სხვა "ვხედავ კიდევ ერთ მეწყერსაშიშ ადგილს საქართველოში..." - ლელა კაკულია საზოგაოდებას აფრთხილებს დღეს, 11:29 ცნობილი ქართველი ნათელმხილველის, ლელა კაკულიას ოფიციალურ გვერდზე მისი 2023 წლის 6 აგვისტოთი დათარიღებული წინასწარმეტყველება ვრცელდება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:"2023 წელი, 6 აგვისტოამ წუთას ვხედავ სერიოზულ შეტევას პოლონეთზე — ბომბს ჩამოაგდებენ. უკრაინა კი ბომბს კრემლს ესვრის და ვხედავ, როგორ იწვის კრემლის ვარსკვლავები.აქ ლუკაშენკოს შეშინებულ სახეს ვხედავ. ის წინ აღუდგება პუტინს და გადაწყვეტს, რომ ბრძოლა გამოუცხადოს. საქართველო დაავიწყდებათ — ევროკავშირის ქვეყნებზე გადაერთვებიან. საქმეში ამერიკაც ჩაერევა. ამ დროს კი საქართველოს რთული პოლიტიკური თამაშებიდან ძვრება.ვხედავ, მოდის „გიორგი ბრწყინვალე“, 50 კოსმიური ლეგიონი ფეხზე დგას. ერთი ხელის აქნევა და მთელ რუსეთს წალეკავს მეწყერივით, როგორც შოვი წალეკა. და ეს იქნება პასუხი მათთვის, ვინც შოვის ტრაგედია საქართველოს ანტირუსული განწყობის სასჯელად გამოაცხადა.ვხედავ კიდევ ერთ მეწყერსაშიშ ადგილს საქართველოში — ეს გომბორია! იმაზე მეტი მიწა წყდება, ვიდრე შოვში მოწყდა, მაგრამ კახეთი გადარჩება — სასწაულებრივად გადარჩება!!! უზარმაზარი ენერგია მოდის კოსმოსიდან და ამ ყველაფერს აჩერებს. ნეტავ, ჩემი თვალით შეგახედათ და დაგანახათ ეს სასწაული...“, "- ვკითხულობთ ლელა კაკულიას "ფეისბუქის" პირად გვერდზე.131 შეფასება არ არის |