x
მეტი
  • 23.04.2025
  • სტატია:141853
  • ვიდეო:351928
  • სურათი:514440
შუაში,ლურჯ ფანჯრებში ჩასმული, ჩემი ლამაზი სახლია,სადაც 17 წელიწადი გავატარე

image

შუაში, ლურჯ ფანჯრებში ჩასმული, ჩემი ლამაზი სახლია, სადაც 17 წელიწადი გავატარე.
მახსოვს დილა, თეთრი და სუსხიანი.
საწოლიდან ნახევრად რომ წამოვდგებოდი და ფარდას ფანჯრის ბოლომდე გავიტანდი.
მთელი ღამე თოვლის მოლოდინით რომ არ მძინავდა. (თურმე ეს ყოფილა ბავშვობა)
თეთრად აფეთქებულ ხეებს სულ სიხარულით შევავლებდი თვალებს.
მერე უკანა მხარეს, აივანზე გავიდოდი და მაღლა ცას მივაპყრობდი მზერას.
მსხვილ ფანტელებს თითქოს ცაში ავყავდი (ეს ახლა ვხდები რომ ილუზია იყო და ჩემი ბავშვობის კოსმოსი ერქვა..შეგიძლიათ აქ გაიცინოთ )
რაღაცნაირი თბილი ზამთარი იცოდა მართლა, ყველას ერთნაირად გვიხაროდა დაზამთრება.
თითქოს ზამთარი მარტო თეთრი კი არა, ფერადიც იყო...
სიხარულით, განწყობით და სიყვარულით გაფერადებული.
ზემომთიან აჭარაში 4 მეტრო თოვლი მოდიოდა. (სულ ასე მახსოვს)
კართან მობჯენილ ზამთარსა და თოვლს, მამაჩემის ფართო, ყვითელი დიდი ნიჩაბი დაუწყებდა ორთაბრძოლას .
თეთრად დაფარულ ეზოს- შემოსასვლელ გზას გაუკეთებდა და კვალს მთავარ გზას შეუერთებდა.( მეზობელისადმი ერთგვარი პატივისცემა იყო ესეც, გაკვალული გზა ნიშნავდა, სტუმრის მოლოდინს)
დედაჩემი ფეჩს ფიჩხს შეუმატებდა, საკვამურიდან ამოსულ ბოლს გაუსწორებდა თვალს და დაიმედებით იტყოდა: "ხვალ დარი იქნება, კვამლი სწორად ადის ცაშიო."
ბებიაჩემს კი ზამთარი არ უყვარდა.
ხეხილს სპობს და ანადგურებსო.
ახლად ატოტვილ ხეების გამო წუხილი ჰქონდა.
სულ ფუთავდა, თოვლის ნამქერს რომ არ ჩამოეხლიჩა ხეები.
დიდი საბერტყი ჯოხით დაუვლიდა ხის ძირებს და ისე მოათქმევინებდა სულს..
თვითონ კი, თოვლის საბანში გახვეული მოგვადგებოდა კარს და ცოცხით ჩამობერტყვას მოვუნდებოდით რამოდენიმე ხანი.
სიცილ-კისკისით შემოვაცლიდით, შეყინულ თოვლს..
ზამთრისთვის მზადება შემოდგომაზე იწყებოდა.. მამაჩემი, ძალიან ფრთხილი და ემოციური გახლდათ. წელს დიდ ზამთარს ვარაუდობენო..(სახლის ბალავარს და ჭერს საგულდაგულოდ დაათვალიერებდა)
შეშას მოამარაგებდა, ტომრებით ფქვილს. შემოდგომაზე აღებული მოსავლით სავსე გვქონდა ნალია.
ბებიაჩემი კი ზაფხულიდან იწყებდა თადარიგს (როგორც შეეძლო) ვაშლის ჩირს გამოახმობდა, გვიან შემოდგომაზე თეთრ ხაპებს განსაკუთრებულ დოლბანდში ინახავდა,
და დასძენდა:
"ანავ, დიდი ზამთარი რომ მოგვადგება კარზე, რას შევექცევითო"
მართლაც დიდი ზამთარი მოდიოდა, გრძელი ღამეები ფეჩის ძირას შემოხუზნულს ერთად გაგვყავდა...
ტკბილი იყო ბავშვობა და უფრო უტკბესია დღეს ამის მოგონება.
მამაჩემს ოთხი გოგო შვილი ვყავდით, ზემო აჭარაში ქალიშვილის აღზრდას რაღაცნაირად მეტი სიფრთხილე, უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა.
საკმაოდ თავისუფალ ოჯახში გავიზარდე, მაგრამ ყოველთვის მასწავლიდნენ სტუმართმოყვარეობის მნიშვნელობას. ტრადიციებსა და ადათ-წესებს, ზნეობას, კულტურას.
არასდროს დამავიწყდება ბებიაჩემის( ნენეს)დარიგება:
"ანავ, ხალხს, მარტო შენი თეთრი შუბლის გამო არ მეეწონებიო, რაფერც მეიქცევი სხვაგან, ისეც გამოგვაჩენ და გვასახელებ ჩვენცო"
ვუფიქრდები და როგორი მართალია, სადაც არ უნდა იყო ადამიანი, ყველგან შენი წილი ოჯახი მიგყვება....
სილაღე და სიყვარული უნდა მიიტანო ყველგან!!
არ უნდა გაგირბოდნენ ადამიანები, უნდა გენდობოდნენ.
და ეს ოჯახში ისწავლება
ჰო, ზამთარზე ვყვებოდი.. არც ისე პატარა ასაკში ვარ ახლა თქო. თოვლიც მოდის, სიცივეც არის და სუსხიანი დარებიც მაგრამ ის სიწითლე და სიცივისგან შეფაკლული ლოყები, ბავშვობაში რომ იცოდა, ისეთი აღარაააა...გადასხვაფერდა...... !!!!!!
ლამაზი ფიქრები მომერევა ხოლმე და სულ მინდა ფურცელზე გადავიტანო..
ეჰჰ, ბავშვობის ბილიკო, დღეს როგორ დაპატარავებულხარ..
და როგორ ძალიან შორი გამხდარხარ მოსასვლელად ...
27.02. 2025
– ___ინგა ფევაძე __
მზე შემოდგომისა
image
0
100
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
100
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0
Loading...