x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
ირინა შანიძე: თებერვლის დიდთოვლობამ გამახსენა ეს ამბავი
image

დიდთოვლობა 2025 (ჩემი სოფელი: ბერძნისწყარო, ქვაყუდე, გორმაღალი განსაცდელშია)
თებერვლის დიდთოვლობამ გამახსენა ეს ამბავი.
მერვე, მეცხრე კლასის მოსწავლე ვიქნებოდი მაშინ. დიდი თოვლი მოვიდა იმერეთი- გურიის საზღვრად მდებარე ჩვენს სოფელში: ბერძნისწყაროზე.
მთელი კვირა ითოვა. არც ღობეები ჩანდა და არც ჭიშკრები. მეზობლის სახლის სახურავებს ვხედავდით მხოლოდ...პირველი სართულის ფანჯრებიც კი დაფარული იყო.
მაშინ ჩემი სოფელი ისეთი ცარიელი როდი იყო, როგორც დღეს...
დილით, გაღმა გამოღმა გადაძახილი მაღვიძებდა.
- ბესიააა, რას შობი ბიჯო, არ შეშინდე მოვდივართ!გამოსძახებდა გაღმიდან პავლე და რეზო, მამაჩემიც შეუღარღილებდა:
- გიცდით, ბიჭებო აბა რა შემაშინებსოოო...
იქედან თენგიზი შანიძე, აქეთ შალვა...შეიკრიბებოდნენ და მთელ სოფელს დაივლიდნენ...სახურავიდან სახურავზე გადადიოდნენ.
მთელი დღე შინ შემოსვლას ვერ ახერხებდნე. მაგარამ ბედნიერები იყვნენ, ბედნიერები ვიყავით...
სოფელში სახლი რომ წაიქცეს თოვლისაგან, სოფლის სირცხვილიაო იტყოდნენ. ჰოდა ყველა სახლს, გამოკეტილსა თუ ღიას, სამშვიდობოს რომ დაიგულებდნენ აუცილებლად ჩვენთან დაჯდებოდნენ და მამაჩემის დაწურულ ცოლიკაურს და დედაჩემის კეცის ხაჭაპურებს მიირთმევნენ. ამბებს ყვებოდნენ, კაცურ, ადამიანურ ღირსებებზე, ტრადიციებზე, ძველ და ახალ ამბებს. არაფერი სჯობდა მათ მოსმენას. სიმღერითა და ერთად ყოფნით აფრთხობდნენ ზამთრის სუსხს.
ჩვენი სახლის ქვემოთ, ჩიხის ბოლოს პაშა შანიძე ცხოვრობდა. მახსოვს ყელამდე თოვლის კვალვით, დილის 10 საათიდან მხოლოდ საღამოს 5 ზე მოახერხეს მასთან ჩასვლა ...მერე სახლიც დათოვლეს და პურიც და საჭმელიც დაუტოვეს, რომელიც ფეხით წასულებმა მოიტანეს ჩოხატაურიდან. ფეხით, რადგან გზა დაკეტილი იყო და ავტობუსები და მანქანები ვერ მოძრაობდნენ. იყო მკაცრი ზამთარი, მაგრამ იყო სოფელი, საერთო ჭირითა და ლხინით, სოფელი, ერთმანეთის ჭირისუფალი ადამიანებით, სოფელი სიკეთით და ვაჟკაცური ტრადიციებით...
თოვს უკვე რახანია. ჩემს სოფელში ახლა ორი მეტრი თოვლია...
არც მამაა, არც რეზო, არც პავლე, არც თენგიზი, არც პაშა, შალვა და გრიშა...
გამოკეტილია ჩემი კუთხის სახლები და თითქოს მათი მტკივნეული ტკაცუნი მესმის...
ძვლებში მამტვრევს და გული შფოთავს... გზა ჩახერგილია, დამეწყრილი...
სოფელი მოწვეტილია ყველა კომუნიკაციას, არც შუქია, არც გაზი...
მე პირჯვარს ვიწერ და ვილოცები, არ ვიცი თავს ვამხნევებ, სოფელს თუ მარტო დარჩენილ სახლებს: ნუ გეშინია, ნუ გეშინია, ნუ გეშინია... უფალი სუფევს...
უნდა კარგად იყოს ჩვენსა და თქვენსა ყველაფერი, აუცილებლად კარგად...- წერს პოეტი ელენე შანიძე
0
14
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
14
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0