x
მეტი
  • 07.07.2024
  • სტატია:135827
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510212
ანტონიუ დი სალაზარი - სასულიერო სემინარიიდან პრემიერობამდე

ანტონიუ დაიბადა სანტა-კომბა-დაოში ერთ ჩვეულებრივ ღარიბ ოჯახში, მამამისი დროთა განმავლობაში ჩამოყალიბდა მსხვილ მიწათმფლობელად. ის ოჯახში ერთადერთი ვაჟი იყო, მისი სამი და სულ იმის ცდაში იყო პატარა ანტონიუს არაფერი მოჰკლებოდა, რამაც ვფიქრობ დიდი როლი ითამაშა მისი პიროვნების ჩამოყალიბებაში.
რადიკალურად იცვლება მდგომარეობა მას შემდეგ რაც სალაზარი ტოვებს სასულიერო სემინარიას, ვერავინ წარმოიდგენდა რომ პატარა ბიჭი რომელიც მომავალში აპირებდა მღვდლად კურთხევას ქუჩის ხელჩართულ ბრძოლებში მიიღებდა მონაწილეობას, მართალია ეს ხდებოდა ეკლესიის ინტერესების დასაცავად მაგრამ მაინც.
მისი დიდი ინტელექტის გამო ის დიდ ნახტომებს აკეთებდა სახელმწიფო იერარქიაში, იყო პორტუგალიის ფინანსთა მინისტრი. მან დატოვა ეს პოსტი რათა ცხოვრებისგან მეტი მიეღო და ამან არ დააყოვნა, 1932 წელს ის ხდება პორტუგალიის პრემიერ მინისტრი, ზუსტად ერთ წელიწადში ცვლის კონსტიტუციას რომელიც მას განუსაზღვრელ ძალაუფლებას ანიჭებს.
სალაზარის ხელისუფლებაში მოსვლამდე პორტუგალიაში იდგა ე.წ. "ანარქიული რესპუბლიკური ერა", რისმა შეცვლამაც ანტონიუს დიდი პოპულარობა მოუტანა საზოგადოების ყველა ფენაში.
სალაზარი შეიმუშავებს ახალ უტოპიურ მმართველობის სისტემას რომელსაც "Estado Novo" ანუ "ახალი სახელმწიფო" ეწოდა. შევეცდები რამდენიმე სიტყვით აგიხსნათ რას მოიცავდა სისტემა. სალაზარის მმართველობის დროს პორტუგალია ერთ-ერთ უკანასკნელ ადგილს იკავებდა წერა კითხვის მცოდნეთა რიცხვით ევროპაში, ამისდა მიუხედავად სისტემის პრიორიტეტი არ იყო განათლება, პირიქით ის ებრძოდა თავისუფალი აზრს სისტემის მიზანი სწორედ ის იყო რომ ხალხი ემართა, გაუნათლებელი ხალხის მართვა კი როგორც მოგეხსენებათ გაცილებით მარტივია. ამისდა მიუხედავად ხალხს თავდაპირველად სჯეროდა მისი რადგან პრემიერმა გაატარა მთელი რიგი რეფორმაციებისა ეკონომიური თვალსაზრისით მაგრამ ხალხი აქაც მოტყუებული დარჩა რადგან, თითოეული რეფორმა მიმართული იყო საზოგადოების მაღალი ფენებისადმი და კარგს არაფერს უქადდა ღარიბ-ღატაკთ.
მთავარი მოტივი რატომაც დაიმსახურა სალაზარმა ჩემი ყურადღება და სიმპატია მდგომარეობს არა იმაში თუ როგორი იყო ის თავისი ხალხისთვის, არამედი იმაში თუ როგორი შეხედულებები ქონდა მას კომუნიზმისადმი. სალაზარმა შექმნა საიდუმლო სახელმწიფო პოლიცია რომლის მიზანი იყო კომუნისტების და პოლიტიკური მოწინააღმდეგეების წინააღმდეგ ბრძოლა. პოლიციას ეწოდა PVDE (Polícia de Vigilância e Defesa do Estado), ის იყო გესტაპოს ინსპირირებული ორგანიზაცია. სალაზარი თავის თავს უწოდებდა პორტუგალიელ ნაციონალისტ-სინდიკალისტს.
ამასობაში ახლოვდებოდა მეორე მსოფლიო ომი და სალაზარს ახალი თავსატეხი უჩნდებოდა. რომელი მხარე უნდა დაიჭიროს დიქტატორმა? თითოელი ქმედება ამ დროს შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს ქვეყნისთვის, პირადად მისთვის. ანტონიუმ ოფიციალურად პორტუგალია ნეიტრალურ ქვეყნად გამოაცხადა. არც ასე მარტივად იყო საქმე ანტონიუ ვერ მოისვენებდა და მშვიდად გულხელდაკრეფილი ვერ დაელოდებოდა ომის შედეგებს, ამიტომ ის დაუკავშირდა გენერალ სანხუნხოს(რომელსაც სასურველია აქამდე იცნობდეთ) და პორტუგალიის ტერიტორიიდან ფრენების ნება მისცა, ამით მან დაიჭირა ნაციონალისტების მხარე. ასე რომ სალაზარი ფარულათ მაგრამ მაინც იყო ჩართული მეორე მსოფლიო ომში.
ომი დასრულდა, ანტონიუს კი გაუჩნდა კითხვა, რატომ არ შეიძლება პორტუგალიაც იყოს წამყვან პოლიტიკურ ქვეყნებს შორის? მითუმეტეს თუ ხელს უწყობს მდებარეობა. ნატოს დამფუძნებელთა შორის ერთადერთი არადემოკრატიული ქვეყანა სწორედ პორტუგალია იყო. ამან კი სალაზარს წამყვანი როლი მიანიჭა ცივი ომის დროს კომუნიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, რისკენაც ის პოლიტიკური კარიერის დაწყებამდე ილტვოდა.
დარწმუნებული ვარ სალაზარი კიდევ დიდ უფრო დიდ კვალს დატოვებდა პორტუგალიის და საერთოდ მსოფლიოს ისტორიაში მაგრამ მისი დროც დადგა, დრო გარდაცვალებისა. სიკვდილს სალაზარიც ვერ გაექცა. 1970 წლის 27 ივლისს ის ლისაბონში გარდაიცვალა. მის უკანასკნელ გზაზე გასაცილებლად ათიათასობით ადამიანი გამოვიდა. დიქტატორი რომელიც სისხლისღვრას ერიდებოდა, დიქტატორი რომელიც კომუნიზმს ებრძოდა ისევ იქ დაბრუნდა საიდანაც დაიწყო აღმასვლა სანტა-კომბა-დაოში.
მისი სიკვდილის შემდეგ ყველას ეგონა რომ სისტემა დაინგრეოდა, მაგრამ მარსელუ კაეტანუ ინარჩუნებდა რეჟიმს.1974 წლის 25 აპრილს ესტადო-ნოვოს რეჟიმი მაინც დაეცა "მიხაკების რევოლუციის" შედეგად.

მგონი ბევრმა არ იცოდით ამ კაცის შესახებ ჰოოოდა ახლა გეცოდინებათ!!!ანტონიუ დი სალაზარი

5
48
3-ს მოსწონს
ავტორი:აპათეა
აპათეა
48
  
გამარჯობა, ცოტა გვიანი არის აქ საერთოდ თუ შემოდიხარ მარა თუ გაქვს რაიმე სახის ქართული ლიტერატურა სალაზარზე ძალიან დამავალებთ და მადლობა ყურადღებისთვის
2012, 28 ოქტომბერი, 18:06
ხო მართლა გამიხარდება თუ რომელიმე პიროვნებაზე გსურთ ინფორმაცია და მე დაგეხმარებით
2012, 28 ოქტომბერი, 18:06
დიდი მადლობა, მე ძირითადად ასეთI სიახლეების დადებას ვაპირებ, სურათებით და ნინა წკრიალაშვილებით არ დაგიღლით გონებას
2012, 28 ოქტომბერი, 15:08
ასეთი სტატიები იშვიათად იწერება აქ,ძირითადად სულ გასართპობებია ხოლმე და მომეწონა ძალიან ცოტა სერიოზულ რაღაცას რომ წავაწყდი
2012, 28 ოქტომბერი, 7:53
ძალიან საინტერესოა :) მართალია ვიცოდი ამ კაცის შესახებ, მაგრამ მაინც დიდი სიამოვნებით წავიკითხე თავიდან. მადლობა :)
0 1 5