x
მეტი
  • 01.03.2025
  • სტატია:140642
  • ვიდეო:351931
  • სურათი:513469
"თლა შტერებისთვის…” - რას წერს მამუკა ღლონტი

image


"მაესტროს” დამფუძნებელი, მამუკა ღლონტი ოვალურ ოფისში ზელენსკი - ტრამპის გუშინდელ შეხვედრას სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტით ეხმაურება და წერს:



"თლა შტერებისთვის:


წარმოიდგინეთ გურიის მთიან სოფელში თოვლში ჩარჩენელი ოჯახი, მცირეწლოვანი ბავშვებით, მოხუცებით, ახალგაზრდებით, რომელთა სახლიც წამი წამზე ჩამოინგრევა და ქვეშ მოიყოლებს მთელს ოჯახს. მათთან მიდის მაშველი და ეუბნება – გიშველით, გადაგარჩენთ, ოღონდ რაც კი ძვირფასეულობა გაქვთ მე უნდა მომცეთ, მანამ კი თქვენი მადლობა არ მომეწონა ჩამწკრივდით და ხმამაღლა მაქეთო.. ან ჩაგტოვებთ აქ, ჩემი ჯანმრთელობა უპირველეს ყოვლისა, მეშინია არ გავცივდეო.. ე ეგ მაშველია ტრამპი." - ვკითხულობთ მამუკა ღლონტის პოსტში.


შეგახსენებთ, რომ გუშინ, ზელენსკისა და ტრამპს შორის ოვალურ ოფისში შელაპარაკება მოხდა. ზელენსკიმ ტრამპს რუსეთის მიმართ სიფრთხილისკენ მოუწოდა, ხოლო ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტი უპატივცემულობაში დაადანაშაულა. ზელენსკიმ ტრამპს ღიად უსაყვედურა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიმართ რბილი მიდგომების გამო. ტრამპი აცხადებდა, რომ პუტინს შეთანხმების გაფორმება სურს.


ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა არ წავიდეს "კომპრომისზე მკვლელთან" - რუსეთის პრეზიდენტზე, ვლადიმირ პუტინზე მინიშნებით. საუბარში ჩაერთო ასევე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსიც - მან ზელენსკის უთხრა, უპატივცემულობაა ოვალურ ოფისში თქვენი პოზიციის გასატარებლად მოსვლაო, რასაც ტრამპიც დაეთანხმა. მედიასთან საუბრის ბოლოს ტრამპმა ზელენსკის უთხრა, რომ ის "ძალიან მადლობელი" არ არის და ეს "დიდი სატელევიზიო შოუ იქნება".







0
281
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
281