საზოგადოებრივი კაცი, რომელმაც ჰიტლერზე მეტი ადამიანი მოკლა, დავიწყებას მიეცა დღეს, 8:29 ჰიტლერი ბუნკერში გარდაიცვალა, როდესაც მას, ჩადენილი დანაშაულის გამო, მთელი მსოფლიო დაუპირისპირდა. ბელგიის მეფე ლეოპოლდ II (1835–1909 წწ.) კი, ბოლო ამოსუნთქვამდე, ფუფუნებაში ცხოვრობდა და მას, გარდაცვალების შემდეგ, არაერთი ძეგლი დაუდგეს. გარდა ამისა, როცა ჰიტლერის სახელს ახსენებენ, ყველა ომს და ჰოლოკოსტის საშინელებებს იხსენებს. მაგრამ, ლეოპოლდ II–ის ხსენებისას, არავის არაფერი ახსენდება. რატომ? — იმიტომ, რომ ჰიტლერის ყველა მსხვერპლი თეთრკანიანი იყო, ხოლო ლეოპოლდის — შავი. 10 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა ლეოპოლდ II მმართველობას კონგოში. მაგრამ, ეს ფაქტი აღარავის ახსოვს... და ეს შემთხვევითობა კი არა, — ისტორიკოსები თავად ირჩევენ, რომელი ტკივილი უფრო მნიშვნელოვანია და ხშირად, მათ ტანჯვას ივიწყებენ, ვისი ხმაც არ ისმის. ასე მოხვდა ამ შემთხვევაშიც — თითქმის არავინ იცნობს ადამიანს, რომელმაც ჰიტლერზე მეტი ადამიანი მოკლა. მეფე, რომელმაც თავისი იმპერია სისხლსა და სისასტიკეზე ააგო, ისტორიის ბნელ ფურცლებზე, დღემდე ჩრდილში რჩება. ლეოპოლდ II მხოლოდ ბელგიის მეფე კი არა, — აფრიკის გულში მდებარე ქვეყნის იმპერატორიც იყო. მან კონგოს სახელმწიფო შექმნა — წარმოუდგენელი სიმდიდრის ქვეყანა, რომელშიც მის მმართველობას და სიხარბეს, მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა... და ყოველივე ამაზე, 2 ათეულზე მეტი ხნის მანძილზე, მსოფლიო თვალს ხუჭავდა. მაშინ, როცა ევროპა ე. წ. "ცივილიზაციით" ტკბებოდა, აფრიკაში ერთი ადამიანი, ექსპლუატაციის წესებს ახლიდან წერდა... ლეოპოლდ II თავისი დაპყრობით ოპერაციებს, ქველმოქმედებად ნიღბავდა, ხოლო მსოფლიოს ამის სჯეროდა, ან სიმართლის იგნორირებას ახდენდა. ამ დროს კი, კონგოში, ნამდვილი კოშმარი იყო. ლეოპოლდ II ბელგიის მეფე 1865 წელს გახდა. მაგრამ, მისი ჭეშმარიტი ამბიციები, სამშობლოს სცილდებოდა — მან ჯერ ფილიპინების ყიდვა სცადა, რომელიც ესპანეთის კოლონია იყო, მაგრამ ესპანეთმა საკუთარი მიწების გაყიდვაზე, უარი თქვა. ვიდრე ევროპული ქვეყნები, სულ უფრო მეტი კოლონიის ხელში ჩაგდებას ცდილობდნენ, ლეოპოლდმა კარგი შესაძლებლობა კონგოში დაინახა — შესაძლებლობა, რომელსაც მისთვის, წარმოუდგენელი სიმდიდრის მოუტანა შეეძლო. ბელგიის მეფემ მსოფლიოს აფრიკაში "ცივილიზაციის" შეტანის იდეა მიჰყიდა — სიბნელეში სინათლის შეტანას დაჰპირდა. მან თავი ფილანთროპად წარმოადგინა და განაცხადა, რომ კონგოში განათლებას, მედიცინას და ცივილიზაციას შეიტანდა. თუმცა, მისი ჭეშმარიტი განზრახვა, სულ სხვა იყო... მან მსოფლიო ლიდერები დაარწმუნა, რომ კონგოელებს მისი დაცვა სჭირდებოდათ და მათი ხსნა მასზე იყო დამოკიდებული... და თანხმობაც მიიღო. ასე შეიქმნა კონგოს თავისუფალი სახელმწიფო 1885 წელს. მაგრამ, ლეოპოლდის მმართველობა კონგოში, ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო: კონგოელები იძულებულნი იყვნენ, შეესრულებინათ სამუშაო, რომელიც ადამიანის ძალებს აღემატებოდა და საშინელ პირობებში, კაუჩუკი მოეპოვებინათ. თუ ისინი გეგმას ვერ ასრულებდნენ, სჯიდნენ — მათ ხელს აჭრიდნენ. შემდეგ კი, მოკვეთილი კიდურის დემონსტრირებას, ნადავლივით ახდენდნენ, რომ ადამიანებისთვის, დაუმორჩილებლობის ფასი ეჩვენებინათ. გარდა ამისა, ქალები და ბავშვები მძევლად აჰყავდათ, რომ მამაკაცებს წინააღმდეგობა არ გაეწიათ. ვინც წინააღმდეგობის გაწევას ბედავდა, სასტიკად უსწორდებოდნენ... კონგო გიგანტურ პლანტაციად იქცა, რომელიც მონების შრომასა და შიშზე აშენდა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბელგიელების მმართველობას კონგოში, 10 მილიონამდე ადამიანი შეეწირა. იმ დროს, როდესაც საერთაშორისო საზოგადოების თვალწინ, კონგოს მოსახლეობის გენოციდი მიმდინარეობდა, ლეოპოლდს, როგორც დიდსულოვან მმართველს, აქებდნენ და ადიდებდნენ. ეს იგივეა, რომ ჰიტლერი, ებრაელების გენოციდის გამო ექოთ. კონგოში მდგომარეობის შემსუბუქება 1904 წელს, მას შემდეგ დაიწყო, რაც პრესაში ინფორმაციამ გაჟონა, იმ საშინელებების შესახებ, რაც ამ ქვეყანაში ხდებოდა. აფრო–ამერიკელმა ჟურნალისტმა ჯორჯ უილიამსმა, სასტიკ მმართველობას, რომელიც კონგოში იყო, "მონობის ყველაზე საშინელი სისტემა" უწოდა. გაზეთებში გამოქვეყნებულმა სტატიამ საერთაშორისო სკანდალი გამოიწვია. ლეოპოლდი კი, საკუთარი პოზიციების შენარჩუნებას ცდილობდა და საფუძვლიანად ამყარებდა ურთიერთობას პრესას და უცხოელ დიპლომატებთან. თუმცა, მისი იმპერია სამუდამოდ ვერ გაძლებდა. 1908 წელს ბელგიის მთავრობა იძულებული გახდა კონგოზე კონტროლი საკუთარ თავზე აეღო, რითაც ამ ქვეყანაში, ლეოპოლდის ერთპიროვნული მმართველობა დასრულდა. მაგრამ, უკვე გვიანი იყო... დესტრუქციულმა მემკვიდრეობამ კონგოში, წარუშლელი კვალი დატოვა და ეს დღესაც იგრძნობა — კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა ჯერ კიდევ ებრძვის კოლონიური ექსპლუატაციის შედეგებს.
|
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი |