საზოგადოება
"ვუყურებ და ცრემლებს ვერ ვიკავებ"- რას წერს ელისო კილაძე
დღეს, 18:42

ჟურნალისტი, ელისო კილაძე სტიქიის ზონაში, საკვების, მედიკამენტების, გაზისა და ელექტოენერგიის გარეშე დარჩენილი უმწეო მოქალაქეების დასახმარებლად ჩასულ მოხალისეებთან დაკავშირებით ემოციურ პოსტს ავრცელებს და წერს:
"ვუყურებ მოხალისეებს და ცრემლებს ვერ ვიკავებ:
რა კარგები არიან, ჭკვიანები, გონიერები, კრიზისმენეჯერები, როგორ დაორგანიზდნენ, ზოგმა ჯგუფი შექმნა, ზოგმა აპლიკაცია გამართა, ბაზა გააკეთეს, ლოჯისტიკა ააწყვეს-უხმაუროდ, ზედმეტი დავიდარაბის გარეშე დაიწყეს ხალხის დახმარება!
ისღა დაგვრჩენია, დავეხმაროთ თუ რამე შეგვიძლია და ვიამაყოთ ამ საუკეთესო გოგო ბიჭებით

მადლობა
"- ვკითხულობთ ელისო კილაძე ფეისბუქპოსტში.
შეგახსენებთ, რომ გურიისა და აჭარის შემდეგ, სტიქია ახლა უკვე იმერეთის რეგიონს უტევს, სადაც არასაკმარისი ტექნიკისა და დაგვიანებული რეაგირების გამო საკმაოდ მძიმე ვითარებაა. საკვები, მედიკამენტები, პირველადი მოხმარების პროდუქტები - ის რაც დღემდე ვერ გააკეთა სახელმწიფომ, აკეთებენ მოხალისეები. სტიქიის ეპიცენტრში უკვე ათეულობით მოხალისე იმყოფება და უპატრონოდ მიტოვებულ მოსახლეობას ეხმარება. თოვლით დაფარულ სოფლებში ჩარჩენილი ხალხისთვის დღეს ერთადერთი შვება, სწორედ მათი გამოჩენა იყო.