიგი პირობების დაცვის გარეშე, შეუძლებელია. კერძოდ: უნდა იყოს გაჯერებული წყალი, ბირთვები, ბრტყელი იატაკი, ზედაპირული წყალსაცავი, წვეთ–წვეთად მოძრავი წყალი და ასევე, დროთა განმავლობაში, ნიადაგის ქიმიური შემადგენლობა უნდა იცვლებოდეს. მღვიმის მარგალიტი, მეცნიერებმა ჯოვააზის წყაროს გვირაბში აღმოაჩინეს, რომელიც ხელოვნურად არის შექმნილი, მიწისქვეშა წყალსატევიდან, წყლის ზედაპირზე ამოსაყვანად. გვირაბი 232 მ-ზე ვრცელდება და ჩრდ-დას–ით მშრალ არხში მიედინება. «ჩვენი საწყისი კვლევა, კარტოგრაფირებაზე და არქეოლოგიურ არტეფაქტებზე იყო ფოკუსირებული. გამოქვაბულის მარგალიტი, იშვიათი ტიპის სპელეოთემაა და კვლევის მთავარი მიზანს არ წარმოადგენდა. ამ წარმონაქმნების აღმოჩენა, ნამდვილად რომ მოულოდნელი იყო», — განაცხადა ექსპედიციის ერთ–ერთმა მონაწილემ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კვლევის შედეგად, 50 გამოქვაბულიდან, 14–ში, მარგალიტთან ერთად, კერამიკული არტეფაქტებიც აღმოაჩინეს. ჭურჭლის ნაწილი ელინისტური ხანით თარიღდება (ძვ. წ. აღრ. 333−63 წწ.), არის ასევე, რომაული (ძვ. წ. აღრ. 63–324 წწ.) და ბიზანტიური (330−636 წწ) პერიოდის. გამოქვაბულების კვლევა გრძელდება...
|
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი |