სხვა სამტრედია თოვლის ბაბუების ქალაქად იქცა! 26 თებერვალი, 14:46 სამტრედიაში დიდთოვლობის პარალელურად მოსახლეობამ სოციალური ქსელის მეშვეობით სახალისო აქტივობა დაგეგმა – ისინი ერთმანეთს თოვლის ბაბუების შექმნაში ეჯიბრებიან.
მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფი კრეატიულობით გამოირჩევა – ზოგი კლასიკურ თოვლის ბაბუას აკეთებს, ზოგი კი ფანტაზიას უმატებს და სრულიად უნიკალურ ფიგურებს ქმნის.
ქალაქის ქუჩები და ეზოები თოვლით დამშვენებულ მხიარულ სივრცეებად გადაიქცა, სადაც ბავშვები და უფროსები ერთად მონაწილეობენ.
ეს ფოტოები სწორედ იმ განწყობას ასახავს, რომელიც სამტრედიაში ამ დღეებში სუფევს – სიცივე, თოვლი და პოზიტივი! 202 1-ს მოსწონს
|