x
მეტი
  • 27.02.2025
  • სტატია:140579
  • ვიდეო:351931
  • სურათი:513400
"ბარემ ეგეც უცებ მოაყომარეთ და დაამთავრეთ"- რას წერს ნინო ჯანგირაშვილი

image


ჟურნალისტი და ტელეკომპანია "კავკასიის" დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი ხელისუფლების მიერ მაუწყებლობის კანონში ცვლილების შეტანას სოციალურ ქსელში ეხმაურება და მისი აზრით "ასეთი ტემპებით პუტინსაც კი არ უვლია":


"მაუწყებლობის კანონში ცვლილება შეაქვთ და მაუწყებლებს უცხოური დაფინანსების მიღებას უკრძალავენ. აქამდეც არ ცვიოდა გრანტები ტვ მედიების თავზე, მაგრამ ახლა ცოტა შეეშინდათ, დასავლეთმა ძაან გადიქტატურებულ ქვეყანაში ამ გასაცოდავებულ ტვ–ებს დახმარება არ მისცესო და აკრძალეს.

ასეთი ტემპებით პუტინსაც კი არ უვლია კაცო, მაგან უფრო თანდათანობით, ნელ–ნელა აკრძალა ყველაფერი. აი, ცოტა ხნის წინ აკრძალა მაგალითად “უცხოელ აგენტებთან“ რეკლამის მიტანა. ქოცებო, ბარემ ეგეც უცებ მოაყომარეთ და დაამთავრეთ, რაღად გინდათ ამდენი მორცხვობა."- ვკითხულობთ ჯანგირაშვილის პოსტში.


ბრიტანული სტანდარტი მედიაში - “ ქართულმა ოცნებამ” პარლამენტში დაპირებული მედიის შესახებ კანონპროექტი დაარეგისტრირა. “მაუწყებლის შესახებ” კანონში ცვლილების მთავარი მიზანი მაუწყებლებისთვის უცხოეთიდან დაფინანსების შეზღუდვაა, თუმცა მაუწყებლებს არც ქვეყნის შიგნით სოციალური რეკლამის მომსახურება და ამ გზით შემოსავლის მიღება შეეძლებათ. წარმოდგენილი ცვლილებები მხოლოდ დაფინანსების შეზღუდვას არ გულისხმობს. კანონის რიგი მუხლები ეხება მედია კონტენტს და განსაზღვრავს ეთიკის სტანდარტებს. “ქართული ოცნების” ბრიტანული სტანდარტის კანონპროექტი კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მანდატის ზრდასაც ითვალისწინებს.






0
39
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
39