საქართველო
"საბაჟოს უფროსობა დაირტყი?" - რას წერს შალვა ნათელაშვილი
დღეს, 18:28

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი, შალვა ნათელაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარეს საჯაროდ მიმართავს:
"შენი მოკავშირე ვიღა იყო, 90-იანებში სამოქალაქო ომი რომ დაიწყე და ამაში მერე საბაჟოს უფროსობა დაირტყი?"- ვკითხულობთ შალვა ნათელაშვილის პოსტში.
"ოპოზიციას, სამწუხაროდ, მოკავშირედ უბედური შემთხვევა ან სტიქია ჰყავს. სტიქია ისეთი რამეა, რაც პირდაპირ მართვას და პირდაპირ დაგეგმავს არ ექვემდებარება. იყო თუ არა რეაგირება ადეკვატური და დროული? რა თქმა უნდა, ადეკვატური იყო”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა
“როცა მთავრობის სხდომა იმართებოდა, პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ გურიასა და აჭარაში სტიქიის მიმართულებით მძიმე ვითარება იყო და ყველა ნაბიჯი იდგმებოდა. სტიქია არ ჩერდება, განუწყვეტლივ თოვს. სახელმწიფოს მხრიდან, ამის პარალელურად, ძალისხმევა იზრდებოდა. გადაწყვეტილება მიღებული იყო თავდაცვის ძალების გამოყვანაზეც”, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.